logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ნაპოვნია აივ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდის წარუმატებლობის შესაძლო მიზეზი

ფრანგმა და შვეიცარიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის შედეგების მიხედვით აიხსნება იმ ვაქცინის კლინიკური გამოცდის წარუმატებლობა, რომელიც ითვლებოდა ყველაზე პერსპექტიულად აივ-ინფექციის პროფილაქტიკაში. მეცნიერებმა შეძლეს იმ პირობების წარმოჩენა, რომელთა გამოც ექსპერიმენტულმა პრეპარატმა არათუ შეამცირა, არამედ გაზარდა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირების რისკი.
Merck & Co-ს მიერ შექმნილი, STEP სახელწოდებით ცნობილი ვაქცინის კლინიკური გამოცდა ნაადრევად შეწყდა გასული წლის სექტემბერში. წინასწარი შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ აივ-ინფიცირების რისკი მნიშვნელოვნად იზრდებოდა კვლევის მონაწილეებში, რომლებსაც გააჩნდათ ადენოვირუსი-5-ის წინააღმდეგ მიმართული ანტისხეულები.
სწორედ ამ ვირუსის სუსტი ვერსია იყო გამოყენებული ვაქცინაში ვექტორის სახით, რათა მომხდარიყო აივ-ის ცალკეული გენების შეყვანა პაციენტის უჯრედებში.
ლოზანისა და მონპელიეს უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი შეეცადა წარმოეჩინა ადამიანის იმუნური სისტემის უჯრედებში ზ.ა. ვაქცინის შეყვანის შესაძლო უარყოფითი შედეგები.
როგორც აღმოჩნდა, უჯრედების კულტურები, რომლებიც შეიცავდნენ ანტისხეულებს ადენოვირუსის მიმართ, ვაქცინის შეყვანაზე რეაგირებდნენ CD8 ლიმფოციტების რაოდენობის სწრაფი ზრდით. ვინაიდან ეს უჯრედები ითვლებიან ადამიანის იმუნოდეფიციტის სამიზნედ, მათი რიცხვის ზრდას თეორიულად უნდა მოყოლოდა ინფიცირების რისკის ზრდაც აივ-თან კონტაქტის შემდეგ.
დამატებითმა ექსპერიმენტებმა დაამტკიცეს ეს ვარაუდი: უჯრედების იმ კულტურებში, რომლებსაც გააჩნდათ ანტისხეულები ადენოვირუსი-5-ის მიმართ, აივ-ის გავრცელების სიჩქარე 3-ჯერ აღემატებოდა ამ ანტისხეულების არმქონე კულტურებში ვირუსის გავრცელების სიჩქარეს.
კვლევის ავტორების აზრით, მიღებული მონაცემები მოწმობენ იმაზე, რომ ექსპერიმენტული ვაქცინა მართლაც ზრდის აივ-ით ინფიცირების ალბათობას იმ ადამიანებში, რომლებსაც ადრე ჰქონდათ კონტაქტი პრეპარატში გამოყენებულ ადენოვირუსთან.
ზოგიერთი ექსპერტი ეჭვქვეშ აყენებს იმას, რომ უჯრედების კულტურებზე ჩატარებული ცდები ადეკვატურად ასახავდნენ იმ პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობდა პაციენტთა ორგანიზმში. ამიტომ კვლავაც არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ აივ-ინფექციის ახალი შემთხვევების გაზრდილი რიცხვი, რომელიც დაფიქსირდა STEP ვაქცინის კლინიკური კვლევის მონაწილეებში, განპირობებული იყო სხვა მიზეზებით, მაგ. სტატისტიკური შეცდომით.

http://www.medlinks.ru

2008.11.07


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006