logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ქიმიკოსები კვალავენ გზას გენური თერაპიისაკენ

ქიმიკოსების ახალ აღმოჩენებს შეუძლიათ გაზარდონ ღეროვანი უჯრედების თერაპიული გამოყენების შესაძლებლობები. ზოგიერთი ასეთი გამოკვლევა წარმოდგენილია ამერიკის ქიმიური საზოგადოების სიმპოზიუმზე ”უახლესი განვითარებადი ტექნოლოგიები: ღეროვანი უჯრედები”, რომელიც მიმდინარეობდა სექტემბერში სან-ფრანცისკოში საზოგადოების 232-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში. აი რამოდენიმე მოხსენების მოკლე შინაარსი:
მოზრდილ ღეროვან უჯრედებს გააჩნიათ უფრო ფართო შესაძლებლობები, ვიდრე ეს ადრე ითვლებოდა. მეცნიერებმა ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტიდან აღმოაჩინეს, რომ ძვლის ტვინის ჰემოპოეტურ ღეროვან უჯრედებს, მეგაკარიოციტებს, შეუძლიათ შეცვალონ თავისი განვითარების პროგრამა. ადამიანის ჰემოპოეტური ღეროვანი უჯრედებისაგან მიღებული მეგაკარიოციტები (ძვლის ტვინის უჯრედები, რომელთაგანაც ნორმაში ვითარდება თრომბოციტები) გადაპროგრამებულნი იქნენ თეთრი სისხლის იმუნური უჯრედებთან ახლომდგომი ნეიტროფილების მსგავს უჯრედებად. მეცნიერების მიერ დამუშავებული მეთოდიკა, მიმართული ასეთი დიფერენცირებისაკენ, შეიძლება გამოყენებულ იქნას საჭირო ტიპის მოზრდილი ღეროვანი უჯრედების მისაღებად.
მკვლევარებმა პენსილვანიის უნივერსიტეტიდან (University of Pennsylvania) დაამტკიცეს, რომ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს, რომელიც განსაზღვრავს ღეროვანი უჯრედების შემდგომ ბედს, წარმოადგენს მათი მიკროგარემოცვის ფიზიკური თვისებები. ექსპერიმენტის დროს ძვლის ტვინიდან მიღებული მეზენქიმური ღეროვანი უჯრედების გამოზრდა ხდებოდა რბილი, მაგარი და შუალედური კონსისტენციის პოლიმერულ ჰიდროგელებზე. შემდგომ, უჯრედების ფორმისა და სპეციფიკური ცილოვანი მარკერების მიხედვით განისაზღვრებოდა უჯრედების ტიპები, რომლებშიც ხდებოდა უჯრედების დიფერენცირება. აღმოჩნდა, რომ რბილ გელზე (მიკროგარემოცვა მსგავსია თავის ტვინში არსებულ გარემოსთან) ისინი უმეტესად ნერვულ უჯრედებს იძლევიან. საშუალო სიმკვრივის გელზე - მუსკულატურის უჯრედებს, ხოლო მყარზე - ძვლოვან ქსოვილს. ეს ნაშრომი ღეროვანი უჯრედების დიფერენცირების მართვის ახალ შესაძლებლობებს იძლევა.
”გაწელილი” ღეროვანი უჯრედები შეიძლება ტრანსფორმირდეს სისხლძარღვოვან უჯრედებად. უკვე მრავალი წელია, მეცნიერები ეძიებენ უჯრედების წყაროს შემდგომში ქსოვილოვან ინჟინერიაში სისხლძარღვების შესაცვლელად გამოსაყენებლად, მაგალითად პროტეზირებისათვის შუნტირების ოპერაციის დროს. მკვლევარებმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან (University of California, Berkeley) აჩვენეს, რომ მოზრდილი ძვლის ტვინიდან მიღებული მეზენქიმური ღეროვანი უჯრედები შეიძლება მრავალჯერადად და მუდმივად გაიწელოს, რის შედეგადაც ისინი დიფერენცირდებიან სისხლძარღვების გლუვკუნთოვან უჯრედებად. ეს უჯრედები შეიძლება შეიკუმშოს და გაიწელოს და შეიძლება გამოყენებულ იქნას ტრენაჟორულ იმპლანტატად შუნტირებისათვის.

http://Cmbt.su

2006.09.21


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006