logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    გრიპის შემთხვევების ზრდა სეზონური და პროგნოზირებადი მოვლენაა

საქართველოში ``ღორის გრიპით` უკვე 7 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 4 ორსული. მედიკოსები აღნიშნული დაავადების გართულების პრევენციის მიზნით მოსახლეობას ამ გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომების აღმოჩენისთანავე სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმართვას ურჩევენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის შოთა ცანავას განცხადებით, დღეისთვის გრიპის ლაბორატორიულად დამტკიცებული 852 შემთხვევაა გამოვლენილი, თუმცა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის რაოდენობა კლებულობს.

``ზრდის ტემპი რომ კლებულობს, კარგია, მაგრამ ამ ეტაპზე უმთავრესია დაუყოვნებლივ მიმართვა სამედიცინო დაწესებულებებისთვის შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად. ამ ეტაპზე ეს აუცილებელია. განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე პირებმა უნდა მიმართონ კლინიკას გრიპის სიმპტომების აღმოჩენისთანავე. ესენი არიან ორსულები, ქრონიკული ინფექციით დაავადებული ადამიანები, გულ–სისხლძარღვთა სისტემის, სასუნთქი სისტემის და სხვა ორგანოების დაავადების მქონენი და ჩვილი ბავშვები. ამ ჯგუფის პირებმა სახლის პირობებში არავითარ შემთხვევაში არ უნდა იმკურნალონ, რადგან, ვიმეორებ, მათთვის გართულებების რისკი ძალიან მაღალია’’, – აცხადებს ცანავა.

რაც შეეხება არსებული პაციენტების მდგომარეობას, ცანავას ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაში კიდევ რამდენიმე პირი რჩება, რომლებიც მართვით სუნთქვაზე არიან. მისი თქმით, საქართველოში ``ღორის გრიპის`` მხრივ შექმნილი მდგომარეობა სრულიად კონტროლირებადია, გარდაცვალების მიზეზი კი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციაა.

რაც შეეხება ეპიდემიის საშიშროებას, შოთა ცანავას განმარტებით, ეს არის სეზონური, პროგნოზირებადი მატება.

``წინა კვირა იყო მკვეთრი მატების კვირა, ახლა პიკზე ვართ და საჭიროა პოტენციური გართულებების თავიდან ასაცილებლად ძალიან ფრთხილად და ყურადღებით ვიყოთ. მკურნალობის ტაქტიკას და სტრატეგიას ექიმი განსაზღვრავს’’, – ამბობს ცანავა.

მისი პროგნოზით, შემთხვევათა მატება, სავარაუდოდ, მცირე ხნის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა, მისივე თქმით, ეს არ არის მნიშვნელოვანი, მთავარი გართულებების თავიდან აცილებაა.

http://www.commersant.ge

2009.12.24


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006