logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სალათს, პომიდორს და თევზს შეუძლია შეამციროს ალცჰეიმერის დაავადების განვითარების რისკი

მედიკოსებმა დაადგინეს, თუ რომელ დიეტას შეუძლია შეამციროს ალცჰეიმერის დაავადების განვითარების რისკი. იმ პროდუქტების ჩამონათვალში, რომლებიც ამცირებენ დაავადების განვითარების რისკს, შევიდა სალათი, პომიდორი და თევზი.
იმის დადგენა, თუ რომელი საკვები ეწინააღმდეგება ნეიროდეგენერაციული დაავადების განვითარებას, კოლუმბიის უნივერსიტეტის (ნიუ-იორკის შტატი, აშშ) მეცნიერებმა შეძლეს 65 წლის ასაკს გადაცილებული 2148 ადამიანის მდგომარეობაზე 4-წლიანი დაკვირვების შედეგად. მათ კვლევის დასაწყისში არ აღენიშნებოდათ ალცჰეიმერის დაავადებისათვის დამახასიათებელი ნიშნები. ექიმებმა შეადარეს ერთმანეთს იმ ადამიანების კვება, რომლებიც დაავადდნენ და რომლებიც დარჩნენ ჯანმრთელნი დაკვირების 4-წლიანი ვადის განმავლობაში. კვლევის შედეგები გამოქვეყნებული იქნება ჟურნალის Archives of Neurology ივნისის ნომერში.
მოხუცებულობითი ჭკუასუსტობა მოსახლეობაში მარაზმის სახელწოდებით არის ცნობილი. ნევროლოგები და ფსიქიატრები განიხილავენ ასაკთან დაკავშირებით ინტელექტის კრიტიკული დაქვეითების რამდენიმე მიზეზს, რომელთა შორისაც ალცჰეიმერის დაავადება ყველაზე მეტადაა გავრცელებული - მასზე მოდის ჭკუასუსტობის შემთხვევათა დაახლოებით 50-60%. საკმაოდ მკაცრი ტერმინი „ალიმენტური მარაზმი“ აღწერს განვითარებულ ქვეყნებისათვის საკმაოდ იშვიათ პათოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც ვითარდება ცილოვანი საკვების ნაკლებობის გამო 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
კვლევის მონაწილეთაგან 253 ადამიანს განუვითარდა ალცჰეიმერის დაავადება. მხოლოდ ეს ერთი ფაქტიც კი მოწმობს ამ დარღვევის პროფილაქტიკისათვის ყველაზე ეფექტური მეთოდების ძიების მნიშვნელობას. მით უმეტეს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების შეფასებით, 2050 წლისათვის მოსახლეობის დაბერების და სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდის გამო ეს დაავადება ექნება პლანეტის ყოველი 85 მცხოვრებიდან დაახლოებით ერთს, თუკი ამ დროისათვის არ გამოჩნდება ამ დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობის საიმედო მეთოდები.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დადებით როლს თამაშობს რამდენიმე ნივთიერება: ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები, E ვიტამინი, B12 ვიტამინი და ფოლიუმის მჟავა. ყველაზე დიდი რაოდენობით ამ ნივთიერებებს შეიცავს პირველ რიგში თევზი, ასევე ნიგოზი, ხილი, ფრინველის ხორცი და ბოსტნეული.
არაჯანსაღი საკვების ჩამონათვალში შევიდა ხორცი, კარაქი და ცხიმიანი რძე. რასაკვირველია საქმე ეხება არა მათ აბსოლუტურ აკრძალვას, არამედ საკვები რაციონის სწორად ფორმირებას.
ჩამოთვლილი პროდუქტებიდან ბევრი შეიძლება შეგვხვდეს არამარტო ალცჰეიმერის დაავადებასთან დაკავშირებულ კვლევებში. არაერთხელ იქნა დადგენილი ნაჯერი ცხიმოვანი მჟავეების სარგებლიანობა გულ-სისხლძარღვთა სისტემისათვის, ვიტამინი E აღწერილია, როგორც ანტიოქსიდანტი, ხოლო ფოლიუმის მჟავა (იგივე ვიტამინი B9) აუცილებელია დნმ-ის რეპლიკაციისათვის.
მკვლევარები ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ ალცჰეიმერის დაავადებასთან დაკავშირებული პროფილაქტიკური ეფექტი განპირობებულია რამდენიმე განსხვავებული მექანიზმით, რომელთა შორისაც არის უნივერსალურებიც. მაგ. ცხიმოვანი მჟავეები ხელს უწყობს სისხლძარღვების შენარჩუნებას ჯანსაღ მდგომარეობაში და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკას, რომელსაც უფრო ადრეული კვლევების შედეგების თანახმად, თავისთავად შეუძლია გაზარდოს ნეიროდეგენერაციული დაავადებების ალბათობა. ასევე ცხიმოვანი მჟავეები ზემოქმედებს ნერვული უჯრედების მემბრანების მდგომარეობაზე, ხოლო B12 ვიტამინი და ფოლიუმის მჟავა ამცირებენ ჰომოცისტეინის კონცენტრაციას, რაც ასევე უკავშირდება ამინომჟავას დაავადების განვითარებას.

http://Gzt.ru

2010.04.16


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006