logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჩვეულებრივი ვირუსი მაღალი წნევის მიზეზი

მეცნიერების თქმით, ჩვეულებრივი ვირუსი იწვევს სისხლის წნევის მატებას, რაც შეიძლება გახდეს ახალი მიდგომების განვითარების საფუძველი იმ მდგომარეობის სამკურნალოდ, რომელიც ვლინდება მილიარდამდე ადამიანში გლობალურად.
თაგვებზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე მეცნიერები აცხადებენ, რომ ციტომეგალოვირუსი (CMV) – ჰერპეს ვირუსი, რომელიც აინფიცირებს 60-დან 99%-მდე მოზრდილს – იწვევს სისხლძარღვებში ანთებით პრიოცესის განვითარებას, რაც მაღალი წნევის მიზეზი შეიძლება გახდეს. მათივე თქმით, ცხიმიან საკვებთან კომბინაციაში CMV-მა შეიძლება არტერიების გამკვრივებაც გამოიწვიოს, რაც ძირითადი მიზეზია გულის შეტევების, ინსულტების და თირკმლის დაავადებების.
“კვლევა გვთავაზობს ახლებურად შევხედოთ სისხლის წნევისა და ვასკულარული დაავადებების განვითარებას”, - ამბობს დოქტორი კლაიდ კრუმპაკერი (Clyde Crumpacker ). მისივე თქმით, შედეგებმა დაადასტურა პირველი პირდაპირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ვირუსი იწვევს მყარ ინფექციას სისხლძარღვებში.
ექიმები, ჩვეულებრივ, წნევის კონტროლისთვის იყენებენ გენერიკულ წამლებსა და ACE ინჰიბიტორებს. კვლევა გვთავაზობს ჰიპერტენზიის მკურნალობაში ახალ მიდგომას ვაქცინებისა და ანტივირუსული მედიკამენტების გამოყენებით.
40 წლისთვის მოზრდილთა უმრავლესობა შეიძლება CMV-ით იყოს დაინფიცირებული, თუმცა არ აღენიშნებოდეს რაიმე სიმპტომები. ვირუსმა შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს არამყარი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს, როგორიცაა, მაგ, ტრანსპლანტატის რეციპიენტი და ასევე, იყოს ბავშვებში თანდაყოლილი დეფექტების განვითარების მთავარი მიზეზი ორსულობის პერიოდში დედის დაინფიცირების გამო.
ერთ ექსპერიმენტში კრუმპაკერმა და მისმა კოლეგებმა გამოიკვლიეს თაგვების ოთხი ჯგუფი, რომელთაგან ორი ჯგუფი სტანდარტულ დიეტაზე იყო, ხოლო ორი - მაღალცხიმოვან დიეტაზე. რამდენიმე კვირის შემდეგ მოხდა თაგვების დაინფიცირება ვირუსით.
ექვსი კვირის შემდეგ ორივე ჯგუფის თაგვებს აღენიშნათ სისხლის წნევის მატება, ამავე დროს, მაღალცხიმოვან დიეტაზე მყოფი თაგვების 30 %-ს - ათეროსკლეროზის ნიშნებიც.
“ეს ნათლად ავლენს CMV ინფექციისა და მაღალცხიმოვანი დიეტის ერთობლივ მოქმედების შესაძლებლობას,” - ამბობს დოქტორი კრუმპაკერი.
დაინფიცირებული თაგვების თირკმლის უჯრედებზე ჩატარებულ სხვა კვლევაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ფერმენტ რენინის მაღალი დონე, რომელიც, როგორც ცნობილია, მაღალი წნევის მიზეზია. რენინის ასეთივე მაღალი დონე ნანახია CMV-ით დაინფიცირებული ადამიანების სისხლძარღვების უჯრედებშიც.
დოქტორი კრუმპაკერის თქმით, ზოგიერთი ტიპის ჰიპერტენზიის მკურნალობა და პრევენცია შეიძლება განხორციელდეს ანტივირუსული თერაპიით ან CMV საწინააღმდეგო ვაქცინით.

Julie Steenhuysen

http://www.reuters.com

2009.05.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006