ამერიკელი სპეციალისტების მტკიცებით, ტალახში თამაში დადებით ეფექტს ავლენს ბავშვის კანზე. ზედმეტად სუფთა კანს, მეცნიერების თქმით, რეგენერაციის ნაკლები უნარი აქვს.
როგორც ირკვევა, ეპითელიუმზე მობინადრე ბაქტერიები ხელს უშლის ანთებითი პროცესის განვითარებას ტრავმების შემთხვევაში. ასეთი ბაქტერიები იწვევს ჭრილობებსა და ნაკაწრებზე ჰიპერაქტიური იმუნური პასუხის დაქვეითებას.
ექსპერტების თქმით, ეს აღმოჩენა ხსნის ე.წ. “ჰიგიენურ ჰიპოთეზას”, რომლის მიხედვით, თუ ბავშვების კანი განიცდის ბაქტერიების ზემოქმედებას, ნაკლებად სავარაუდოა ალერგიული დავადებებისადმი მიდრეკილება.
სან-დიეგოში კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სტაფილოკოკებს შეუძლიათ ანთებით პროცესების ბლოკირება.
ადამიანისა და თაგვის უჯრედების შესწავლით მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბაქტერიების აღნიშნული სახეობა წარმოქმნის ლიპოტეიხოის მჟავას, რომელიც მოქმედებს კერატინოციტებზე – ეპითელიუმის ძირითად უჯრედებზე.
ლიპოტეიხოის მჟავა აკონტროლებს კერატინოციტების მოქმედებას და აღკვეთს გადაჭარბებულ იმუნურ პასუხს.
ბევრი მეცნიერის აზრით, განვითარებულ ქვეყნებში ალერგიით დაავადებულთა რიცხვის მატება გამოწვეულია ხშირი ჰიგიენური პროცედურებით.
Bbc.co.uk
http://Bbc.co.uk
2009.11.25