logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჩინელი მედიკოსები გვაფრთხილებენ აკუპუნქტურის საშიშროების შესახებ

ჩინელმა მედიკოსებმა გამოხატეს შეშფოთება აკუპუნქტურის (ნემს-თერაპიის) მოსალოდნელი ინფექციური გართულებების რისკის გამო. სტატია, რომელიც გამოქვეყნდა British Medical Journal-ში, დაიწერა ჰონკონგის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის მიერ პატრიკ ვუს (Patrick Woo) ხელმძღვანელობით.
სტატიის ავტორები ეყრდნობიან საერთაშორისო კვლევების მონაცემებს, რომლებშიც აღწერილია აკუპუნქტურის შემდეგ ჩირქოვანი ინფექციებით რბილი ქსოვილების დაინფიცირების 50 შემთხვევაზე მეტი. გარდა ამისა, 1970 წლებიდან მსოფლიოში დარეგისტრირებული იყო В ჰეპატიტის 5 აფეთქება, რომელიც უკავშირდებოდა აკუპუნქტურას და რომლის დროსაც დაინფიცირებულთა რიცხვმა გადააჭარბა 80 ადამიანს.
ჩინელი სპეციალისტების სიტყვებით, 2000 წლებში დაფიქსირებული იყო აკუპუნქტურასთან დაკავშირებული ტუბერკულოზითა და სტაფილოკოკური ინფექციებით დასნებოვნების შემთხვევები. მეცნიერებმა ასევე აღნიშნეს, რომ ამ პროცედურის დროს არსებობს С ჰეპატიტით და აივ-ინფექციით დაინფიცირების საშიშროებაც, თუმცა ამ გზით შიდსის გადადების შემთხვევები კლინიკურ პრაქტიკაში აქამდე არ დაფიქსირებულა.
პროფესორმა ვუმ ხაზი გაუსვა, რომ დაავადებებსა და ჩატარებულ აკუპუნქტურას შორის კავშირი ხშირად თვალსაჩინო არ არის, ვინაიდან მრავალ ინფექციას ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდი გააჩნია.
მკვლევარები მოუწოდებენ სპეციალისტებს, გამოიჩინონ მომატებული ყურადღება იმ ინფექციების მიმართ, რომლებიც გადაეცემა აკუპუნქტურის დროს და ამ დაავადებათა აფეთქებაზე ეჭვის შემთხვევაში აცნობონ მათ. მეცნიერები ასევე ახსენებენ ექიმებს, ყურადღებით მოეკიდონ ასეპტიკისა და ანტისეპტიკის წესების დაცვას, გამოიყენონ მხოლოდ ერთჯერადი ნემსები და კარგად დაამუშაონ პაციენტების კანი მადეზინფიცირებელი საშუალებებით.

http://medportal.ru

2010.03.24


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006