logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ხვალიდან H1N1 ვირუსით დაავადებულ პაციენტებთან უბნის და სოფლის ექიმების გამოძახებები უფასო იქნება

საქართველოს მასშტაბით "ღორის გრიპით" დაავადებულ პაციენტებთან პედიატრების, თერაპევტების და სოფლის ექიმების გამოძახებებს ჯანდაცვის სამინისტრო დააფინასებს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ უტიაშვილმა განაცხადა, ხვალიდან H1N1 ვირუსით დაავადებულ პაციენტებთან უბნის და სოფლის ექიმების გამოძახებები უფასო იქნება. ზურაბ უტიაშვილის ინფორმაციით, გაწეულ ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო რაიონული პოლიკლინიკების მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე აანაზღაურებს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, უფასო გამოძახებები იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ ამის აუცილებლობა იარსებებს. შეგახსენებთ, რომ "ღორის გრიპის" ვირუსის გავრცელების კუთხით საქართველოში ვითარების ეპიდემიის ზღვართან მიახლოებასთან დაკავშირებით დედაქალაქში გრიპის სიმპტომების მქონე პაციენტებთან პოლიკლინიკების ექიმების გამოძახებას თბილისის მერია დააფინანსებს. როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თბილისის მერმა გიგი უგულავამ განმარტა, უფასო გამოძახებები მხოლოდ "ღორის გრიპის" ვირუსს შეეხება და მერიის მიერ უახლოესი 4 თვის განმავლობაში დაფინანსდება. ამასთან, მისივე თქმით, ამ თვეების განმავლობაში თბილისის პოლიკლინიკების 1000-მდე ექიმს ხელფასზე 225 ლარიანი დანამატი მიეცემა, ხოლო პოლიკლინიკებს თითოეული ექიმისთვის პრემიის გასაცემად 50 ლარი გადაერიცხებათ. დღეის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად H1N1 ვირუსით დაავადების 368 შემთხვევაა დადასტუებული, თუმცა როგოც ეპიდემიოლოგები აღნიშნავენ, რეალურად დაავადებულთა რაოდენობა სავარაუდოდ, ბევრად მეტია, რის გამოც საქართველო "ღორის გრიპის" ვირუსის ეპიდემიის ზღვარზე იმყოფება. ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის უფროსის ზურაბ უტიაშვილის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ქვეყანაში "ღორის გრიპის" საწინააღმდეგო ვაქცინა შემოვა და პირველ ეტაპზე პაციენტებთან ახლო კონტაქტის გამო ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება.

http://pirweli.com.ge

2009.12.09


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006