logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    რატომ გახშირდა აბორტები?

ოჯახის დაგეგმვის მეთოდების შესახებ საუბარს საზოგადოება კარგა ხანია მიეჩვია. თუმცა, საზოგადოების ნაწილს იგი მაინც ოჯახის შექმნის გადავადება-გადმოვადების პროცესად მიაჩნია. რა თქმა უნდა, ასე არ არის და თუ დემოგრაფებს დავუჯერებთ, უკეთესიც იქნება, რეპროდუქციულ ასაკში მყოფი წყვილები ისე გეგმავდნენ სასურველ შვილთა რაოდენობას ოჯახში, რომ ქალბატონები იმაზე მეტ შვილებს აჩენდნენ, ვიდრე აბორტს იკეთებენ.
როგორც დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა გიორგი წულაძემ აღნიშნა, დღემდე აიგივებენ ოჯახის დაგეგმვას კონტრაცეპტივების გამოყენებასთან. რეალურად კი ამ ტერმინის ქვეშ მოიაზრება ოჯახში ბავშვთა გარკვეული რაოდენობის ყოლა, იმ რაოდენობისა, რამდენსაც რეალურად გეგმავს ოჯახი. ეს ცნება შედარებით ახალია, თუმცა, საქართველოში უკვე მეთვრამეტე საუკუნიდან ხდებოდა ოჯახის დაგეგმვის მეთოდების გამოყენება, რა თქმა უნდა, თანამედროვე კონტრაცეპტივთა გარეშე. დასავლეთ ევროპაშიც მეთვრამეტე საუკუნის ბოლოდან დაიწყეს ოჯახის დაგეგმვა, ანუ აჩენდნენ არა იმდენს, რამდენიც ბიოლოგიურად შეიძლება იყოლიოს ადამიანმა, არამედ იმდენს, რამდენიც აღზრდის საშუალებაც გააჩნია.
მოკლედ, აღზრდა-განათლების მიცემის აუცილებლობას რომ თავი დავანებოთ, ოჯახის დაგეგმვა დღემდე რჩება აბორტის საწინააღმდეგოდ მიმართულ ღონისძიებად. თავის დროზე სამედიცინო წრეებში გამოუჩნდნენ გულშემატკივრები აბორტებს საქართველოში და კონტრაცეპტივთა უკუჩვენებებზე ლამის მითების შეთხზვა დაიწყო. ისევ დასავლეთელი დონორების აგიტაცია-პროპაგანდამ და უფასოდ გავრცელებულმა კონტრაცეპტივებმა იმარჯვა, თორემ გინეკოლოგებს აბორტის მსურველი ქალების რიცხვი არაფრით შეუმცირდებოდათ. დღეისათვის, მართალია გარკვეულწილად ჩაანაცვლა აბორტი კონტრაცეფციამ, თუმცა, ზოგიერთი ოჯახისთვის მაინც რჩება იგი არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების ერთადერთ საშუალებად.
წულაძის თქმით, 2005 წელს ჩატარებულმა ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლვევამ ცხადყო, რომ მოსახლეობაში კონტრაცეპტივების მოხმარებამ იმატა, მაგრამ კონტრაცეფციული რევოლუცია ჯერ არ მომხდარა, რადგან აბორტი კვლავ რჩება ოჯახის დაგეგმვის ერთ-ერთ მეთოდად.
აქვს თუ არა რაიმე გავლენა ოჯახის დაგეგმვის მეთოდებს შობადობის მატება-არმატებაზე? როგორც სპეციალისტები ამბობენ, დემოგრაფიულ "აფეთქებას" კონტრაცეპტივის გამოყენება-არგამოყენება ვერ გამოიწვევს. თუმცა, მისმა გავრცელებამ შეიძლება შეამციროს აბორტის გართულებებით გამოწვეული პირველადი ან მეორადი უშვილობა.
- დღეს, საქართველოში, ქალბატონები ცხოვრების მანძილზე, საშუალოდ უფრო მეტ აბორტს იკეთებენ, ვიდრე შვილს აჩენენ. სასურველია კონტრაცეპტივთა გამოყენებამ ისეთ დონეს მიაღწიოს, რომ ერთი ქალისათვის აბორტების რაოდენობა არ სჭარბობდეს დაბადებულ ბავშვთა რაოდენობას, - ამბობს ბ-ნი წულაძე.
დემოგრაფიული განვითარების კანონზომიერებიდან გამომდინარე, სულ უფრო მეტად უახლოვდება ერთმანეთს სასურველ შვილთა და რეალურად გაჩენილ ბავშვთა რაოდენობა. სამწუხარო ის არის, რომ სასურველ შვილთა რაოდენობა მცირდება და თუ მეოცე საუკუნის 80-90-იან წებში საშუალოდ სამი შვილი მაინც იყო სასურველი ქართულ ოჯახებში, დღეს ორი ან მხოლოდ ერთ შვილი მიიჩნევა სასურველად.
დემოგრაფებს თუ დავუჯერებთ, საყოფაცხოვრებო პირობების სიავკარგე სულ უფრო ნაკლებად ახდენს გავლენას ბავშვთა ყოლის მოთხოვნილებაზე. ნაკლებად შეძლებულ ოჯახებში ხშირად უფრო მეტი შვილი იზრდება, ვიდრე შეძლებულ და მდიდარ ოჯახებში. სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი ფინანსური დახმარებაც კი ვერ უცვლის აზრს ახალგაზრდა წყვილებს ბევრი შვილი იყოლიონ და დემოგრაფიული პოლიტიკის გატარებაში მხარი დაუჭირონ ხელისუფლებას. მართალია, საქართველოში ასეთი რამ არ მომხდარა, მაგრამ ევროპაში სცადეს და ბევრი არაფერი გამოუვიდათ. ახალგაზრდა ოჯახების ფინანსურმა დახმარებამ ვერ გაზარდა ბავშვთა რაოდენობა მარტივი აღწარმოებისათვის სასურველ დონემდე.
ევროპას რომ თავი დავანებოთ, საქართველოში ფაქტად რჩება ის, რომ სამშვილიანობა და ლამის ორშვილიანობაც კი პოპულარული აღარ არის. დემოგრაფიული გამოცდილება ამბობს, რომ ამ პროცესს ვერც ფინანსური წახალისება შემოაბრუნებს და ვერც ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ქვეყანაში. თანამედროვე ქალს შვილებისთვის მით უმეტეს, სამი და ოთხი შვილისთვის აღარ სცალია, არ აქვს მნიშვნელობა, ქართველი იქნება ის, ოსი თუ აფხაზი. კარგა ხანია ქართველი მანდილოსნები გაცილებით ნაკლებ შვილებს აჩენენ, ვიდრე მარტივი აღწარმოებისთვის, თაობათა შენაცვლებისათვის არის საჭირო.
როგორც დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტში ამბობენ, ახალგაზრდულ ასაკშიც კი გვიანია ზემოქმედება სასურველ შვილთა რაოდენობის ფორმირებაზე. საქართველოში უკვე მეორე შვილის ყოლა ხდება წასახალისებელი და არა მესამე და მომდევნო შვილისა. თუ დემოგრაფებს დავუჯერებთ, ბავშვთა ყოლის მოთხოვნილების ამაღლება მცირე სასკოლო ასაკში უნდა დაიწყოს. სხვაგვარად შობადობის მატების ხელშეწყობა შეუძლებელი იქნება.

მერი ნამორაძე

http://www.opentext.org.ge/akhalitaoba

2008.12.16


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006