logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ანტაციდები კარიესის, გინგივიტის და პარადონტოზის წინააღმდეგ

მეცნიერები როჩესტერისა (დიდი ბრიტანეთი) და გიოტენბურგის (შვედეთი) უნივერსიტეტებიდან, რომლებიც მუშაობდნენ რობერტ მარკესის (Robert Marquis) ხელმძღვანელობით, ამტკიცებენ, რომ ანტაციდურ პრეპარატებს, რომლებსაც იყენებენ გულძმარვის წინააღმდეგ, აქვთ უნარი, მოახდინონ პირის ღრუში არსებული კარიესის, გინგივიტისა და პარადონტოზის გამომწვევი მიკროორგანიზმების ნეიტრალიზება.
კარამელებისა და ტკბილი სასმელების ხშირი მოხმარებისას ბევრი ორგანიზმი ვერ ახერხებს კბილებსა და ღრძილებზე ბაქტერიების მიერ მიყენებული ზიანის აღდგენას, რასაც შემდგომ მოყვება კარიესის, პარადონტოზისა და გინგივიტის განვითარება.
მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს ნივთიერება ლანსოპრაზოლს, რომელიც მიეკუთვნება ბენზიმიდაზოლების ჯგუფს. იგი გამოიყენება კუჭის წვენის მჟავიანობის დასაქვეითებლად და კუჭის წყლულის გამომწვევი ბაქტერიის - Helicobacter pylori გასანადგურებლად. როგორც ჩანს, ამ კლასის პრეპარატები შეიძლება გახდეს სასარგებლო იმ ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლის დროს, რომლებიც იწვევენ კბილის ნადებსა და გინგივიტს.
ბაქტერიული ტოქსინები იწყებენ პირის ღრუში ორგანიზმის ერთ-ერთ ძირითადი იმუნური რეაქციის - ანთების გაშვებას. ამ დროს ხდება ღრძილებში იმუნური უჯრედების დაგროვება, რაც სამწუხაროდ, იწვევს არამარტო ბაქტერიების განადგურებას, არამედ ღრძილების ქსოვილების დაზიანებასაც. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში იმუნიტეტისა და ბაქტერიების ბრძოლა ხანგრძლივდება და ვითარდება ღრძილების დაზიანება - გინგივიტი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პარადონტის (ქსოვილი კბილის გარშემო) დაზიანება და ჯანმრთელი კბილების დაკარგვა.
პირის ღრუში ბაქტერიების გამრავლების პირველი ნიშანია ამ არის შემჟავება. მჟავიანობის მომატება იწვევს ლანსოპრაზოლის ქიმიურ მოდიფიკაციას და მისი ანტიბაქტერიული აქტივობის გაზრდას. მჟავა-ტუტე წონასწორობის ”ნორმაში” დაბრუნება ”გამორთავს” ლანსოპრაზოლს.
მარკესის სიტყვებით, ბენზიმიდაზოლები აღარ არიან მხოლოდ გულძმარვის სამკურნალო საშუალებები. უახლოეს მომავალში ისინი, ალბათ, გახდებიან კბილის პასტებისა და ელექსირების აუცილებელი კომპონენტები.

http://www.sciencedaily.com

2006.11.13


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006