logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    კოფეინის სულ მცირე რაოდენობაც კი გავლენას ახდენს ნაყოფზე

ინგლისელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორსულ ქალებში, რომლებიც იღებენ კოფეინს, თუნდაც ეს იყოს მხოლოდ 1 ფინჯანი ყავა დღეში, მომატებულია დაბალი წონის მქონე ახალშობილის გაჩენის რისკი. ნაყოფის ზრდის შეფერხება ასევე შესაძლოა გამოწვეულ იქნას კოფეინით, რომელიც შედის ჩაის, შოკოლადისა და ზოგიერთი წამლის შემადგენლობაში. ახალი კვლევის მონაცემები კიდევ ერთხელ ამტკიცებენ იმას, რომ მიღებული კოფეინის რაოდენობა პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით თუ საუბარია ორსულ ქალზე და მის მომავალ ბავშვზე.
მიმდინარე წლის იანვარში აშშ მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ორსულებში, რომლებიც იღებდნენ 2 ფინჯანზე მეტ ყავას დღეში, ორჯერ უფრო მაღალი იყო ნაყოფის მოწყვეტის რისკი იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც არ მიირთმევდნენ ამ სასმელს.
დაბალი წონით დაბადებულ ბავშვებში გაცილებით ხშირია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების გაჩენა, მათ შორის მოზრდილ ასაკში ჰიპერტონიის, შაქრიანი დიაბეტის და გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარება.
იმ ქალებში, რომლებიც იღებენ 1-2 ფინჯან ყავას დღეში, (100-199მგ კოფეინი), დაბალი წონის მქონე ნაყოფის დაბადების რისკი 20%-ით მატულობს.
მკვლევარები ურჩევენ ქალებს – შეზღუდონ კოფეინის მოხმარება ნაყოფის ჩასახვამდე და ორსულობის განმავლობაში.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 2 645-მა ორსულმა, რომელთა საშუალო ასაკი შეადგენდა 30 წელს. ისინი დღეში საშუალოდ 159მგ კოფეინს იღებდნენ (ოფიციალურად დიდ ბრიტანეთში რეკომენდებულია არაუმეტეს 200მგ-ის მიღება).
დადგინდა, რომ იმ ქალებში, რომლებიც დღეში 200-299მგ კოფეინს იღებენ (2-3 ფინჯანი ყავა), 50%-ით მატულობს დაბალი წონის მქონე ახალშობილის დაბადების რისკი.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, კოფეინის სულ მცირე რაოდენობაც კი ზიანს აყენებს ნაყოფს, ამიტომ სასურველია, თუ ორსული ქალები არ მიიღებენ 100მგ-ზე მეტ კოფეინს დღეში. მკვლევარები ზუსტად ვერ ასახელებენ კოფეინის იმ რაოდენობას, რომელიც უსაფრთხოა ნაყოფის განვითარებისათვის, ამიტომ სასურველია, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს მისი მიღება ორსულობისას. თუმცა, ისიც ცხადია, რომ ადამიანები სრულად ვერ იტყვიან უარს კოფეინზე, განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა, პროფ. ჯასტინ კონჟემ.

http://www.medlinks.ru

2008.11.05


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006