logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ანტივირუსული საშუალებების ადრეული გამოყენება ეფექტურია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, H1N1 გრიპის სამკურნალოდ ანტივირუსული საშუალებების ადრეული გამოყენება ეფექტურია, მაგრამ წამალზე რეზისტენტული ერთეული შემთხვევების გამო ჯანდაცვის მუშაკები მუდამ მზადყოფნაში უნდა იყვნენ აღნიშნული საშიშროების თავიდან ასაცილებლად.
მზარდმა საერთაშორისო გამოცდილებამ დაადასტურა oseltamivir-ის, ანუ Roche Holding-ის მიერ წარმოებული Tamiflu-სა და ზანამივირის, ანუ GlaxoSmithKline-ის მიერ წარმოებული Relenza-ს, ადრეული გამოყენების ეფეტურობა. გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე აღნიშნული პრეპარატების გამოყენება ამცირებს გართულებების რისკს და აუმჯობესებს კლინიკურ გამოსავალს დაავადების მძიმედ მიმდინარეობის შემთხვევაში.
ჯანმო ხაზს უსვამს ამ წამლების ეფექტურობის შენარჩუნების საჭიროებას წამალზე რეზისტენტულობის შემთხვევების სიხშირისა და სიძლიერის მინიმიზაციით.
H1N1 გრიპით დაინფიცირებულ ადამიანთა უმრავლესობას გამოუვლინდა ზომიერი კლინიკური სიმპტომები და განიკურნა მკურნალობის გარეშე, მაგრამ ბავშვები, ორსულები და სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანები მოწყვლადნი არიან ინფექციის მძიმე მიმდინარეობისადმი.
ჯანმომ ივნისში განაცხადა H1N1 გრიპის პანდემიის შესახებ და აღნიშნა პოპულაციის მესამედის, ე.ი. დაახლოებით შვიდი მილიარდი ადამიანის სავარაუდო დაინფიცირების შესაძლებლობა.
რეზისტენტობის განვითარების რისკი განსაკუთრებით მაღალია იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ იმუნური სისტემის სისუსტე და ადრე მიღებული აქვთ პრეპარატი oseltamivir. რისკი მაღალია იმ ადამიანებშიც, რომლებიც ანტივირუსულ საშუალებებს ღებულობდნენ პროფილაქტიკის მიზნით.
ანალოგიურ შემთხვევებში სამედიცინო პერსონალმა უნდა ამოიცნოს რეზისტენტობის საფუძველი და მიიღოს ზომები ვირუსის რეზისტენტობის გავრცელების პრევენციისთვის. მათვე ევალებათ თემში ადამიანიდან ადამიანზე წამალზე რეზისტენტული ვირუსის გავრცელების დადგენა.
ჯანმოს რეკომენდაციით, ანტივირუსული პრეპარატები არ უნდა იყოს გამოყენებული პროფილაქტიკის მიზმით, ადამიანების პანდემიური გრიპით დაინფიცირების საშიშროების შემთხვევაში უნდა წარმოებდეს მათზე მჭიდრო მონიტორინგი და სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მოხდეს ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობის დაწყება
დღემდე გლობალური მონიტორინგით ვირუსის რეზისტენტობის 28 შემთხვევა გამოვლინდა. ყოველი მათგანი რეზისტენტობას ავლენდა oseltamivir-ის და არა zanamivir-ის მიმართ. ეს უკანასკნელი შეიძლება გამოყენებული იყოს oseltamivir-რეზისტენტულ შემთხვევებში მკურნალობის განხორციელებისთვის.

http://www.reuters.com

2009.09.25


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006