logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საგაზაფხულო დიეტა - ხუთი ძირითადი წესი

გაზაფხულის დასაწყისში ყველა ქალს სურს მოიწესრიგოს თავი - გამოიყურებოდეს უფრო გაახაგაზრდავებულად, ქონდეს სახის კარგი ფერი, უბრწყინავდეს თმა. ამის მიღწევა შესაძებელი დიეტის დახმარებით. რასაკვირველია, ყველა ადამინისათვის ერთნაირი რეკომენდაციები არ გამოდგება, თუმცა არსებობს ჯანსაღი დიეტის უნივერსალური წესები, რომელთა საფუძველზეც თითოეულ ქალს შეუძლია შეადგინოს მისთვის მოსახერხებელი ინდივიდუალური რაციონი.
წესი 1. ცოცხალი ბაქტერიები სახის კანისათვის
ყოველდღიურ რაციონში უნდა ჩაირთოს ბიფიდოფლორის შემცველი პროდუქტები ანუ გამდიდრებული რძემჟავა სასმელები (ბიფიდოკეფირი, ბიფიდოკი, ბიფიდოლაიფი, ბიფიდობაქტერიებით გამდიდრებული მაწონი და სხვ.) ის ”წმინდავს” ნაწლავებს, აუმჯობესებს მათ მუშაობას, რაც ასე აუცილებელია კანისათვის. კანზე გაჩენილი ლაქები, ფერისმჭამელები და ჰიპერემიული უბნები სწორედ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების ამსახველია. შეძენის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ გამოშვების ვადას. სასურველია, პროდუქტი იყოს ახალი, ვინაიდან ცოცხალი ბაქტერიები საკმაოდ სწრაფად იღუპებიან.
წესი 2. შეუცვლელი ცილები
თუკი თქვენს რაციონს გაამდიდრებთ ცილების საკმარისი რაოდენობით, ერთდროულად ორ კურდღელს დაიჭერთ: შეძლებთ წონაში მოკლებას ისე, რომ შეინარჩუნოთ კუნთოვანი მასა და ამავე დროს შეინარჩუნებთ თქვენს კანს ნორმალურ მდგომრეობაში.
ცილების საუკეთესო წყაროს თევზი წარმოადგენს. იგი ასევე შეიცავს ზენაჯერ ცხიმოვან მჟავეებს, რომლებიც ასევე კარგად მოქმედებს კანზე. ეს ნივთიერებები ასევე შედის მცენარეულ ზეთებშიც. უპირატესობა უნდა მიეცეს იმ სორტებს, რომლებიც მიღებულია ცივი დაწნეხვის წესით. ასეთ ცხიმზე მომზადებული თევზი არარამარტო ძალიან სასარგებლოა, არამედ ეს არის დიეტური კერძი, რომლის მიღებაც რეკომენდებულია სადილზე. გარნირად შეიძლება შევარჩიოთ ბრინჯი. დიეტაში აუცილებლად უნდა ჩაირთოს გაუცეხვავი მარცვლეული. არ უნდა დაგვავიწყდეს პურის შესახებაც - უმჯობესია ჭვავის მსხვილად დაღერღილი პური. რაც შეეხება სხვადასხვა სახის ფუნთუშებს, ისინი ძალიან ღარიბია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, სამაგიეროდ მდიდარია კალორიებით. თუკი მკაცრი დიეტის მიმდევარი ბრძანდებით, შეცვალეთ მარცვლოვანი გარნირები მოხარშული ბოსტნულით.
წესი 3. ხილი და ბოსტნეული ყოველდღე
ბოსტნეული უნდა მომზადდეს განსაკუთრებული წესების დაცვით, რათა შენარჩუნებული იქნას ვიტამინებისა და მიკროელემენტების მაქსიმალური რაოდენობა. ბოსტნეული უნდა მოიხარშოს ემალირებულ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურით, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ჰაერის მიწოდება, ვინაიდან ჟანგბადს აქვს მაღალი ჟანგვის უნარი და იწვევს ზოგიერთი ნივთიერების, მაგ, С ვიტამინის, დაშლას. არ არის საჭირო, ყოველ ხუთ წუთში შევამოწმოთ, მზად არის თუ არა კერძი. უმჯობესია, ვიცოდეთ რა დრო არის საჭირო თითოეული სახის ბოსტნეულის მოსამზადებლად და დავიცვათ ის. არის ერთი ნიუანსიც - ქვების თავსახური არ უნდა იყოს გამჭვირვალე. ბოსტნეული უნდა მზადდებოდეს სიბნელეში, რადგანაც შუქი ხელს უწყობს ვიტამინების დაშლას.
როგორც არ უნდა ვეცადოთ, ცოცხალ ხილსა დ ბოსტნეულში მაინც მეტი ვიტამინია, ვიდრე ყველა წესის დაცვით მომზადებულში, ამიტომაც ყოველდღიურად უნდა მივირთვათ 600-700 გრამი უმი ხილ-ბოსტნეული და კენკრა. ეს მთლიანად დაფარავს ორგანიზმის დღიურ მოთხოვნილებას ვიტამინებსა და მიკროელემენტებზე.
რაც შეეხება ასორტიმენტს, აქ არჩევანი რასაკვირველია, ინდივიდუალურია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი სახის ხილი განსაკუთრებით მდიდარია С ვიტამინით, რაც ასე საჭიროა ჩვენი კანის, თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობისათვის. ამ ნივთიერების საუკეთესო მომწოდებელია კივი, რომლის ერთი ნაყოფი სრულიად ფარავს ორგანიზმის დღიურ მოთხოვნილებას ასკორბინის მჟავაზე. თუმცა, ეს ხილი ზოგიერთს არ უყვარს, გარდა ამისა, ის აკრძალულია დიაბეტით დაავადებულებისთვის და არც თუ ისე იშვიათად ალერგენსაც წარმოადგენს.
