logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    თევზის ცხიმი - “ახალგაზრდობის ელიქსირი”

ახალი კვლევის მიხედვით, თევზის ცხიმი ნამდვილად შეიძლება იყოს “ახალგაზრდობის ელიქსირი” ბიოლოგიურ დაბერებაზე გამოვლენილი ეფექტის გამო.
დიდი ხანია ცნობილია, რომ თევზის ცხიმს, განსაკუთრებით კი ისეთი თევზების, როგორიცაა ორაგული, სკუმბრია და სარდინი, გულისა და სხვა დაავადებების განვითარებისაგან დაცვის უნარი აქვს.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს თევზის ცხიმის დადებითი ეფექტის მიზეზი. ეს აღმოჩენა, რომელიც გაკეთდა გულით დაავადებულ ავადმყოფებზე დაკვირვებით, ცხიმოვანი მჟავეების, ე.წ. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავეების სარგებლიანობას ადასტურებს.
დაადგინეს, რომ ცხიმოვანი მჟავეები იცავენ უჯრედის შიგნით არსებულ ე.წ. დამცავ “ქუდს”, რომელიც განსაზღვრავს უჯრედის სიცოცხლის ხანგრძლივობას.
კვლევის მიხედვით, ცხიმოვანი მჟავეების დახმარებით მატულობს გულის ინფარქტის შემდეგ გადარჩენილი უჯრედების რაოდენობა, ხდება ასაკთან დაკავშირებული მენტალური ცვლილებების დაქვეითება და თვალის იმ ცვლილებების პრევენცია, რომელიც სიბრმავის განვითარებას იწვევს.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მათი სიცოცხლე ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავეების მაღალი შემცველობის მქონე დიეტის გამოყენების შემთხვევაში ხანგრძლივდებოდა დაახლოებით სამჯერ.
დოქტორ რამინ ფარზანეხ-ფარის თქმით, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავეები გულის კორონალური დაავადების მქონე პაციენტებში ეწინააღმდეგება უჯრედოვანი დაბერების პროცესს. მეცნიერები უჯრედოვან დაბერებას უკავშირებენ ისეთი მდგომარეობის განვითარების რისკის მატებას, როგორიცაა გულის დაავადებები და კიბო.
მკვლევარებმა დადგინეს, რომ მჟავეები ანელებს იმ “ქუდების” დამოკლების პროცესს, რომელიც იცავს დნმ-ს და უზრუნველყოფს მათ ორგანიზებულ ყოფნას უჯრედის ერთ-ერთ ნაწილში. ტელომერებად წოდებული “ქუდები” მოკლდება უჯრედის ყოველი დაყოფის შემდეგ. ძალიან დამოკლებული, იგი ვეღარ იცავს დნმ-ს დაზიანებისაგან და საბოლოოდ, შეიძლება უჯრედის დაღუპვაც გამოიწვიოს. ახალი კვლევის მიხედვით, სწორედ ამ დამოკლების პროცესზე ზემოქმედებს თევზის ცხიმი.
608 გულით დაავადებულ პაციენტზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ მათ, ვინც ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავეების მაღალი შემცველობის მქონე დიეტას იყენებდა ხუთი წლის შემდეგ აღენიშნათ უფრო გრძელი “ქუდები”, ვიდრე ასეთ დიატაზე არმყოფთ.
კვლევის მიხედვით, თევზის ცხიმის საშუალო ნორმაზე მეტი რაოდენობით მიღება აღნიშნული დამოკლების პროცესს 32%-ით ამცირებს.

http://www.telegraph.co.uk

2010.01.21


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006