logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    უნაყოფო მამაკაცებიც თურმე კარგა ბლომად ყოფილან...

ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის მიერ ვენეციაში გამართულ მე-13 კონგრესზე მიწვეული იყო ი.ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პროფესორი ჯენარო ქრისტესაშვილი.
რეპროდუქციული მედიცინის საერთაშორისო აკადემია 3 წელიწადში ერთხელ მართავს მსოფლიო მეცნიერთა ფორუმს, რომელიც პოპულარულია.
ქ-ნი ჯენარო აღნიშნავს, რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობა დღეისთვის ძალზე აქტუალური გახდა, მისდამი ინტერესი განსაკუთრებით ბოლო ოცი წლის მანძილზე გაიზარდა, თუმცა მედიცინის ამ სფეროს ფუძემდებელი მთელ მსოფლიოში ჩვენი ინსტიტუტია. ბატონი იოსებ ჟორდანიას დაწყებული საქმე და მისი იდეები დღემდე მოგვყვება, აღმოჩნდა, რომ იმას, რაც 90-იან წლებში მსოფლიოში გახდა აქტუალური, ჩვენ 1958 წლიდან ვამკვიდრებდით, განსაკუთრებული აღმავლობა კი ინსტიტუტის საქმიანობაში 1985 წლიდან აღინიშნება, როცა ინსტიტუტს სათავეში პროფესორი არჩილ ხომასურიძე ჩაუდგა.
რეპროდუქციული მედიცინის საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტმა შენკერმა საპროგრამო სიტყვაში ასეთი რამ თქვა - დასავლეთის ქვეყნებში ქალები გვიან გეგმავენ ბავშვის გაჩენას, დადგინდა, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ვთქვათ 40 წლის შემდეგ კვერცხუჯრედის ხარისხი საგრძნობლად ეცემა; თუ ინვიტრო განაყოფიერების შედეგად 30 წლამდე ქალებში ეფექტურობა 42 პროცენტია, 40 წლის შემდეგ ეს ციფრი 5 პროცენტამდე ჩამოდის.
ბატონმა შენკერმა წამოაყენა წინადადება რეპროდუქციული მასალების შენახვის თაობაზე, ანუ კვერცხუჯრედი, საკვერცხის მასალა ახალგაზრდა ასაკში გაიყინოს, შეინახოს და როცა ქალს შვილის გაჩენა მოუნდება, მაშინ გამოიყენოს.
ქ-ნი ჯენაროს თქმით, კონგრესზე კონტრაცეფციის უსაფრთხო მეთოდებზეც იმსჯელეს. განსაკუთრებით საინტერესაო იყო მოხსენება საკვერცხეების პოლიკისტოზის შესახებ, თუ როგორ ვლინდება პოლიკისტოზი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. მეცნიერმა ყურადღება გაამახვილა სიმსუქნით გამოხატულ ინსულინ-რეზისტენტულ ფორმებზე. მსუქან გოგონებში საკვერცხის პოლიკისტოზის უფრო მეტი რისკია. ინსულინის დონის მომატება თავისუფალი ტესტოსტერონის, ანუ მამაკაცის ჰორმონის მომატებას იწვევს, რასაც მოსდევს თმიანობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა და უნაყოფობა. ამიტომ თუ ექიმმა მიზეზობრივი მკურნალობა არ ჩაატარა, მხოლოდ სიმპტომური მკურნალობით - რომ თმიანობა შეიძლება შეუჩეროს ან ციკლი მოუწესრიგოს, სასურველ შედეგს ვერ მიიღებს. სამწუხაროდ, საქართველოში, ზ.ა. ინსტიტუტის გარდა, ინსულინ-რეზისტენტობას საკმარისი ყურადღება არ ექცევა.
კონგრესზე ქ-მა ჯენერომ წარმოადგინა მოხსენებები: სქესობრივი განვითარების თანდაყოლილი ანომალიები; მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის შედეგები; საკვერცხეების პოლიკისტოზის სამკურნალო პრეპარატები.
ქ-ი ჯენერო ამბობს: - პირველი გენეტიკური ლაბორატორია ჩვენს ინსტიტუტში გაიხსნა, სწორედ გენეტიკის თვალსაზრისით მრავალი სიახლეა მედიცინაში. სქესობრივი განვითარების თანდაყოლილი ანომალიების დიაგნოსტიკაც მხოლოდ ჩვენთან ხდება, სწორი მიდგომის მეშვეობით ამ ანომალიებს ვშველით. ჩვენ ისეთი დიაგნოზები მივიღეთ, რაც სხვა ექიმებს არც კი გაუგიათ. სწორედ ეს მასალა წარვადგინე კონგრესზე, რამაც უდიდესი ინტერესი გამოიწვია.
უწინ თუ მხოლოდ ქალს ადანაშაულებდნენ უნაყოფობაში, დღეს უკვე აღარავინ ეჭვობს, რომ მამაკაცი უნაყოფობაში ზუსტად იმავე სიხშირით მონაწილეობს, როგორც ქალი. უკვე 60 პროცენტამდე მიაღწია მამაკაცის მიზეზით ინვიტრო განაყოფიერების ჩატარებამ.
საერთოდ, ერთი სპერმატოზოიდი ანაყოფიერებს კვერცხუჯრედს, მაგრამ კვერცხუჯრედის გარეთა გარსის გასალღობად მილიონი სპერმატოზოიდია საჭირო, და თუ ეს რაოდენობა არ არის, ინვიტრო განაყოფიერების შემთხვევაში კვერცხუჯრედში შპრიცით შეჰყავთ 1 სპერმატოზოიდი. სულ რამდენიმე სპერმატოზოიდიც საკმარისია ორსულობის მისაღებად.
ინსტიტუტში ინვიტრო განაყოფიერებისთვის საჭირო ყველა მეთოდი დანერგილია: ჩვეულებრივი - რუტინული ინვიტრო განაყოფიერება, სპერმის ინექცია ციტოპლაზმაში, თუ სპერმატოზოიდები საერთოდ არ არის, ოპერაციის შედეგად შეიძლება სათესლიდან მათი ამოღება და კვერცხუჯრედის განაყოფიერება. უკვე ამ გზითაც დაიბადა ბავშვები.
ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში რეპროდუქციული ჯანმრთელობა ფართო გაგებით მოიაზრება. აქ არა მხოლოდ უნაყოფობას მკურნალობენ, არამედ ოჯახის დაგეგმვიდან იწყება ათვლის წერტილი. არაერთხელ დაიწერა ენდოსკოპიურ ოპერაციებზე, ლაპარასკოპიის პირველი აკვანი სწორედ აქ დაირწა. ამიერკავკასიაში ერთადერთია ბავშვთა და მოზარდთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის განყოფილებაც...
ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი არჩილ ხომასურიძე მუშაობს პრეპარატ მიფეპრისტონზე. ესაა ანტიპროგესტერონი, რეცეპტორზე მოქმედი ნივთიერება. ეს ნივთიერება ახლა მეანობის ბაზაზე გამოცდას გადის, რათა მიფეპრისტონი უმტკივნელო მშობიარობის ხელშეწყობისთვის და ასევე გართულებების შესამცირებლად გამოიყენონ.
თამარ შაიშმელაშვილი

http://www.opentext.org.ge/09/sakartvelos-respublika

2009.04.06


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006