logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    თეთრი ბრინჯი “ზრდის დიაბეტის განვითარების რისკს”

ამერიკელ ექსპერტთა თქმით, თეთრი ბრინჯის ჩანაცვლება ყავისფერი ბრინჯითა და გაუცეხვავი პურით დიაბეტის განვითარების რისკს ამცირებს ერთი მესამედით.
თეთრი ბრინჯი დიაბეტის განვითარების საფრთხეს წარმოადგენს იმიტომ, რომ იწვევს სისხლში შაქრის მკეთრ მატებას. ყავისფერი ბრინჯი და სხვა გაუცეხვავი მარცვლოვანი პროდუქტი უფრო ჯანსაღი არჩევანია, რადგან მას უკავშირდება სისხლში გლუკოზის დონის უფრო თანდათანობითი მატება.
კვლევა ემყარებოდა დაახლოებით 200 000 ამერიკელის გამოკითხვას სპეციალური კითხვარებით. შედეგებმა აჩვენა, რომ თეთრი ბრინჯის მოხმარება ხელს უწყობს ტიპი 2 დიაბეტის განვითარებას.
მონაწილეთა ასაკისა და დიაბეტის სხვა რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით დადგინდა, რომ კვირაში თეთრი ბრინჯის 150გ-იანი პორციის ხუთჯერადი მიღება ზრდიდა დიაბეტის განვითარების რისკს 17%-ით თეთრ ბრინჯის თვეში ერთ პორციამდე მოხმარებასთან შედარებით.
ყავისფერი ბრინჯის გამოყენებას საწინააღმდეგო ეფექტი აღმოაჩნდა – ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკის შემცირება.
ადამიანებს, რომლებიც ღებულობდნენ ყავისფერი ბრინჯის ორ ან მეტ პორციას კვირაში, აღენიშნებოდათ დიაბეტის განვითარების რისკის 11%-ით შემცირება იმ მომხმარებლებთან შედარებით, რომლებიც ყოველთვიურად იგივე პროდუქტის ერთ პორციაზე ნაკლებს მოიხმარდნენ.
შედეგებზე დაყრდნობით სპეციალისტებმა გამოთვალეს, რომ თეთრი ბრინჯის 50გ-ის ანუ ტიპიური პორციის ერთი მესამედის ყავისფერი ბრინჯის იგივე რაოდენობით ჩანაცვლებით ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკი მცირდება 16%-ით. თეთრი ბრინჯის სრული ჩანაცვლება მთლიან-მარცვლოვანი პროდუქტებით, რომელიც მოიცავს ყავისფერ ბრინჯსა და მაკარონს, დაუცეხვავ პურსა და შვრიას (“ჰერკულესი”) იწვევს ზ.ა. რისკის ერთი მესამედით შემცირებას.
ყავისფერი ბრინჯი სხვა მთლიან-მარცვლოვანი პროდუქტების მსგავსად ხასიათდება ფიბრინების მაღალი შემცველობით და ენერგიის ნელა გამოთავისუფლებით.
თეთრ ბრინჯს აქვს მაღალი გლიკემიური ინდექსი (GI) – საკვების მიერ სისხლში შაქრის დონის მომატების მაჩვენებელი შაქრის იმ დონესთან შედარებით, რომელიც ვითარდება იგივე რაოდენობის გლუკოზის ან თეთრი პურის მიღებისას.
ექსპერტთა რეკომენდაციით, ნახშირწყლების საერთო რაოდენობის სულ მცირე ნახევარის მიღება უნდა ხდებოდეს მთლიან-მარცვლოვანი პროდუქტიდან. თეთრი ბრინჯის მომხმარებელთა 70%-ზე მეტი განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრობს.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ტიპი 2 დიაბეტის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა აქტიური ცხოვრების წესი და ბალანსირებული ჯანსაღი საკვები ცხიმის, მარილისა და შაქრის მცირე და ხილისა და ბოსტნეულის უხვი რაოდენობით.

http://news.bbc.co.uk

2010.06.17


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006