logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    შაქრიანი დიაბეტი დაკავშირებულია ნერვული უჯრედების დეფექტების არსებობასთან?

პირველი ტიპის დიაბეტის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს კუჭუკანა ჯირკვალში არსებული ნერვული დაბოლოებების ფუნქციის დაქვეითება, თვლიან კანადელი მეცნიერები. გამოიყენეს რა მიღებული მონაცემები, მკვლევარებმა შეძლეს განეკურნათ დიაბეტიანი თაგვები და თავიდან აეცილებინათ დაავადების განვითარება დიაბეტისადმი გენეტიკურად განწყობილ ცხოველებში. ანგარიში კვლევის შესახებ გამოქვეყნებულია ჟურნალში Cell.
ტიპი I შაქრიანი დიაბეტის განვითარების მიზეზად დღეისათვის ითვლება აუტოიმუნური რეაქციები, რომლებიც იწვევს ინსულინის სინთეზის უნარის მქონე ლანგერჰანსის კუნძულების დაღუპვას. თუმცა, მკვლევარები ტორონტოს უნივერსიტეტიდან თვლიან, რომ დიაბეტის დროს პირველი რგოლი პათოლოგიური პროცესის ჯაჭვში არის პანკრეასში არსებული ნერვული დაბოლოებების მუშაობის დარღვევაა. მეცნიერთა მონაცემებით, ნერვული დაბოლოებების ერთ-ერთი ფუნქცია არის გამომუშავება პეპტიდისა, სახელწოდებით P სუბსტანცია, რომელიც არეგულირებს ლანგერჰანსის კუნძულების მოქმედებას. ამ პეპტიდის უკმარისობის შემთხვევაში ჭარბად გამომუშავდება ინსულინი, რაც თავის მხრივ, იწვევს ორგანიზმის ქსოვილებში ინსულინისადმი რეზისტენტობის ზრდას, შემდეგ კი იმუნური სისტემის შეტევას ინსულინის ჭარბად გამომმუშავებელ უჯრედებზე.
გენეტიკურად მოდიფიცირებულ თაგვებზე ჩატარებული ცდების დროს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კუჭუკანა ჯირკვალში არსებული დეფექტური ნერვული დაბოლოებების განადგურებამ შეიძლება თავიდან ააცილოს დაავადების განვითარება დიაბეტისადმი გენეტიკურად განწყობილ თაგვებს.
ამავე დროს, P სუბსტანციის პირდაპირი ინექციები დიაბეტით დაავადებული ცხოველის კუჭუკანა ჯირკვალში იწვევდა გლუკოზის ცვლის პროცესების ნორმალიზებას, რის შედეგადაც თაგვებს შეეძლოთ ინსულინის დამატებითი ინექციის გარეშე ცხოვრება რამდენიმე კვირის და თვის განმავლობაშიც კი.
ექსპერიმენტის შედეგების ცხოველებიდან ადამიანზე ექსტრაპოლაციის შემდეგ შესაძლებელი გახდება იმის მტკიცება, რომ P სუბსტანციას შეუძლია შეაჩეროს შაქრიანი დიაბეტის განვითარება პაციენტებში მრავალი წლით, ამტკიცებს კვლევითი პროექტის კოორდინატორი მიშელ დოში (Michael Dosch). არ არის გამორიცხული ასევე, რომ ნერვული უჯრედების ფუნქციის კორექციამ შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტიანი პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესება როგორც პირველი, ასევე მეორე ტიპის დიაბეტის დროს.
უახლოეს პერიოდში მეცნიერები გეგმავენ ცხოველებზე ლაბორატორიული ცდების გაფართოებას, ასევე შეუდგებიან კლინიკური კვლევების მომზადებას დიაბეტის მომატებული რისკის მქონე პაციენტების მონაწილეობით.

http://Mednovosti.Ru

2006.12.19


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006