logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დიაბეტურ წყლულებს მკურნალობენ ღეროვანი უჯრედებით

დიაბეტით დაავადებულ მრავალ ადამიანს აღენიშნება ქვედა კიდურების იშემია, რის გამოც ვითარდება ტროფიკული წყლულები, რომლებიც მკურნალობას ძნელად ექვემდებარებიან და ხშირად მათი გამოსავალი კიდურის ამპუტაციაა. ინდოეთის ერთ-ერთ ჰოსპიტალში (Vijaya Hospital) ასეთი წყლულების სამკურნალოდ წარმატებით გამოიყენეს უჯრედული თერაპიის მეთოდი.
68 წლის ასაკის მძიმე დიაბეტით დაავადებულ ქალბატონს განუვითარდა ასეთი ტროფიკული წყლული. ექიმების აზრით, განგრენის განვითარების საშიშროების გამო საჭირო იყო გადაუდებელი ამპუტაციის ჩატარება. ანგიოგრაფიული გამოკვლევით, დაავადებულ ფეხში აღინიშნა სისხლმომარაგების თითქმის სრული მოშლა. ასეთი შედეგებით მიმართა ავადმყოფმა ჰოსპიტლის (Vijaya Hospital) სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილებას. ამ კლინიკის ქირურგები მუშაობენ მჭიდრო კავშირში მეცნიერებთან ერთად, რომლებიც შეისწავლიან ღეროვან უჯრედებს. მათ პაციენტს შესთავაზეს მკურნალობის ახალი ექსპერიმენტული მეთოდი, როგორც კიდურის შენარჩუნების უკანასკნელი შანსი. პაციენტი დათანხმდა.
ავადმყოფს თეძოს ძვლიდან აუღეს მცირე რაოდენობით (120მლ) ძვლის ტვინი, საიდანაც ლაბორატორიულ პირობებში იქნა გამოყოფილი ღეროვანი უჯრედები. ჭრილობის დამუშავების შემდეგ კიდურში ერთი კვირის განმავლობაში ორი ინექციის სახით შეყვანილი იქნა საკუთარი ღეროვანი უჯრედები. გარდა ამისა, ვინაიდან ჭრილობა იყო უზარმაზარი, იგი დაფარული იქნა პაციენტის ბარძაყის მიდამოდან აღებული საკუთარი კანის ქსოვილის ნაფლეთით.
60 დღის განმავლობაში წყლული მთლიანად შეხორცდა. მკურნალობის შემდეგ ანგიოგრამაზე გამოჩნდა დიდი რაოდენობით არტერიები. ღეროვანი უჯრედების დახმარებით აღდგა სისხლის მიმოქცევა დაზიანებულ კიდურში. პაციენტმა შეძლო სიარული, ასევე შემცირდა ტკივილებიც ფეხში.
ეს ერთეული შემთხვევა, რასაკვირველია, ჯერ კიდევ არ ამტკიცებს, რომ შეუხორცებელი დიაბეტური წყლულების მკურნალობის ახალი მეთოდი ყოველთვის ასეთი წარმატებული იქნება. მით უმეტეს, რომ ის მექანიზმები, რითაც მუშაობენ ღეროვანი უჯრედები, ჯერჯერობით საკმარისად არ არის შესწავლილი. მიუხედავად ამისა, მან შეიძლება მისცეს იმედი იმ დიაბეტიკებს, რომელთათვისაც მკურნალობის სხვა მეთოდები არაეფექტური აღმოჩნდა. გარდა ამისა, ეს შედარებით უფრო ნაკლებად ძვირადღირებული მკურნალობაა - ზ.ა. შემთხვევა მხოლოდ 2000 დოლარი დაჯდა.

http://cmbt.su

2006.11.10


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006