logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მარმელადის სასარგებლო თვისებები

მარმელადი თავისუფლად შეიძლება დავასახელოთ უნიკალურ ნუგბარად, რომელიც არათუ არ გაგიფუჭებთ ტანადობას, არამედ ხელს შეუწყობს თქვენი გუნებ-განწყობის ამაღლებასაც. საქმე იმაშია, რომ მის შემადგელობაში შედის ისეთი სასარგებლო ნივთიერებები, როგორიცაა აგარ-აგარი, პექტინი, ჟელატინი, ვაშლის პიურე.
აგარ-აგარი მცენარეული წარმოშობის პროდუქტია, რომელიც მიიღება მოწითალო ფერის წყალმცენარეებისაგან. ეს ნივთიერება აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას.
პექტინი წარმოადგენს ხსნად საკვებ ბოჭკოებს, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს გარგარი, ვაშლი და ციტრუსები. პექტინის მისაღებად ნედლეულის სახით ასევე გამოიყენება საზამთრო, შაქრის ჭარხალი და წყალმცენარეები. პექტინი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის ნორმალიზებას.
ჟელატინს უნარი აქვს, გააუმჯობესოს თმისა და კანის მდგომარეობა. ის ცხოველური წარმოშობის პროდუქტია და ცილოვანი ნივთიერებების ნაკრებს წარმოადგენს.
მარმელადი დაბალკალორიული საკონდიტრო ნაწარმია. ის არ შეიცავს ცხიმს, ამიტომაც დიეტურ პროდუქტად ითვლება. გარდა ამისა, ცნობილია, რომ მარმელადი, შავი შოკოლადის მსგავსად, შესანიშნავი ანტიდეპრესანტია, ვინაიდან ხელს უწყობს სტრესის მოხსნასა და გუნებ-განწყობის გაუმჯობესებას.
მარმელადი ერთ-ერთ ყველაზე უვნებელ ტკბილეულად ითვლება ბავშვებისათვის, ამიტომაც მედიკოსები მშობლებს ურჩევენ, ჩართონ მარმელადი ბავშვის რაციონში ორი წლის ასაკიდან. თუმცა, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ ბავშვებისათვის უმჯობესია, შევარჩიოთ ბუნებრივი და არა მკვეთრი შეფერილობის მარმელადი.
არჩევენ ჯელესებრ და ხილ-კენკროვან მარმელადებს. მარმელადის ჟელე შედგება ჟელესებრი კომპონენეტებისაგან, რომელთა შორისაც შეიძლება გამოყენებული იყოს ჟელატინი, პექტინი ან აგარი. გარდა ამისა, მარმელადის ჟელე შეიცავს ხილის წვენს, დადუღებულ შაქრის სიროფს, შაქარს ან მის შემცვლელებს, ასევე არომატიზატორებსა და საღებავებს.
ხილ-კენკროვანი მარმელადი შედგება ჟელესებრი ვაშლის პიურესაგან, რომლის დასამზადებლადაც, როგორც წესი, გამოიყენება ზამთრის ჯიშის ვაშლი. ასეთი მარმელადი მდიდარია С ვიტამინით.

http://vikrasivi.ru

2010.05.24


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006