logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სიმსუქნემ ამერიკელი ბავშვები მოხუცებად აქცია

10 წლის მსუქანი ამერიკელი ბავშვის სისხლძარღვები არ განსხვავდება მისი 45 წლის მშობლის სისხლძარღვებისაგან. არტერიების მდგომარეობა ასახავს ადამიანის რეალურ ასაკს. ამრიგად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით, ჭარბი წონის მქონე ბავშვები დიდად არ განსხვავდებიან მოზრდილებისაგან. სიმსუქნე მნიშვნელოვნად ზრდის ბავშვთა სიკვდილიანობის რისკს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო. ასეთი დასკვნა გაჟღერდა მოხსენებაში, რომელიც გაკეთდა ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციის ბოლო კონფერენციაზე.
ეკგ-ს დახმარებით გამოკვლეული იქნა 10-16 წლის ასაკის მქონე 70 ბავშვი, რომელთაგანაც ყველას ჰქონდა სულ მცირე, ჭარბი წონა და სისხლში ქოლესტერინის მომატებული დონე. მათი კარდიოგრამები შედარებული იქნა 45 წლის ასაკის მოზრდილების კარდიოგრამებთან, რომლებსაც არ აღენიშნებოდათ ჭარბი წონა. როგორც მკვლევარებმა გამოარკვიეს, ეს კარდიოგრამები პრაქტიკულად იდენტური იყო. ბევრი მათგანის სისხლძარღვებში ნანახი იყო წარმოქმნილი თრომბები. ამ ბავშვების ”სისხლძარღვოვანი ასაკი” 30 წლით აღემატებოდა მათ ბიოლოგიურ ასაკს.
”10 წლის ასაკშიც კი შეიძლება აღმოჩენილი იქნას ბავშვები, რომელთა სისხლძარღვთა მდგომარეობა მეტყველებს, რომ ისინი 30 ან 40 წლისანი არიან”, - ამბობს კანზას-სიტის ბავშვთა საავადმყოფოს სპეციალისტი დოქტორი გიტა რაგხავერი, რომელიც ზ.ა. კონფერენციაზე წარდგა, როგორც მოხსენების ერთ-ერთი თანაავტორი. მისი მონაცემებით, ყოველ მესამე ამერიკელ ბავშვს აქვს ჭარბი წონა, ხოლო ყოველი მეხუთე დაავადებულია სიმსუქნით.
”სიმსუქნე არ ინდობს არც ბავშვს და არც მოზარდს”, - ხაზგასმით აღნიშნავს კოლორადო-დენვერის უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი რობერტ ეკკელი. მან მსუქან ბავშვებს ურჩია, მიეღოთ მედიკამენტები, რომლებიც აქვეითებენ ქოლესტერინის დონეს სისხლში.
ამასთან ერთად, ამერიკელი მედიკოსები აღიარებენ, რომ აშშ-ში სიმსუქნემ მიაღწია ეპიდემიის მასშტაბებს. 1991 წლის მონაცემებთან შედარებით, ჭარბი წონის მქონე ქვეყნის მაცხოვრებელთა რაოდენობა 60%-ით გაიზარდა. მოხსენებაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში ”Journal of the American Medical Association”, ნათქვამია, რომ თითქმის ყოველ მეხუთე ამერიკელს აქვს ჭარბი წონა, ხოლო გასუქებული ამერიკელების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება 5%-ით.
1990 წლიდან 1998 წლამდე 33%-ით გაიზარდა დიაბეტით დაავადებულთა რიცხვიც, რაც მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული სიმსუქნესთან. ყოველწლიურად 300 ათასი ამერიკელი იღუპება იმ დაავადებების გამო, რომლებიც დაკავშირებულია ჭარბ წონასთან.

http://Infox.ru

2008.12.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006