logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჭარბი კოფეინი ჰალუცინაციებს იწვევს

ყავის მოყვარულებს აქვთ ფსიქიატრთან მოხვედრის რეალური რისკი. ამის მიზეზი შეიძლება გახდეს ჰალუცინაციები, რომელსაც იწვევს დიდი რაოდენობით კოფეინის მიღება.
სტატისტიკის მიხედვით, ამერიკელების 90% ამა თუ იმ სახით, ყოველდღიურად იღებს კოფეინს. უფრო მეტიც, ეს პრეპარატი შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად მოიხმარება მსოფლიოში.
სუფთა სახით, კოფეინი წარმოადგენს ნახევრად გამჭვირვალე თეთრ ფხვნილს. ის შედის არამარტო ყავის, არამედ სხვადასხვა ჯიშის ჩაისა და ენერგეტიკული სასმელების შემადგენლობაში. მიღების შემდეგ იგი 45 წთ-ის განმავლობაში მთლიანად შეიწოვება წვრილი ნაწლავებიდან და აუმჯობესებს გონებრივი და ფიზიკური შრომის მონაცემებს. გადამეტდოზირების შემთხვევაში კი ის იწვევს ე.წ. კოფეინით თრობას, რომლის მთავარი ნიშნებია ნევროზულობა, გაღიზიანებადობა, შფოთვა, კრუნჩხვები, უძილობა, თავის ტკივილი და ტაქიკარდია. ეს ხდება ჩვეულებრივ მაშინ, როდესაც კოფეინის დღიური დოზა გადააჭარბებს 250მგ-ს.
კოფეინი - ეს არის ალკალოიდი, 1,3,7- ტრიმეთილქსანტინი (C8H10N4O2). სუფთა სახით ის გამოყოფილი იქნა ჩაის ფოთლებიდან 1827 წელს. მისი სახელწოდება თავდაპირველად იყო თეინი და მხოლოდ 11 წლის შემდეგ დაამტკიცეს მისი და კოფეინის მოქმედი ნივთიერების ერთგვაროვნება. პირველა სამუშაოები, რომლებიც მიეძღვნა კოფეინის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ამგზნებ მოქმედებას, ჩატარებული იქნა ნობელის პრემიის ლაურეატის ივანე პავლოვის მიერ.
მეცნიერებმა დარემის უნივერსიტეტიდან (Durham University) გადაწყვიტეს შეემოწმებინათ კოფეინის დიდი დოზების მოქმედება ადამიანის ფსიქიკაზე. კვლევისათვის შერჩეული იქნა იმავე უნივერსიტეტის 200 მოხალისე სტუდენტი, რომლებსაც ჩაუტარდათ გამოკითხვა იმის შესახებ, თუ როგორ იღებდნენ ისინი კოფეინის შემცველ პროდუქტებს - ჩაის, ყავას ენერგეტიკულ სასმელებს, შოკოლადსა და კოფეინის აბებს. პარალელურად ხდებოდა იმის შესწავლა, თუ რამდენად იყო გამოხატული გამოსაკვლევ პირებში მიდრეკილება ჰალუცინაციებისადმი და როგორი იყო სტრესის დონე.
ზოგიერთმა მონაწილის აღწერილობით, ისინი ერთჯერადა ან პერიოდულად ხედავდნენ არარსებულ საგნებს, ესმოდათ ხმები ან გრძნობდნენ გარადაცვლილი ადამიანების არსებობას. განსაკუთრებით მიდრეკილებს ყავის სმისადმი, ანუ მათ, ვინც დღეში 7 ჭიქაზე მეტ ხსნად ყავას მიირთმევდა, სამჯერ უფრო ხშირად აღენიშნებოდათ ხმოვანი ჰალუცინაციები, ვიდრე იმ პირებს, ვინც დღეში მხოლოდ ერთი ჩაის ჭიქით შემოიფარგლებოდა.
ამასთან მკვლევარები ხაზს უსვამდნენ იმას, რომ გამოსაკვლევი პირები ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანები იყვნენ, ხოლო კვლევამ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ჰალუცინაციებისადმი მიდრეკილ ადამიანებს მეტად უყვართ ყავა ან მათთვის აუცილებელია კოფეინით სტიმულაცია.
”ჰალუცინაცია არ არის აუცილებლად ფსიქიკური ავადმყოფობის ნიშანი. ადამიანების უმრავლესობას ერთხელ მაინც უხილავს ან მოუსმენია რაღაც არარსებული, ხოლო დედამიწის მცხოვრებთა 3% ასეთ მოვლენებს რეგულარულად აკვირდება, ამასთან ისინი სავსებით სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრობენ”.
მკვლევარების აზრით, საქმე იმაშია, რომ კოფეინს შეუძლია სტრესის ფიზიოლოგიური ეფექტები გააძლიეროს. სტრესულ მდგომარეობაში ორგანიზმი გამოყოფს დაძაბულობის ჰორმონს - კორტიზოლს. სტრესის დროს კოფეინის მიღების ფონზე კორტიზოლი ბევრად მეტი რაოდენობით გამოიყოფა. სწორედ კორტიზოლის მომატებულ რაოდენობას უკავშირებენ მეცნიერები მხედველობითი ჰალუცინაციების გაძლიერებას.
უფრო ადრე ჩატარებულმა კვლევებმა წინა პლანზე გადმოწია ”არარსებულის დანახვისა და გაგონების” განვითარების ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ბავშვობის ასაკის ფსიქოლოგიური ტრავმები. ეს ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმის ფიზიოლოგიური მექანიზმების ფუნქციონირებაზე. მკვლევარები დარემიდან თვლიან, რომ მათ მოახერხეს აღმოეჩინათ კავშირი ჰალუცინაციებსა და გარკვეული საკვების მიმართ ადამიანების უპირატეს განწყობას შორის. ასეთი კავშირის უკეთ გაგების შემთხვევაში დიეტის კორექციის გზით შესაძლებელი გახდება ჰალუცინაციების მქონე ადამიანებისათვის დახმარების გაწევა.

http://infox.ru

2009.01.14


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006