logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    H1N1 ვირუსის შესახებ იმსჯელეს პარლამენტში ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ალექსანდრე კვიტაშვილის განმარტებით, საქართველოში გრიპის შემთხვევები დაფიქსირდა მხოლოდ იმ ადამიანებში, რომლებიც უკრაინიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან და მალაიზიიდან ჩამოვიდნენ. თუმცა მინისტრი მიიჩნევს, რომ საზღვრების ჩაკეტვის აუცილებლობა დღესდღეობით არ არის. მისივე განცხადებით, დაავადებული პირების გამოსავლენად სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში მონიტორინგი ინტენსიურად ხორციელდება, ხოლო საერთაშორისო სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრობისას მოქალაქეებს ურიგდებათ სპეციალური სამახსოვროები, რაც გრიპის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მათ საშუალებას მისცემთ მიიღონ საჭირო ზომები და დროულად მიმართონ სამკურნალო დაწესებულებებს.

ალექსანდრე კვიტაშვილმა საქართველოს მოსახლეობის მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა დადებითად შეაფასა. მისი თქმით, ივლისიდან დღემდე გამოვლენილი 36 დაავადებულიდან ყველამ თვითონ მიაკითხა დაავადებათა კონტროლის ცენტრს H1N1 ვირუსზე შესამოწმებლად.

სხდომაზე აღინიშნა, რომ ოფიციალური განაცხადი ვაქცინის არსებობაზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ჯერ არ გაუკეთებია და ის აცრები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობაში ტარდება არის სეზონური, ჩვეულებრივი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. მინისტრის განცხადებით, უკრაინაში მოხდა H1N1 ვირუსით გამოწვეული გრიპის დამთხვევა სეზონურ გრიპთან, რამაც აჟიოტაჟი გამოიწვია. კვიტაშვილმა ყურადღება გაამახვილა მსგავსი შემთხვევების დროს მედიის როლზე და აღნიშნა, რომ უკრაინაში პანიკა სწორედ ტელეეთერებიდან მიწოდებულმა ინფორმაციებმა განაპირობა, რამაც თავის მხრივ პრეპარატ "ტამიფლუსა" და დამცავი ნიღბების დეფიციტი გამოიწვია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოს გააჩნია როგორც მედიკამენტების, ასევე დამცავი საშუალებების საკმაო მარაგი: "ტამიფლუს" 105000 კაფსულა, ამავე პრეპარატის 6100 ფხვნილის პაკეტი, 26470 რელენზა, რომელიც ძირითადად ორსულებისთვისაა განკუთვნილი, სამკურნალო პრეპარატები საჭიროების შემთხვევაში უფასოდ გაიცემა,1300000 ნიღაბი და ანტიბიოტიკების მნიშვნელოვანი რაოდენობა.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, H1N1 ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელი მსოფლიოში 0,004 პროცენტია მაშინ, როცა ჩვეულებრივი სეზონური გრიპის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია და 7-8 პროცენტს აღწევს. H1N1 ვირუსის მიმართ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განსაკუთრებული ყურადღება განპირობებულია მისი ვირულენტობის მაღალი ხარისხით და ახალი მუტაციის წარმოქმნის საშიშროებით.

ალექსანდრე კვიტაშვილი თვლის, რომ პანიკის საფუძველი საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ არც ყურადღების მოდუნება შეიძლება და ქვეყანა მზად უნდა იყოს ეპიდემიასთან გასამკლავებლად.

http://www.parliament.ge

2009.11.09


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006