logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საგაზაფხულო დიეტა გაღვივებული ხორბლით ჯანმრთელობასა და სილამაზეს გვპირდება

გაღვივებულ ხორბალს უძველესი დროიდან იყენებდნენ ჩვენი წინაპრები, ამიტომაც ხალხში დაგროვდა დიდი გამოცდილება მისი მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით გამოყენების თვალსაზრისით.
მარცვლეული - მიძინებული ორგანიზმია, რომლის გარსის ქვეშაც ინახება ერთგვარი ენერგია საკუთარი გვარის გაგრძელებისათვის. გაღვივების მომენტში ის იძლევა ახალგაზრდა ორგანიზმის კვებისათთვის საჭირო ყველაზე ღირებულ ნივთიერებებს: ენზიმებს, მიკროელემენტებს და სხვა მნიშვნელოვან ნივთიერებებს. ხორბლის ღივების სახით ჩვენ ვიყენებთ ბუნებისაგან ბოძებულ ყველაზე მნიშვნელოვან საკვებს.
აი რას წერს გაღვივებული ხორბლის შესახებ მკვლევარი ენი ვაგმორი: ”ჩვენს მიერ 20 წლის განმავლობაში ჩატარებული ექსპერიმენტული სამუშაოს შედეგები ადასტურებს ხორბლის ღივების, სიცოცხლის ბუნებრივი ელექსირის, მასტიმულირებელი მოქმედების ეფექტურობას - კერძოდ მის ზემოქმედებას ნებისმიერ ასაკში ადამიანის ორგანიზმის განვითარების კოოორდინაციაზე, ნივთიერებათა ცვლის და ნერვული სისტემის ორგანიზაციაზე”.
ბოლო დროს ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ გაღვივებული ხორბალი გენიალური ”მენაგვეა”: ის ათავისუფლებს ორგანიზმს მავნე შლაკებისაგან. მას შეუძლია გახსნას შეწებებული მასა, რომელიც წარმოიქმნება და გროვდება ნაწლავებში და ორგანიზმს იცავს ისეთი საშინელი დაავადებისაგან, როგორიცაა კიბო.
მეცნიერებისა და ნატუროპათების დასკვნით, გაღვივებული ხორბალი:
• არეგულირებს და აღადგენს ორგანიზმის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციებს, იწვევს მათ სტაბილიზაციას;
• აახალგაზრდავებს ორგანიზმის ყველა სისტემას;
• ებრძვის ავთვისებიან და კეთილთვისებიან სიმსივნეებს, ხელს უწყობს პოლიპების, ფიბრომების გაწოვას;
• ხელს უწყობს სისხლის გამდიდრებას ჟანგბადით;
• ზრდის ორგანიზმის ამტანობას სიცივისადმი;
• ხელს უშლის სხვადასხვა ინფექციებისა და ანთებითი დაავადებების განვითარებას;
• ორგანიზმიდან გამოყავს უჯრედის ცხოველმყოფელობის პროდუქტები, ტოქსინები, ჭარბი ქოლესტერინი და სხვა მავნე ნივთიერებები;
• ამაღლებს იმუნიტეტს;
• აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილეს;
• ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას;
• აღადგენს თმის სტრუქტურას;
• იწვევს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაძლიერებას;
• ახანგრძლივებს სიცოცხლეს აქტიური ცხოვრების შენარჩუნებით.
დაიმახსოვრეთ, სასარგებლოა ნებისმიერი სახის გაღვივებული მარცვლეული, თუმცა მათ შორის უპირატესობა მაინც ხორბალს ენიჭება.
