logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    10 ფაქტი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შესახებ

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) და მათთან დაკავშირებული გართულებები იმ ხუთ ძირითად მიზეზთა შორისაა, რომლის გამოც მოზარდები ყველაზე ხშირად საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას განვითარებად ქვეყნებში. სგგი ხელს უწყობს ქრონიკული დაავადებების, შიდსის, ორსულობის გართულებების, უნაყოფობისა და საშვილოსნოს ყელის სიმსივნის განვითარებას. ამ ფაქტების ერთობლიობა გამოხატავს სგგი-ის შედეგების სიმწვავეს და სახავს მისი გავრცელების შეჩერების გზებს.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გამოწვევა ხდება 30 სხვადასხვა ბაქტერიით, ვირუსითა და პარაზიტით. იგი ფართოდ ვრცელდება სქესობრივი კონტაქტით.
სგგი-ის მიმართ საპასუხო ზომების სახით ჯანმო და მისი პარტნიორები აწარმოებენ გლობალური პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებებს.

1. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები უმეტესად ვრცელდება დაინფიცირებული პირიდან სქესობრივი კონტაქტის შედეგად. ინფექცია შეიძლება გადაეცეს დედიდან შვილს ორსულობის ან მშობიარიობის დროს. ინფექციის გადაცემის სხვა გზას წარმოადგენს სისხლის შემცველების გამოყენება ან ქსოვილების გადანერგვა. სგგი-ით გამოწვეულ დაავადებებს შორისაა სიფილისი, შიდსი და საშვილოსნოს ყელის კიბო.
2. სგგი ხშირად მიმდინარეობს სიმპტომების გარეშე, განსაკუთრებით ქალებში. ამიტომ კაცებმა და ქალებმა, რომელთაც ჰქონდათ სქესობრივი კავშირი სგგი-ის სიმპტომების მქონე პარტნიორებთან უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც კი. დადასტურებული ან საეჭვო დიაგნოზის დროს უნდა ჩატარდეს ეფექტური მკურნალობა გართულებების თავიდან აცილების მიზნით.
3. სგგი არაპროპორციულად ვნებს ქალებსა და მოზარდ გოგონებს. ყოველწლიურად 20 მოზარდი გოგონადან ერთი ბაქტერიულ ინფექციას იძენს სქესობრივი კონტაქტის გზით. დაინფიცირების ასაკი სულ უფრო ახალგაზრდავდება. მოზარდებს შორის სგგი-სა და მის მიმართ პრევენციული ზომების შესახებ ინფორმირებულობისა და ცოდნის გაზრდა უნდა იყოს სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ ყველა სწავლებისა და შესაბამისი ღონისძიებების ნაწილი.
4. სგგი ხშირად იწვევს ფალოპის მილის დაზიანებას, რაც ქალებში უნაყოფობის მიზეზია. ქალების 10-დან 40%-ში არანამკურნალები ქლამიდიური ინფექციის შემთხვევაში ვითარდება თეძოს ორგანოების სიმპტომური ანთებითი დაავადებები. ფალოპის მილების პოსტინფექციური დაზიანებები უნაყოფობას იწვევს 30-დან 40%-მდე შემთხვევაში.
5. ორსულობის პერიოდში არანამკურნალები ადრეული სიფილისი მკვდრადშობადობის ყოველი მეოთხე შემთხვევის და ნეონატალური სიკვდილიანობას 14%-ის მიზეზია. აფრიკაში ორსული ქალების 4-დან 15% ტესტირებით სიფილისზეა პოზიტიური. ორსულ ქალებში სიფილისის უფრო ეფექტურ გამოვლენას და დედებიდან შვილებზე დაავადებების გადაცემის პრევენციული ზომების განხორციელებას შეუძლია ყოველწლიურად მხოლოდ აფრიკაში, სავარაუდოდ, 492 000 მკვდრადშობადობის შემთხვევის თავიდან აცილება.
6. სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს შორის სიცოცხლისთვის ერთ-ერთ ყველაზე საშიშს წარმოადგენს ადამიანის პაპილომა-ვირუსი (აპვ). ფაქტიურად საშვილოსნოს ყელის კიბოს ყველა შემთხვევა დაკავშირებულია გენიტალიის ამ ვირუსულ ინფექციასთან. საშვილოსნოს ყელის კიბო სიხშირით მეორე ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა ქალებში, ყოველწლიურად 500 000 ახალი და 250 000 სიკვდილის შემთხვევებით. ინფექციის პრევენციისთვის ახალი ვაქცინის გამოყენება ხელს შეუწყობს საშვილოსნოს ყელის კიბოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობის შემცირება.
7. პრეზერვატივების სწორი და მუდმივი ხმარება წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდს სგგი-ის, მათ შორის აივ-ინფექციის, პროფილაქტიკისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქალების პრეზერვატივები ეფექტური და უსაფრთხოა, ნაციონალურ პროგრამებში მათი გამოყენება უფრო ნაკლებად ხდება მამაკაცების პრეზერვატივებთან შედარებით უფრო მაღალი ღირებულების გამო.
8. პარტნიორების შეტყობინების პროცესი, რაც სგგი-ის მკურნალობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, გულისხმობს პაციენტის სქესობრივი პარტნიორების ინფორმირებას დაინფიცირების საფრთხის შესახებ, რათა მოხდეს მათი დროული გამოკვლევა და მკურნალობა. პარტნიორების შეტყობინებით შესაძლებელია რეინფექციის პრევენცია და ინფექციის ფართოდ გავრცელების შემცირება.
9. სოციალური და ეკონომიკური პირობები, ასევე, ზოგიერთი სქესობრივი უნარ-ჩვევა ზრდის პიროვნების მოწყვლადობას სგგი-ის მიმართ. სგგი-ის ყველაზე მაღალი რისკის მქონე პოპულაციები განსხვავებულია ერთმანეთისგან პირობებით, გამომდინარე ლოკალური კულტურიდან და პრაქტიკიდან. სწორედ ამ პოპულაციებისთვის უნდა გაძლიერდეს ზომები სგგი-ის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის და ერთდროულად განხორციელდეს პოტენციური სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის მინიმიზაცია.
10. სგგი-ის პრევენციისა და კონტროლის დაჩქარების გლობალური სტრატეგია შემუშავდა ჯანმოს მიერ წევრ-ქვეყნებთან და პარტნიორებთან ფართო კონსულტაციის საფუძველზე და შემდგომ მხარდაჭერილი იქნა ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მიერ 2006 წლის მაისში. დაჩქარებისა და ეფექტურობის უზრუნველყოფისთვის ათწლიანი გეგმა მოიცავს ტექნიკურ და პროპაგანდისტულ კომპონენტებს, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს მთელ მსოფლიოში.

http://www.who.int

2008.10.28


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006