logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    წითელი ხორცის დიდი რაოდენობით მოხმარება უკავშირდება სიკვდილიანობის მაღალ რისკს

მკვლევართა ახალი მონაცემებით, წითელი და მაღალ ტემპერატურაზე დამუშავებული ხორცის დიდი რაოდენობით მოხმარება ზიანს აყენებს ჯანმრთელობას. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხორცის დიდ მოყვარულთა შორის მატულობს ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკი 10-წლიან პერიოდში. ამის საპირისპიროდ, იგივე პერიოდში თეთრი ხორცის დიდი რაოდენობით მოხმარება ასოცირდება სიკვდილიანობის რისკის მცირედ კლებასთან.
აშშ-ში ჩატარებული კვლევა, რომლის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Archives of Internal Medicine ემყარება 500 000 ადამიანის მონაცემებს.
აშშ-ის კიბოს ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ იმ პირებში, რომლებიც ყველაზე მეტი რაოდენობით მოიხმარდნენ წითელ და დამუშავებულ ხორცს, აღინიშნება სიკვდილიანობის უფრო მაღალი რისკი, განსაკუთრებით კიბოსა და გულის დაავადებების შემთხვევაში, ვიდრე აღნიშნული პროდუქტების მინიმალური რაოდენობით მომხმარებლებში.
ყველაზე დიდი რაოდენობით ხორცის მოხმარება გულისხმობდა დაახლოებით 160გრ წითელი ან დამუშავებული ხორცის მიღებას ყოველდღიურად, ხოლო ყველაზე მცირე რაოდენობით მიღება - 25გრ-ს.
ამის საპირისპიროდ, თეთრის ხორცის დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში უფრო ნაკლებია საერთო სიკვდილიანობის, ფატალური კიბოს ან გული დაავადების განვითარების რისკი, ვიდრე ხორცის მინიმალური რაოდენობით მომხმარებლებში.
მკვლევარებმა გამოითვალეს, რომ შესაძლებელია მამაკაცთა სიკვდილიანობის 11%-ით და ქალთა სიკვდილიანობის 16%-ით შემცირება თუ ადამიანები წითელი ხორცის მოხმარებას დაიყვანენ მინიმალურ რაოდენობამდე.
მეცნიერების თქმით, კანცეროგენების ფორმირება ხდება ხორცის მაღალ ტემპერატურაზე მომზადებით.
”არავინ ამბობს რომ ადამიანებმა საერთოდ თავი უნდა აარიდონ ბეკონისა და ბურგერების მოხმარებას, მაგრამ ამჟამად არსებობს მტკიცებულებები, რომ ამ პროდუქტების შეკვეცით შესაძლებელია კიბოსა და სხვა დაავადებებისაგან გამოწვეული სიკვდილიანობის რისკის შემცირება” - ამბობს დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევის ცენტრის მეცნიერი ედ იონგი (Ed Yong).
ხორცი ნაჯერი ცხიმების მთავარი წყაროა, რაც ასოცირდება მკერდისა და კოლორექტალური კიბოს განვითარებასთან.
გარდა ამისა, ხორცის უფრო მცირე რაოდენობით მიღება უკავშირდება გულის დაავადებების, მათ შორის, სისხლის წნევისა და ქოლესტერინის დონის არასასურველი ცვლილებების, განვითარების რისკის შემცირებას.
ჩრდილოეთი კაროლინის უნივერსიტეტის დოქტორის ბერი პოპკინის (Barry Popkin) თქმით, საჭიროა ხორცის დიდი რაოდენობით მოხმარების მნიშვნელოვნად შემცირება, ძირითადად მაღალ ტემპერატურაზე დამუშავებული და დამარილებული პროდუქტის მიღების შეკვეცის ხარჯზე. იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ წითელი ხორცის მცირე რაოდენობით მოხმარება სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

http://news.bbc.co.uk

2009.03.25


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006