logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    შავი მოცხარის კომპონენტი აადვილებს სუნთქვას ასთმის დროს

წინასწარმა კვლევამ აჩვენა, რომ შავი მოცხარიდან გამოყოფილი ბუნებრივი ქიმიკატი აადვილებს სუნთქვას ასთმის დროს.
მეცნიერებმა ახალზელანდიური შავი მოცხარიდან მიიღეს ნაერთი, რომლის მოქმედება ასოცირდებოდა ფილტვის ანთებითი პროცესის შესუსტებასთან ალერგიით ინდუცირებული ასთმის შეტევის შემთხვევაში. ნაერთი აძლიერებს ფილტვების ქსოვილების ბუნებრივი დაცვის მექანიზმს ანთების გამომწვევი რეაქციის დათრგუნვითა და ანთებითი პროცესის მინიმიზაციით.
ცნობილი იყო, რომ ხილის მოხმარება ამცირებდა ალერგიით ინდუცირებული ასთმის სიმპტომატიკას. ახალმა კვლევამ გამოავლინა ამ დროს განვითარებული მექანიზმის არსი. მკვლევარებმა მოახდინეს ზ.ა. კომპონენტის, epigallocatechin-ის იდენტიფიკაცია, რომელიც ამცირებს ანთებით პროცესს ფილტვის ქსოვილში. Epigallocatechin ცნობილი ანტიოქსიდანტია და მთავარი კომპონენტი proanthocyanidin-ის, რომელიც ნანახია შავ მოცხარში.
კვლევაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა დოქტორი როგერ ჰესტი (Roger Hurst), ფილტვის ქსოვილის უჯრედებს იყენებდნენ proanthocyanidin-ით მდიდარი ახალზელანდიური შავი მოცხარიდან მიღებული ექსტრაქტის იმუნურ სისტემაზე ეფექტის დასადგენად.
ფილტვებზე ალერგენების ზემოქმედება იწვევს სხეულის ბუნებრივ საპასუხო რეაქციას არსებულ ანტისხეულებზე, რაც ზოგიერთ ინდივიდში იწვევს ხანგრძლივი ანთებითი პროცესის განვითარებას. ხილსა და ბოსტნეულში არსებულ სელექტიურ ნაერთებს შეუძლიათ სხეულის საკუთარ დაცვით მექანიზმთან ერთად დათრგუნონ ფილტვებში განვითარებული გახანგრძლივებული ანთებითი პროცესი.
შავი მოცხარიდან გამოყოფილი epigallocatechin მოქმედებს ბუნებრივ იმუნურ პასუხთან კავშირში. ეს მოქმედება განსხვავებულია სხვა ჯგუფის ნაერთების, მაგ. anthocycanin-ის, ანთებისსაწინააღმდეგო აქტივობისაგან, რომელსაც, ასევე, დიდი რაოდენობით შეიცავს შავი მოცხარი. Anthocyanin ცნობილია ანტიოქსიდანტური თვისებით და როგორც დადგინდა, ზემოქმედებს ანთებითი პროცესის მექანიზმზე და აძლიერებს სხეულის ბუნებრივ იმუნურ პასუხს.
კვლევის ავტორის თქმით, შემდგომი მუშაობით მათ უნდა მიიღონ ისეთი პროდუქტები, რომელთა შემცველობა უზრუნველყოფს ასთმისა და სხვა ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ ამჟამად არსებული მედიკამენტების უფრო მეტ ბუნებრივ ალტერნატივას.

http://www.elements4health.com

2010.03.26


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006