logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    კბილების გაწმენდა - გულის დაავადებების “პროფილაქტიკა”

მკვლევართა თქმით, ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ორჯერ ჟაგრისით არ იწმენდენ კბილებს, იმყოფებიან გულის დაავადების განვითარების მომატებული რისკის ქვეშ.
შონტლანდიურ კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 11 000-ზე მეტი ადამიანი, ეყრდნობოდა ადრე ჩატარებულ დაკვირვებას, რომლის მიხედვით გამოვლინდა კავშირი ღრძილების დაავადებასა და გულის პრობლემებს შორის. მეცნიერთა თქმით, ორალური ჰიგიენა გულის სიჯანსაღის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ცნობილია, რომ ანთებითი პროცესი სხეულში, მათ შორის პირსა და ღრძილებში, შეიძლება არტერიების დახშობის მიზეზი იყოს, რაც, თავის მხრივ, გულის ინფაქტით შეიძლება დამთავრდეს. უკანასკნელი კვლევით მეცნიერები არკვევდნენ კბილების გაწმენდის სიხშირის დამოკიდებულებას გულის დაავადების განვითარების რისკზე.
კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში “British Medical Journal”.
მკვლევარებმა შეაგროვეს მონაცემები მონაწილეთა ისეთი უნარ-ჩვევების შესახებ, რომელიც უკავშირდება თამბაქოს მოწევას, ფიზიკურ აქტივობას და პირის ღრუს ჰიგიენას, ასევე, დაფიქსირდა მათი დენტისტთან ვიზიტის და ყოველდღიურად კბილების ჯაგრისით წმენდის სიხშირე, ინფორმაცია გულის დაავადებების სამედიცინო და ოჯახური ისტორიის შესახებ.
რვაწლიანი დაკვირვების შემდეგ აღინიშნა 555 “კარდიო-ვასკულარული შემთხვევა”, როგორიცაა გულის ინფარქტი, რომელთაგან 170 ფატალურად დამთავრდა.
ისეთი რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა სოციალური კლასი, სიმსუქნე, მოწევა და ოჯახური ისტორია, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ორჯერ ჟაგრისით არ იწმენდენ კბილებს, აღენიშნებათ გულის დაავადებების განვითარების რისკის 70%-ით მატება.
ორალური ჰიგიენის დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში სისხლში აღინიშნებოდა ისეთი პროტეინების შემცველობა, რომელიც სხეულში ანთებითი პროცესის არსებობაზე მიუთითებდა.
კვლევის ხელმძღვანელის, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორის რიჩარდ უოტის (Richard Watt) თქმით, მომავალმა კვლევამ უნდა დაადგინოს, არის თუ არა ორალური ჯანმრთელობის ჩვევები კარდიოვასკულარული დაავადების განვითარების მიზეზი, თუ იგი უბრალოდ რისკ-მარკერია.

http://news.bbc.co.uk

2010.05.31


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006