logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ბროკოლი ასთმის წინააღმდეგ

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბროკოლისა და სხვა ჯვაროსანი ბოსტნეულის ბუნებრივ შემადგენელს აღენიშნება რესპირატორული ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. რესპირატორული ანთება არის მიზეზი ისეთი მდგომარეობისა, როგორიცაა ასთმა, ალერგიული რინიტი და ობსტრუქციული პულმონური დაავადება.

მკვლევარებმა აჩვენეს, რომ ბროკოლის შემადგენელი ქიმიკატი sulforaphane იწვევს ადამიანის ჰაერგამტარ გზებში ანტიოქსიდანტი ფერმენტების რაოდენობის მატებას, რაც იწვევს დაცვითი უნარის ზრდას იმ თავისუფალი რადიკალების მიმართ, რომელსაც ყოველდღიურად შევისუნთქავთ დაბინძურებული ჰაერიდან, მტვერიდან, საწვავის გამონაბოლქვიდან და თამბაქოს კვამლიდან.

თავისუფალი რადიკალები წარმოადგენს ატომს ან ატომთა ჯგუფს, ელექტრონების კენტი რიცხვით, რომელიც ჟანგვითი პროცესებით იწვევს ქსოვილის დაზიანებას, რასაც თან ახლავს ანთებითი პროცესისა და ასთმის მსგავსი რესპირატორული მდგომარეობის განვითარება.

ასთმა ფილტვის ქრონიკული დაავადებაა, როდესაც აღინიშნება ჰაერგამტარი გზების ანთება და მათი შევიწროება. მას თან ახლავს რეციდივული პერიოდები მსტვენავი სუნთქვით, გულმკერდის შებოჭვით, ქოშინით და ხველით.

ასთმიან ადამიანებს აქვთ ანთებითი ჰაერგამტარი გზები, შეშუპებითა და მომატებული მგრძნობელობით, რაც იწვევს მიდრეკილებას ძლიერი რეაქციისადმი ზოგიერთი შესუნთქული ნივთიერების მიმართ.
კვლევაში მონაწილეობდა 65 მოხალისე, რომელიც ღებულობდა ბროკოლის ან ლუცერნას ფოთლებისგან მომზადებულ პრეპარატს სხვადასხვა დოზით.

ბროკოლის ფოთლები არის sulforaphane-ის უმდიდრესი ბუნებრივი წყარო, ხოლო
ლუცერნას ფოთლები არ შეიცავს ამ ნაერთს და გამოყენებულია პლაცებოს სახით.

ცხვირის სავალის ანალიზი კეთდებოდა კვლევის დასაწყისში და ბოლოში, რათა შეემოწმებინათ ზედა სასუნთი გზების უჯრედებში ანტიოქსიდანტი ფერმენტების რაოდენობა. მკვლევარებმა ნახეს, რომ პლაცებო ჯგუფთან შედარებით
ანტიოქსიდანტი ფერმენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად მომატებული იყო ბროკოლის ყლორტების დოზის 100 გრამზე მეტი რაოდენობის მიღების შემთხვევაში.

ბროკოლის ყლორტების 200 გრ. დოზის შემთხვევაში ანტიოქსიდანტი ფერმენტის – GSTP1-ის რაოდენობა მატულობდა 101%-ით, ხოლო ფერმენტ NQO1-ის რაოდენობა -199%-ით.

კვლევის დროს არანაირი სერიოზული გვერდითი მოვლენები არ იყო გამოვლენილი, რაც ადასტურებს ბროკოლის ფოთლების უსაფრთხოებას და ეფექტურობას ანტიოქსიდანტული სტრატეგიისთვის, რაც დაეხმარება თავისუფალი რადიკალების მიერ ანთებითი პროცესის განვითარების შეკავებას.

ამ სტრატეგიას ანთებითი პროცესის მიმართ დაცვითი უნარის გარდა ექნება სამკურნალო მნიშვნელობაც ასთმისა და სხვა რესპირატორული მდგომარეობების შსემთხვევაში.

კვლევის ავტორი მარს რიდლი (Marc Riedl) აღნიშნავს ახალი კვლევების ჩატარების აუცილებლობას sulforaphane-ის ეფექტური დოზირების დასადგენად სხვადასხვა რესპირატორული მდგომარეობის შემთხვევაში.

http://www.elements4health.com

2009.07.23


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006