logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    რა რაოდენობით წყალი უნდა დავლიოთ ზაფხულში?

წყლის თემა ზაფხულში მეტად აქტუალურია. მაცოცხლებელი სითხის ძიებაში ჩვენ ვეძალებით წყალს, ჩაის, წვენებს, მატონიზებელ სასმელებს და ვერ ვაცნობიერებთ, რამდენს ვსვამთ, მაგრამ იმის ცოდნა, თუ რა რაოდენობის წყალი უნდა მივიღოთ დღეში, უდაოდ საჭიროა.
ნორმალური ტემპერატურისა და ზომიერი ფიზიკური აქტივობის შემთხვევაში ადამიანმა უნდა მიიღოს დღეში არანაკლებ ერთი ლიტრი წყალი.
ჰაერის მომატებული ტემპერატურის შემთხვევაში ეს რაოდენობა იზრდება და წყლის დღიური საჭიროება შეადგენს საშუალოდ 2,5ლ-ს. ამასთან, 1,5 ლ ორგანიზმს მიეწოდება თავისუფალი სითხის სახით (ჩაი, ყავა, წვნიანი კერძი და ა.შ.), 1ლ-მდე სითხე - საკვები პროდუქტების გზით, 0,3-0,4ლ - წარმოიქმნება თვითონ ორგანიზმში.
მისაღები წყლის რაოდენობა დამოკიდებულია ჰავაზე, შრომის ინტენსივობაზე, ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე. ფიზიკური დატვირთვის ზრდის შემთხვევაში ან მაღალი ტემპერატურის დროს ადამიანი ოფლის სახით კარგავს ასევე მარილს, ამიტომაც სასურველია წყალში მარილის შემცველობის გაზრდა მცირე რაოდენობით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, საჭირო წყლის რაოდენობის გამოთვლა უნდა მოხდეს ადამიანის სხეულის მასის გათვალისწინებით. კერძოდ, ჯანმო-ს დასკვნით, ”მოზრდილ ადამიანს დღე-ღამეში ესაჭიროება 30მლ სითხე სხეულის მასის ყოველ ერთ კგ-ზე გადაანგარიშებით”.
სიცხეში კარგია ფრეშისა და ეგზოტიკური ხილის წვენების ნარევის (ფორთოხალი, მანგო, ანანასი) დალევა.
საუკეთესოდ კლავს წყურვილს კეფირი, რომლისგანაც შეიძლება მომზადდეს კოქტეილი: დავამატოთ გემოვნებით მარილი, წიწაკა და მცირე რაოდენობით მინერალური წყალი, ავთქვიფოთ მიქსერში, ყინულის რამდენიმე ნატეხი და საუკეთესო გამაგრილებელი სასმელი მზადაა!
სიცხისაგან დაგიცავთ ფრეში, სანახევროდ განზავებული ჩვეულებრივი წყლით ან მცენარეული ჩაით. სხვათა შორის, ფორთოხლის წვენის ყოველდღიური მიღება აქვეითებს ”ცუდი” ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში და ზრდის ”კარგ” ქოლესტერინს.
ზაფხულში კარგია ბურახი, მაგრამ იგივეს თქმა არ შეიძლება ტკბილ ან გაზირებულ წყლებზე. ის მხოლოდ ზედმეტი კილოგრამების წყაროა.
კარგია მწვანე ჩაი. გარდა წყურვილის გრძნობის მოკვლისა, ის გვიცავს ულტრაიისფერი სხივებისაგან - დღეში 4 ჭიქამდე ჩაის ნაყენი და შედეგიც სახეზეა!
ტრადიციულად ითვლება, რომ ქალს ესაჭიროება დღეში 2,5ლ სითხე, მამაკაცს - 3ლ (მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში - 4ლ-მდე), ხოლო ბავშვს - 1,5ლ. უფრო სწორი იქნება, თუკი დავლევთ იმდენ წყალს, რამდენსაც მოგვთხოვს ორგანიზმი, ანუ წყურვილის ინტენსივობის მიხედვით.
ცხელ ამინდში გირჩევთ, გარეთ გამოსვლამდე დალიოთ 1-2 ჩაის ჭიქა წყალი - ეს დაგეხმარებთ ქალაქში გადაადგილებისას სიცხის ატანაში. უშუალოდ მზეზე ყოფნისას სითხის დალევას არ გირჩევთ, ეს ხელს უწყობს ორგანიზმის გაუწყლოვნებას. არ არის სასურველი ერთ ჯერზე დიდი რაოდენობით წყლის მიღება, უფრო სასარგებლოა დღის განმავლობაში წყალი მივიღოთ ხშირად, მცირე ულუფებით.

http://Smachno.ua

2010.06.21


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006