logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დიფტერია შეიძლება ორჯერაც შეხვდეს ადამიანს

საქართველოში წელს დიფტერიის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. 14 წლის პაციენტი 17 დღის დაგვიანებით გადაიყვანეს საავადმყოფოში, მას არ ჰქონდა ჩატარებული დიფტერიის ვაქცინაცია. სამწუხაროდ, ის ერთადერთი არ არის, ვინც ასეთი დაავადების რისკის ქვეშ იმყოფება. მაგალითად, როგორც აღმოჩნდა, ბევრი ამბობს უარს აცრაზე მარნეულის რაიონში, ეს კი, ადრე თუ გვიან, მძიმე შედეგს მოიტანს.
2003 წელს საქართველოში დიფტერიის 15 შემთხვევა დაფიქსირდა, 2004 წელს - 10, მაშინ როცა ჩვენს მეზობელ სომხეთში ამ წლებში დიფტერიის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ეროვნული ეპიდემიოლოგიის მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში მის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. არის მოსაზრება, რომ დიფტერიის ეს შემთხვევა სწორედ აზერბაიჯანიდან უნდა იყოს შემოტანილი.
საქართველოს ეროვნული ეპიდემიოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის, ბ-ნ პაატა იმნაძის განმარტებით, მხოლოდ ავადმყოფის შტამის გამოკვლევისა და მისი აზერბაიჯანულ შტამთან შედარების საფუძველზე შეიძლება თქმა, აზერბიჯანულია დიფტერიის შემთხვევა თუ საქართველოში გავრცელებული. დიფტერია ვერაგი დაავადებაა. ადამიანი შეიძლება იყოს დიფტერიის ჩხირის მატარებელი, მაგრამ თავს კარგად გრძნობდეს. მას შეიძლება ან არასოდეს ან მოგვიანებით გამოაჩნდეს ეს დაავადება. რაც შეეხება აცრას, დიფტერიის აცრა ანტიტოქსიკურია და არა ანტიმიკრობული, ამიტომ მისი ჩატარების შემდეგ მიკრობი შეიძლება მაინც მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში, მაგრამ ასეთ შემთხვევაში დაავადება იოლად მიმდინარეობს. თვით დაავადება არ ტოვებს მყარ იმუნიტეტს, ამიტომაც იყო შემთხვევა, როცა ერთ პაციენტს წლის განმავლობაში ორჯერ შეხვდა დიფტერია. მიუხედავად ამისა, ვაქცინაცია ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. ვინც თავის დროზე არ არის აცრილი, შეიძლება 14-15 წლის ან ზრდასრულ ასაკშიც კი აიცრას.
უნდა აღინიშნოს, რომ აცრების მხრივ საქართველოში არასახარბიელო მდგომარეობაა - ვაქცინაცია მხოლოდ მოსახლეობის 80%-ს უტარდება. განსაკუთრებით რთული რეგიონია ქვემო ქართლი, რაშიც დიდ როლს თამაშობს ენობრივი ბარიერი და მშობლების გაუთვითცნობიერებულობა აცრების აუცილებლობის საკითხში. რაც შეეხება დიფტერიის შემთხვევებს, ბოლო წლებში ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარასა და გურიაში არის დაფიქსირებული, ყველაზე ნაკლები კი - რაჭაში.

ლელა ჯიყაშვილი
“კვირის პალიტრა” 14-20.03.2005

2005.03.17


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006