logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    პროსტატის დაბალდიფერენცირებული კიბოს განვითარების რისკი მატულობს ალკოჰოლური სასმელის ჭარბი მიღების შემთხვევაში

კვლევის თანახმად, ალკოჰოლური სასმელის სისტემატური მოხმარება ზრდის პროსტატის დაბალდიფერენცირებული კიბოს რისკს.

ჟიჰონგ გონგი (Zhihong Gong) და მისი კოლეგები საზღვრავდნენ ალკოჰოლის მოხმარების გავლენას პაციენტის მიერ პროსტატის კიბოს პრევენციისთვის გამოყენებული მედიკამენტის - finasteride-ის ეფექტურობაზე. მეცნიერები აკვირდებოდნენ ალკოჰოლის საერთო რაოდენობის, ალკოჰოლური სასმელის ტიპის და სმის წესის დამოკიდებულებას პროსტატის დაბალდიფერენცირებული, მაღალდიფერენცირებული და ტოტალური კიბოს განვითარების რისკთან.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ალკოჰოლური სასმელის ჭარბი მოხმარება არა მარტო ამცირებს finasteride-ის კიბოს განვითარების საწინააღმდეგო ეფექტს, არამედ, ასევე, იწვევს ორჯერ და უფრო მეტჯერ პროსტატის დაბალდიფერენცირებული კიბოს განვითარების რისკის მატებას.

მეცნიერებმა გააანალიზეს პროსტატის კიბოს პრევენციის ტესტში მონაწილე 10 000-ზე მეტი მამაკაცის მონაცემები. სასმელის ჭარბი მოხმარება (≥50გ ალკოჰოლი/დღეში) და რეგულარულად ჭარბი სმა (≥4 ჭიქა/დღეში კვირაში ≥5 დღე) ასოცირდებოდა დაბალდიფერენცირებული კიბოს ორჯერ და უფრო მეტჯერ განვითარებასთან. უფრო ნაკლები რაოდენობით ალკოჰოლის მიღება არ უკავშირდებოდა პროსტატის დაბალდიფერენცირებული კიბოს განვითარებას.

“პროსტატის კიბოს შემთხვევათა უმრავლესობა მაღალდიფერენცირებული ტიპისაა,” - აღნიშნავს კვლევის ავტორი - “ის იზრდება ძალიან ნელა და ამ დიაგნოზის მქონე მამაკაცების 100% ცოცხლობს მინიმუმ 10 წელი. უმრავლესობა იღუპება სხვა მიზეზით. პროსტატის დაბალდიფერენცირებული კიბოს შემთხვევაში გადარჩენის მაჩვენებელი 10 წლის შემდეგ 60-70%-ს შეადგენს.”

ჟიჰონგ გონგის თქმით, ალკოჰოლური სასმელის ჭარბ მომხმარებელთა შორის უმეტესობა ლუდის მომხმარებელი (≥6 ქილა/დღეში) იყო, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ეფექტი დაკავშირებულია მხოლოდ ლუდის მოხმარებასთან და არა ალკოჰოლის სხვა სახეობასთან.

http://www.elements4health.com

2009.08.17


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006