ხორბლის გაღვივების რამოდენიმე ხერხი არსებობს. აი, ერთ-ერთი მათგანი: 80-100გრ. ხორბალი უნდა გადაირჩეს, გაირეცხოს გამდინარე წყალში 2-3-ჯერ. მოთავსდეს ფაიფურის ან სხვა სახის ჭურჭელში არაუმეტეს 2-3სმ-იანი სისქით. ასხამენ წყალს ისეთი რაოდენობით, რომ ზედა შრეში არსებული მარცვლები ოდნავ ეხებოდეს წყალს, დაფარავენ მარლით და ტოვებენ ამ ფორმით დაახლოებით 22 გრადუსზე. 24-30 საათის შემდეგ ხორბალს გაუჩნდება პატარა თეთრი ნაზარდი, რომლის 2-3 მმ ზომის მიღწევის შემდეგ ხორბალი თავიდან უნდა გაირეცხოს. ეს არის სწორედ გაღვივებული ხორბალი. გამოსაყენებლდ ის უნდა დაიფქვას ხორცსაკეპ მანქანაში ან ყავის საფქვავში. გამოიყენება საკვებში ძირითადად უმი სახით, ან მინიმალური თერმული დამუშავების შემდეგ. უნდა დაიღეჭოს ნელა (50-60 საღეჭი მოძრაობა, 1 ჩაის კოვზი დაფქული ხორბალი დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში)! მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებს ორგანიზმი პირის ღრუში წარმოქმნილ ბუნებრივ ელექსირს. თუკი დაღეჭვის პროცესი გაძნელებულია, შეიძლება დაღერღილ ხორბალს დავასხათ 1-1,5 ჩაის ჭიქა წყალი, ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და შემდეგ გავწუროთ - ასე მიიღება ხორბლის რძე, რომელიც ასევე სასარგებლო პროდუქტს წარმოადგენს.
ანალოგიურად მზადდება სხვა მარცვლეული პროდუქტებიც, რომელთაც მაქსიმალური ბიოლოგიური ღირებულება აღენიშნებათ 1-1,5 სმ ზომის მქონე ღივების არსებობისას.
ასეთი სახით მომზადებული მარცვალი მდიდარია ვიტამინებით, გასაკუთრებით В ჯგუფისა და Е ვიტამინით (მათი რაოდენობა 6-ჯერ იზრდება გაღვივების დროს), ასევე ფერმენტებით, მიკროელემენტებით (შეიცავს გარსი). გარდა ამისა, ხორბალში შემავალი ცილების გადამუშავების დროს წარმოიქმნება განსაკუთრებული ნივთიერებები - ენდორფინები. ადგილი აქვს სახამებლის გარდაქმნასაც, რის გამოც ეს პროდუქტი უფრო ახლოს დგას ნახშირწყლოვან ბოსტნეულთან, ვიდრე სახამებლის შემცველ პროდუქტებთან. ყველა ეს პროდუქტი აუცილებელია უჯრედების წარმოქმნისათვის, იგი აძლიერებს როგორც ადამიანის სხეულს, ასევე ფსიქიკას.
მეცნიერების დაკვირვებით, ყოველდღიურად 50-100 გრ ასეთი ხორბლის მოხმარებისას გაუმჯობესდა მხედველობა, მოძრაობის კოორდინაცია, თმის ფერი და სისქე, კბილების მდგომარეობა, მთლიანობაში ადამიანის ჯანმრთელობა, გუნებ-განწყობა და ფიზიკური შრომისუნარიანობა. რაც მთავარია, მნიშვნელოვნად გაძლიერდა იმუნიტეტი - ადამიანები აღარ ხდებოდნენ ავად მწვავე რესპირატორული ვირუსული დავადებებით.
გასათვალსიწინებელია, რომ გაღვივებული მარცვლეული იწვევს ორგანიზმის გაგრილებას, ამიტომ ცივ და ნესტიან ამინდში უმჯობესია მიირთვათ მისგან დამზადებული პური ან წვნიანი კერძი (მინიმალური თერმული დამუშავებით).
შეიძლება ასეთ გატარებულ ხორბალს დაუმატოთ თაფლი გემოვნებით (ის ასრულებს კონსერვანტის როლს) ან ზეთი. ასევე სასარგებლოა სტაფილოს წვენის, გატარებული ჭარხლის ან სხვა ბოსტნეულის, სხვადასხვა სახის მწვანილის, ასევე სუნელების დამატება ორგანიზმის საჭიროების ან გემოვნების გათვალისწინებით. შეიძლება ხორბლის გადარევა ნებისმიერ ფაფაში ან სალათში.
განსაკუთრებით სასარგებლოა ეს პროდუქტი ადრეულ გაზაფხულზე და ზამთარში. ამ დროს შეიძლება მას დაემატოს სხვადასხვა ხილის წინასწარ დამბალი ჩირი: გარგარი, ვაშლი, ქიშმიში, მსხალი და სხვ.
მომზადებული ნარევები შეიძლება შევინახოთ მაცივარში ერთი კვირის განმავლობაში ცალკეული პაკეტების სახით და მივირთვათ ყოველ დღე. ცივ ამინდში უნდა მივიღოთ შემთბარი სახით.

http://bt-lady.com.ua

2010.03.18


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006