logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ქსპერტებს ჭვავისა და შავი პურის ხარისხისადმი ეჭვები გაუჩნდათ

რა საფრთხეს შეიცავს ფალსიფიცირებული შავი და ჭვავის პური დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის? არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელი სამყაროს“ მედ–ექსპერტის ზურაბ ფუტკარაძის განცხადებით, ფალსიფიცირებულმა პროდუქტმა შესაძლოა დიაბეტით დაავადებული ადამიანის მდგომარეობა იმდენად დაამძიმოს, რომ კომაშიც კი ჩააგდოს.

მისი თქმით, დიაბეტით დაავადებული ადამიანები ჭვავისა და შავ პურს იმიტომ მოიხმარენ, რომ მასში შაქრის შემცველობა თეთრ პურთან შედარებით თითქმის 4–ჯერ ნაკლებია. „როცა დიაბეტით დაავადებულ ადამიანს ფალსიფიცირებულ, ანუ ორგანული საღებავით ფერშეცვლილ შავ ან ჭვავის პურს ვაძლევთ, ეს ნიშნავს, რომ დამატებით შაქარს ვაძლევთ, რაც კატეგორიულად დაუშვებელია“–აცხადებს ფუტკარაძე.

მისი თქმით, დაახლოებით 4–5 წლის წინ, როცა გაცილებით ნაკლები რაოდენობის პურის საწარმო არსებობდა, ჩატარდა კვლევა, რომელმაც წარმოებული პროდუქტის 70%–ის ფალსიფიკაცია დაადასტურა. ფუტკარაძის განცხადებით, დღეს მართალია კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ არსებული ეჭვი ფალსიფიკაციის შესახებ საფუძვლიანია. „დღეს გაცილებით მეტი საწარმოა და, შესაბამისად, ფალსიფიცირების ალბათობაც მეტია“–აცხადებს ფუტკარაძე.

"ჭვავისა და შავი პურის ხარისხზე მომხმარებელთა საჩივრები საგანგაშო ზღვარს აღწევს," – ამის შესახებ განაცხადა მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარემ მადონა კოიძემ.

მისი ინფორმაციით, მართალია, ფედერაციას აღნიშნული პროდუქტების კვლევა არ ჩაუტარებია, მაგრამ ორგანიზაციაში შესული წერილებისა და საჩივრების რაოდენობის მიხედვით უკვე შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა მძიმეა.

„განსაკუთრებით დიაბეტით დაავადებული ადამიანები მოგვმართავენ, რომლებიც ამ პროდუქტებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იყენებენ. თითქმის ყველა მათგანი ჭვავისა და შავი პურის უხარისხობას უჩივის და ეჭვს გამოთქვამს, რომ აღნიშნული პროდუქტები უხარისხო თეთრ ფქვილში საღებავის დამატებით მიიღება. ეს კი მათ ჯანმრთელობას კიდევ უფრო მეტად აზიანებს“–აცხადებს კოიძე.

მისივე ინფორმაციით, წერილების დიდი ინტენსივობის გამო ფედერაციამ მიმართა სხვადასხვა საელჩოებს, რომ შავი და ჭვავის პურის კვლევები დაუფინანსონ.

სურსათის უვნებლობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ შავი და ჭვავის პურის ხარისხზე კონტროლი შეჩერებულია, მაგრამ მონიტორინგი ხორციელდება. „ამიტომ იმის მტკიცება, რომ წარმოდგენილი პროდუქტები ნამდვილად ჭვავის ან შავი პურია, შეუძლებელია. მონიტორინგის დროს სუპერმარკეტებიდან წელიწადში ერთხელ ვიღებთ ნიმუშებს და მათ ლაბორატორიულ ანალიზს ვატარებთ. თუმცა 2010 წლიდან უკვე ამოქმედდება სურსათის უვნებლობის კანონის შეჩერებული მუხლები, რაც უკვე კონტროლის საშუალებას მოგვცემს“– აცხადებენ სურსათის უვნებლობის სამსახურში.

შავი და ჭვავის პურის ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით მომხმარებლის ეჭვების საფუძვლიანობას პურის საწარმოების ნაწილიც არ უარყოფს. „ბეზეკის“ გენერალური დირექტორი თამაზ ძაგნიძე აცხადებს, რომ აუცილებელია ჩატარდეს ტესტირება, რაც არა მარტო ტექნოლოგიურ, არამედ ხარისხობრივ დარღვევებსაც გამოავლენს.

„შავი პური არ შეიძლება ხორბალზე მუქი ფერის იყოს. სხვა შემთხვევაში იგი მოხალული ფქვილით ან ორგანული საღებავების დამატებით არის მიღებული. რაც შეეხება ჭვავის პურს, ნამდვილად არ გამიგია, რომ ქვეყანაში ვინმეს ჭვავის ფქვილი შემოქონდეს. ამიტომ ძნელი სათქმელია, ჭვავის პურს ვინ და როგორ ამზადებს“–აცხადებს ძაგნიძე.

მისივე თქმით, „ბეზეკის“ შავი პური მათივე წისქვილში ჩამოფქვილი ცეხვილი ფქვილით მზადდება და საკუთარი ნედლეულითვე ამზადებენ დიაბეტურ პურს, რომელსაც ექსკლუზიურად აწარმოებენ. ძაგნიძის თქმით, დიაბეტური პურის წარმოებაზე დიეტოლოგთა ასოციაციის რეკომენდაცია აქვთ.

http://www.commersant.ge

2009.08.17


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006