ასეთ შემთხვევაში ყურადღება უნდა მივაქციოთ ციტრუსებს, რომლებიც ასევე მდიდარია С ვიტამინით. ამ საჭირო ვიტამინის დღიური მოთხოვნილების შესავსებად ადამიანმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს 2-3 ფორთოხალი, ან ერთი დიდი წითელი გრეიპფრუტი ან ერთი ლიმონი. თუმცა აქაც არის თავისი მინუსები: ჯერ ერთი, ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. გარდა ამისა, ციტრუსები მჟავე პროდუქტებია და არ არის სასარგებლო კუჭის გაძლიერებული სეკრეციის შემთხვევაში.
არ უნდა დაგვავიწყდეს კენკროვნების შესახებაც. გარდა ამისა С ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს ტკბილი წიწაკა, ოხრახუში, კომბოსტო და ვაშლი, განსაკუთრებით, ანტონოვკის ჯიშის. საერთოდ ზამთრის ჯიშები ამ ვიტამინს მეტი რაოდენობით შეიცავს ადრეულ ჯიშებთან შედარებით, ამიტომაც ადრე გაზაფხულზე ვაშლი აუცილებლად უნდა შედიოდეს ყველა ჩვენგანის რაციონში.
წესი 4. გოგირდი და კრემნიუმი თმისა და ფრჩხილებისათვის
გოგირდი და კრემნიუმი აუცილებელია თმისა და ფრჩხილების ზრდისათვის. ამ მიკროელემენტებს დიდი რაოდენობით შეიცავს ტომატის წვენი, რომელიც ყოველდღიურად უნდა მივიღოთ. არ არის საჭირო მთელი ჭიქა წვენის ერთბაშად ”გადაკვრა”. უმჯობესია, მისი განაწილება რამოდენიმე მიღებაზე.
გოგირდსა და კრემნიუმს შეიცავს ასევე ზღვის პროდუქტები - მიდიები, კალმარები და კიბორჩხალები, რომელთა ხორციც სავსეა ბუნებაში არსებული ყველა მიკროელემენტით. კარგია, თუკი ამ დელიკატესების მირთმევას ხშირად შეძლებთ. თუკი სიძვირის გამო ამას ვერ ახერხებთ, გაითვალისწინეთ, რომ მიკროელემენტების შემცველობით მათ ტოლს არ უდებს ზღვის კომბოსტო, თუმცა იგი ცილებს არ შეიცავს. ცილა შეგიძლიათ ჩვეულებრივი ხორცის სახით მიიღოთ, რომელსაც გარნირად ზღვის კომბოსტო მოუხდება.
წესი 5. ყველა სახის ხორცი ერთნაირად სასარგებლო როდია
რამოდენიმე სიტყვა უნდა ითქვას ხორცის მომზადების შესახებაც. ეცადეთ, თავი შეიკავოთ მძაფრი ბულიონებისა და ცხოველური ცხიმებისაგან. უპირატესობა მიანიჭეთ ნაკლებად ცხიმიან საქონლის ხორცს, ასევე ხბოს, ინდაურის, ქათმის და ბოცვრის ხორცს. ფრინველის ხორცს რაც შეეხება, უკეთესია, თეთრი ხორცი, რომლის ცილაც უფრო ადვილად შეითვისება. მომზადებას რაც შეეხება, უკეთესია გატარებული ფარშისაგან დამზადებული კერძი.
სასარგებლოა, თუკი ხორცეულს დავაყოლებთ ფორთოხლის ან ანანასის წვენს, რომელიც საკმარისი რაოდენობით С ვიტამინს შეიცავს და ხელს უწყობს მრავალი მიკროელემენტის, განსაკუთრებით რკინის, შეწოვას.
რკინის შეწოვის გასაუმჯობესებლად მოწოდებულია ასევე ბროწეულის წვენიც, ოღონდ ის აუცილებლად მინის ბოთლში უნდა იყოს დაფასოებული. ერთი ბოთლი წვენი შეიძლება 6-7 დღის განმავლობაში მივირთვათ იმ პირობით, რომ ის აუცილებლად მაცივრის პირობებში უნდა ინახებოდეს, უნდა განზავდეს ცივი გადადუღებული ცივი წყლით, პროპორციით 1:2 და მივირთვათ სპეციალური მილაკით, რათა არ დაზიანდეს კბილის ემალი. ეს სასმელი აუმჯობესებს ასევე სახის ფერს, ზრდის სასიცოცხლო ტონუსს, კარგად მოქმედებს ფრჩხილებისა და თმის მდგომარეობაზე.
მათთვის, ვისაც არ უყვარს წვენი, რეკომენდებულია წითელი ღვინო, მხოლოდ არაუმეტეს 10-120 მლ. არ არის სასურველი ხორცზე ჩაის ან ყავის დაყოლება, რომლებიც აძნელებენ რკინის შეწოვას.
დასკვნა ასეთია: ნორმალური თვითშეგრძნებისათვის საჭიროა ნორმალური დაბალანსებული კვება. არ არის საჭირო მხოლოდ ხორცის ან მხოლოდ ბოსტნეულის დიეტის დაცვა. კიდევ უფრო დამღუპველია შიმშილობა. ეს აისახება როგორც გუნებ-განწყობაზე, ასევე ჯანმრთელობაზე და გარეგნულ იერ-სახეზე. კანი ხდება მონაცრისფრო, თმები არაბრწყინავი და ფრჩხილები - მტვრევადი.

2009.03.31


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006