logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    D ვიტამინი - გულის დაავადებების ყველაზე მარტივი პროფილაქტიკა

D ვიტამინის შემცველი დანამატებით რაციონის გამდიდრება შეიძლება აღმოჩნდეს გულ-სისხლძარღთა დაავადებების ყველაზე მარტივი და ეფექტური პროფილაქტიკა, ამტკიცებენ ამერიკელი კარდიოლოგები (Intermountain Medical Center Heart Institute).
ექიმებმა აღმოაჩინეს კავშირი D ვიტამინის დეფიციტსა და გულის იშემიური დაავადებების განვითარების რისკს შორის, რის საფუძველზეც ივარაუდეს, რომ ამ ვიტამინის შემცველი კვებითი დანამატების გამოყენებას შეუძლია დაიცვას ადამიანის ჯანმრთელობა გულის დაავადებებით გამოწვეული პრობლემებისაგან.
სამედიცინო ტესტირების დროს შემოწმებული იქნა D ვიტამინის ზემოქმედება 9 ათასზე მეტ პაციენტზე. კვლევის შედეგების თანახმად, მონაწილეთა 47%-ში D ვიტამინის მომატებული დონის ფონზე აღინიშნა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შემცირება. მეორე კვლევაში ვიტამინის სარგებლიანობა დამტკიცებული იქნა უკვე 31 ათასი კაცის შემთხვევაში: იმ ადამიანებს, რომლებიც იღებდნენ ვიტამინურ დანამატებს, აღენიშნებოდათ დაქვეითებული რისკი არამარტო გულის დისფუნქციის მხრივ, არამედ ასევე საერთო სიკვდილიანობის, დიაბეტის, გულის უკმარისობის, ჰიპერტენზიის, მიოკარდიუმის ინფარქტის, დეპრესიისა და თირკმლის პრობლემების მხრივაც.
როგორც კლინიცისტები ამბობენ, გულ-სისხძლძარღთა დაავადებების პროფილაქტიკა D ვიტამინის დახმარებით ადვილი დასაწყებია: საკმარისია სისხლის ანალიზის ჩაბარება ორგანიზმში ამ ნივთიერების კონცენტრაციის განსასაზღვრავად, ხოლო მისი ნაკლებობის შემთხვევაში, შეიძლება დავიწყოთ ვიტამინური დანამატების ან მზის აბაზანების მიღება.
კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, D ვიტამინის დღიურად საკმარისი რაოდენობა შეიძლება მერყეობდეს 1000-დან 5000 ათასამდე საერთაშორისო ერთეულის (МЕ) ფარგლებში. ვიტამინური დანამატების უმრავლესობის ერთი აბი შეიცავს D ვიტამინს 400 МЕ ოდენობით. სინათლის სხივების ზემოქმედებას 20-30 წთ-ის განმავლობაში შეუძლია კანის უზრუნველყოფა D ვიტამინის 10 ათასი МЕ-ით, თუმცა ექიმები გვახსენებენ მზისაგან დამცავი კრემის გამოყენებისა და ზაფხულში მზის პიკური აქტივობის საათებში კაშკაშა მზეზე ყოფნისაგან თავის არიდების აუცილებლობის შესახებ.

http://Ami-tass.ru

2010.03.29


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006