logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    აღმოჩენილია გულის დაავადებების გენი

60 მლნ ადამიანი მსოფლიოში წარმოადგენს გენეტიკური მუტაციის მატარებელს, რომელიც პრაქტიკულად აუცილებლად გამოიწვევს მომავალში გულის დაავადებების განვითარებას ამ ადამიანებში. ჟურნალში Nature Genetics გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, ასეთი მუტაციების მატარებლად ითვლება ნახევარკუნძულ ინდოსტანის მცხოვრებთა 4%. ამ ადამიანებში გულის დაავადებების აღმოცენების რისკი დაახლოებით შვიდჯერ უფრო მაღალია ჯანმრთელი გენის მატარებლებთან შედარებით.
მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის წარმომადგენელთ სიტყვებით, ძალიან იშვიათად შეიძლება შეგვხვდეს ასეთი გავრცელებული გენეტიკური გადახრა, რომელსაც ექნებოდა ასეთივე არასასიამოვნო შედეგები.
გულის დაავადებები სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს მსოფლიოში. და განსაკუთრებით ინდოეთში, სადაც უახლოეს მომავალში მოსალოდნელია პრობლემის კიდევ უფრო გამწვავება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გამოთვლებით, 2010 წლისათვის იმ ადამიანების დაახლოებით 60%, რომლებსაც აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა პათოლოგია, იქნება ინდოეთში მაცხოვრებელი.
გენის მუტაცია, რომელიც პასუხისმგებელია ცილა MYBPC3-ს წარმოქმნაზე (ის მხოლოდ გულის ქსოვილების შემადგენლობაში გვხვდება) მეცნიერებმა პირველად აღმოაჩინეს ორ ინდურ ოჯახში, რომლის წევრებიც დაავადებულნი იყვნენ კარდიომიოპათიით (დაავადებით, რომელიც იწვევს გულის კუნთის დაზიანებას).
უფრო ფართე კვლევების ჩატარებისათვის მათ მიერ გამოკვლეული იქნა გულის დაავადების მქონე 800 პაციენტი და 700 მოხალისე, რომელიც შევიდა საკონტროლო ჯგუფში. როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, ასეთი სახის გენეტიკური მუტაცია საკმაოდ გავრცელებულია და გვხვდება ყოველი ასი ადამიანიდან ერთში. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკი მუტაციის მქონე გენის მატარებლებში შვიდჯერ მაღალია, რაც ნიშნავს იმას, რომ დაავადების აღმოცენება პრაქტიკულად გარადაუვალია.
როგორც აღმოჩნდა, მუტაციის დროს გამოვარდნილია გენეტიკური კოდის 25 ასო. ლაბორატორიულ პირობებში მკვლევარებმა მოახდინეს დემონსტრირება, რომ გულის ის უჯრედები, რომლებიც მუტაციის მატარებლები არიან, გამოიმუშავებენ არასრულყოფილ ცილას MYBPC3, რომელიც ახდენს გულის კუნთის სტრუქტურის ცვლილებას.
მეცნიერების განმარტებით, ახალგაზრდა ასაკის ადამიანების ორგანიზმი წარმატებით უმკლავდება ”დაზიანებას” და აღადგენს ცილის სწორ სტრუქტურას. მაგრამ უფრო ზრდასრულ ასაკში ეს მექანიზმი სულ უფრო ცუდად მუშაობს, რაც იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას.
ბრიტანეთის ინსტიტუტის Wellcome Trust Sanger Institute თანამშრომელი კრის ტაილერ-სმიტი თვლის, რომ ეს გენეტიკური მუტაცია, როგორც ჩანს, წარმოიქმნა 30 ათასი წლის წინ. სხვა ნეგატიური გენეტიკური მუტაციებისაგან განსხვავებით, რომლებიც გაქრნენ ევოლუციის შედეგად, მან საკმაო გავრცელება ჰპოვა, ვინაიდან უფრო ხშირად მისი შედეგები ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება შვილების დაბადების შემდეგ.
”ჩვეულებრივ, მუტაციები ან ფართოდ არის გავრცელებული, მაგრამ ამასთან არ იწვევს მნიშვნელოვან ზეგავლენას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ან პირიქით, ზემოქმედებს, მაგრამ ამავე დროს არ არის ფართოდ გავრცელებული. სწორედ ამიტომაც გასაცვიფრებელია მუტაციის ჯანმრთელობაზე ესოდენ მნიშვნელოვანი ზეგავლენისა და ამავდროულად მისი ფართო გავრცელების არსებობა”, - ამბობს მეცნიერი. მისი სიტყვებით, საკმაოდ იოლია ახალგაზრდების ტესტირება მუტაციის არსებობაზე. თუმცა, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მისი მკურნალობის ეფექტური მეთოდები ჯერ არ არის აღმოჩენილი და ექიმებს მხოლოდ შეუძლიათ ურჩიონ მუტაციის მქონე გენის მფლობელთ, მისდიონ ჯანსაღი ცხოვრების წესს.

http://Bbc.co.uk

2009.01.23


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006