logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ხილის წვენი ანადგურებს კბილის ემალს

სტომატოლოგმა და მეცნიერმა იან ფანგ რენმა (Yan Fang Ren) როჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევარებთან ერთად განსაზღვრა უარყოფითი ზემოქმედების ხარისხი 6%-იანი წყალბადის ზეჟანგისა, რომელსაც შეიცავს კბილის ემალის გამათეთრებელი ყველა პროფესიული თუ ნახევრადპროფესიული საშუალება. როგორც აღმოჩნდა, იგი უმნიშვნელოდ განსხვავდება მჟავე ხილის წვენების ზემოქმედებისგან. მაგალითად, ფორთოხლის წვენი გაცილებით მაღალი ხარისხით იწვევს კბილის ემალის სიმტკიცის შემცირებას და მისი სიმყიფის ზრდას.

ამ სფეროში ჩატარებული წინა ექსპერიმენტებისგან განსხვავებით, ამჟამად მკვლევარებმა მიკრისკოპის ქვეშ დაკვირვებით დააფიქსირეს ემალის ყველა ზედაპირული ცვლილებები. “ხილის მჟავები იმდენად აქტიურია, რომ ფაქტიურად კბილიდან ემალის ჩამორეცხვა ხდება”, - ამბობს რენი. მისივე თქმით, ფორთოხლის წვენი 84%-ით ამცირებს ემალის სიმტკიცეს. გამათეთრებელი პრეპარატების შემთხვევაში ასეთი ეფექტი არ იქნა დაფიქსირებული.

ცნობილია, რომ ემალის განლევა და დაშლა აჩქარებს კბილების გაცვეთას და ზრდის მათი დაკარგვის რისკს. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ თითქმის ყველა არაალკოჰოლური სასმელი, ხილის წვენების ჩათვლით, მჟავეა და იწვევს ემალის დაზიანებას.

როგორც ირკვევა, რაც მეტ ხანს გრძელდება კბილის მჟავეებთან კონტაქტი, მით მეტია ემალის დაზიანების რისკი. ადამიანებს, რომლებიც 20 წუთი ან უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე ნელა სვამენ წვენებს, უფრო სწრაფად უვითარდებათ კბილის ეროზია, ვიდრე მათ, ვინც წვენს ერთბაშად სვამს.

სტომატოლოგები ხილის წვენის მოყვარულებს ურჩევენ მჟავეებთან კბილის კონტაქტის ხანგრზლივობის შემცირებას და პირის ღრუს ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვას: კბილების გასუფთავება დღეში ორჯერ ფტორისშემცველი კბილის პასტით და წელიწადში ერთხელ მაინც დანტისტთან ვიზიტი კბილის ფტორისშემცველი ლაკით დამუშავებისთვის.

http://medicinform.net

2009.07.07


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006