ე.წ. ღორის გრიპით დაავადებული 3 ადამიანის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია. ინფექციურ საავადმყოფოში ისინი სასუნთქ აპარატზე არიან შეერთებული. მდგომარეობის გართულების მიზეზად ექიმები დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციას ასახელებენ.
საქართველოში H1N1 ვირუსი 530 ადამიანს აღმოაჩნდა. დაავადებათა უმეტესი ნაწილი მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ გრიპის პირველივე სიმპტომების გამოვლენისას ექიმს მიაკითხონ და მის რეკომენდაციებს დაემორჩილონ; ქვეყანაში კი ე.წ. ღორის გრიპის ეპიდემიის გამოცხადების საფუძველი არ არსებობს.
http://www.1tv.ge
2009.12.14