logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჩინური ხურტკმელი ანუ კივი

რამოდენიმე წლის წინ ჩვენ არაფერი ვიცოდით კივის შესახებ. მისი არცთუ მომხიბლავი გარეგნული იერის უკან იმალება საკმაოდ ეგზოტიკური, გემრიელი და სასარგებლო ხილი, რომელსაც გემოთი ამსგავსებენ ბანანს, მარწყვს, ნესვს და ანანასს, ხოლო ზოგიერთი კი ერთდროულად მარწყვსა და ხურტკმელს.
კივი ”ახალგაზრდა” ხილია. ის დაიბადა მხოლოდ 100 წლის წინათ, როდესაც ახალი ზელანდიის ერთ-ერთ მაცხოვრებელს ამანათით მოუვიდა ჩინეთიდან გამოგზავნილი დეკორატიული მცენარის, ჩინური ხურტკმელის (იგივე მაიმუნის ატმის) თესლი. მოქალაქემ ამ მცენარის გამოზრდასა და გაუმჯობესებას შეალია 30 წელი და მცირე ზომის ნაყოფის მქონე დეკორატიული მცენარიდან მიიღო გაუმჯობესებული გემოს მქონე 100გრ და მეტი წონის ნაყოფის მომცემი ბუჩქი. სახელი კი მას უწოდეს ფრინველის სახელწოდების მიხედვით, რომელიც გარეგნული იერით ემსგავსება მის ნაყოფს. კივი ადვილად მრავლდება, იძლევა კარგ მოსავალს და კარგად ინახება.
კივის სასარგებლო თვისებები უნიკალურია: ხილი მდიდარია ვიტამინებით, განსაკუთრებით А, В-ჯგუფისა და С ვიტამინებით, მინერალური მარილებით, ტანინითა და ცილის დამშლელი ფერმენტებით. კივის მხოლოდ ერთი ნაყოფი ფარავს დღიურ მოთხოვნილებას С ვიტამინზე, რომელიც დიდ როლს თამაშობს იმუნური სისტემის გაძლიერებაში, ინფექციური დაავადებებისადმი მდგრადობის ზრდაში, ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს.
კივი ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს მაგნიუმს, კალიუმს და უჯრედისს. ეს უკანასკნელი ხელს უწყობს ქოლესტერინის გამოძევებას ორგანიზმიდან და ახდენს საჭმლის მონელების ნორმალიზებას. მაგნიუმისა და С ვიტამინის ერთდროული ზემოქმედებით უმჯობესდება გულის კუნთის ფუნქცია. მაგნიუმი ასევე ახდენს უჯრედული ცვლის რეგულაციას, ხელს უწყობს ორგანიზმის გამძლეობას სტრესის დროს.
კივის სასარგებლო თვისებებს მიეკუთვნება მავნე ცხიმების დაწვის უნარი, რაც იცავს სისხლძარღვებს ათეროსკლეროზისა და თრომბებისაგან და გვიხანგრძლივებს სიცოცხლეს. ნორვეგიელები გვირჩევენ ყოველდღიურად კივის 2-3 ნაყოფის მირთმევას. ასეთი დიეტის ეფექტი სახეზეა უკვე ერთი თვეში: სისხლში მცირდება მავნე ცხიმოვანი მჟავების დონე.
უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ხილს გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური მოქმედება, ასევე აუმჯობესებს ფიზიკურ შრომისუნარიანობას. ზოგიერთ ქვეყანაში მას იყენებენ, როგორც მასტიმულირებელ და აღმდგენ საშუალებას პროფესიონალ სპორტსმენებში.
აღსანიშნავია ისიც, რომ კივი სასარგებლოა არამარტო შიგნით მისაღებად, ასევე გარეგანი გამოყენებისთვისაც. ეს ხილი წმენდს კანს და ახდენს მის გაჯერებას ვიტამინებით.

http://www.greenmama.ru

2009.12.17


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006