logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    რა მოქმედებს სპერმის ხარისხზე?

სპერმის წარმოქმნა მამაკაცის ორგანიზმში იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან და გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში. თვითონ პროცესი მოიცავს დახლოებით 72 დღეს, ხოლო ქალის ორგანიზმში სპერმატოზოიდის სიცოცხლისუნარიანობა და განაყოფიერების უნარი შენარჩუნდება დაახლოებით 2 დღე-ღამე. ეაკულაციის მომენტში სპერმის გადმოსროლის სიჩქარე არის 10-20 მ/წთ.
ჯერ კიდევ 1970-იან წლებში სპერმატოზოიდების კონცენტრაცია 40მლნ/მლ-ში ითვლებოდა უნაყოფობის მიზეზად. 1990-იან წლებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადგინა მინიმალური ზღვარი - 20 მლნ, ხოლო ბრიტანელი მეცნიერების ბოლო პერიოდის გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ 1938 წლიდან სპერმატოზოიდების საშუალო შემცველობა შემცირდა 42%-ით. ამჟამად ექიმებისათვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია არა მათი რაოდენობა, არამედ ხარისხი.
ჯანმრთელი სპერმის თანამედროვე ნორმები ჯანმო-ს მიხედვით:
• სპერმის კონცენტრაცია - არანაკლებ 20 მლნ/მლ;
• სპერმის მოცულობა - არანაკლებ 2 მლ;
• ცოცხალი უნდა იყოს სპერმატოზოიდების არანაკლებ 75%;
• ნორმალური ფორმა უნდა ქონდეს უჯრედების არანაკლებ 30%-ს;
• სწრაფად უნდა მოძრაობდეს სპერმატოზოიდების არანაკლებ 25%;
• საერთოდ მოძრავი უნდა იყოს სპერმატოზოიდების სულ მცირე 50%.
ცუდია ის, რომ სპერმის ხარისხზე გავლენას ახდენს პრაქტიკულად ყველაფერი. კარგია ის, რომ ყველაფერი გამოსწორებადია.
კვერცხუჯრედებისაგან განსხვავებით, რომლებსაც ქალის ორგანიზმში ჯერ კიდევ მის დაბადებამდე ეყრება საფუძველი, სპერმის მოწიფება მუდმივად მიმდინარეობს. მეცნიერების უმრავლესობის აზრით, სპერმის ფერტილობის უნარის გასაუმჯობესებლად საკმარისია ცხოვრების წესის შეცვლა ორი-სამი თვითაც კი.

8 ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს სპერმის ხარისხზე
1. ქიმია - იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც ყველაზე მეტად მოქმედებს ნეგატიურად სპერმის ხარიხზე, სახელდება ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები. მარიხუანას, კოკაინს და ჰეროინს შეუძლიათ სპერმატოზოიდების კონცენტრაციის დაქვეითება 50%-მდე, ხოლო მათი ხანგრძლივი მოხმარება შეიძლება გახდეს უნაყოფობის მიზეზი. სპერმის ხარისხზე ასევე ცუდად მოქმედევს ანაბოლური სტეროიდები, რომლებიც აქვეითებენ უჯრედების მოძრაობის უნარს და სიცოცხლისუნარიანობას.
2. სქესობრივი გზით გადამცემი დაავადებები ასევე ხშირად არის უნაყოფობის მიზეზი. მაგ. ქლამიდიოზის არსებობა მამაკაცებში ჩასახვის შანსს ამცირებს 33%-ით. სამწუხაროდ სქესობრივი ინფექციები მამაკაცებში ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომაც რეგულარული გამოკვლევა შესაძლებელს ხდის, დროულად იქნას დადგენილი ესა თუ ის ინფექცია, თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი პრობლემები.
3. ეკოლოგია - ამერიკელი მეცნიერები ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ, თუ რამდენად სერიოზულ გავლენას ახდენს დაბიძურებული ჰაერი. მეცნიერები იუტას შტატიდან მივიდნენ იმ აზრამდე, რომ დაბიძურებული ჰაერი აქვეითებს სპერმატოზოიდების მოძრაობის სისწრაფეს. მეორეს მხრივ, შედეგებმა აჩვენა, რომ არ არსებობს ამ მხრივ სერიოზული შეშფოთების მიზეზი.
4. გადახურება - გავრცელებული აზრია, რომ მაღალი ტემპერატურა მოქმედებს ფერტილობაზე, თუმცა სპეციალისტები ქალაქ პორტლანდის სამედიცინო ცენტრიდან (ორეგონას შტატი) თვლიან, რომ ცხელ აბაზანას ან საუნას არ შეუძლია რაიმე სერიოზული გამოსავალის გამოწვევა, თუკი მათ ზედმეტად ხშირად არ გამოიყენებენ. ამის მიუხედავად, ხანგრძლივი გადახურება მართლაც შეიძლება გახდეს ნეგატიური შედეგების მომტანი. ექიმები არ ურჩევენ მამაკაცებს ნოუტბუკების მუხლებზე დადებას, მჭიდრო თბილი საცვლების ტარებას, ასევე იმ პროფესიების არჩევას, რომლებიც დაკავშირებულია დიდხანს ჯდომასთან, მაგ ავტომანქანის მართვის დროს. ეს ასევე უწყობს ხელს გადახურებას.
5. ინტელექტი - ჯეფრი მილერმა ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტიდან ამ ცოტა ხნის წინათ აღმოაჩინა, რომ ინტელექტის მაჩვენებლებს პირდაპირი კავშირი აქვს სპერმის ხარისხთან. ასეთ დასკვნამდე ის მივიდა შემთხვევით, როდესაც შეისწავლიდა ვიეტნამის ომის ვეტერანთა ჯანმრთელობას. კვლევის დროს ხდებოდა მონაცემების შეკრება სხვადასხვა ფიზიკური და ფსიქოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით, მათ შორის შეისწავლიდნენ სპერმის ანალიზსაც. ტესტებმა აჩვენა, რომ ინტელექტუალურად განვითარებულ მამაკაცებს სპერმის გამოკვლევის შედეგებიც უკეთესი აღმოაჩნდათ.
6. კვება - С ვიტამინის, ცინკის, ასევე В12 და Е ვიტამინების ნაკლებობა ასევე შეიძლება ახდენდეს გავლენას სპერმატოზოიდების აქტივობაზე.
7. ზედმეტი წონა - აქამდე არ არსებობს ერთიანი აზრი ფერტილობაზე ზედმეტი წონის ზეგავლენის შესახებ. 2008 წლის ზაფხულში აბერდინის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ სხეულის მასის მაღალი ინდექსის მქონე მამაკაცების სპერმა მეტი რაოდენობით ანომალურ სპერმატოზოიდებს შეიცავს. ამის მიუხედავად, სპერმატოზოიდების აქტივობაზე და კონცენტრაციაზე ზედმეტი კილოგრამები არ მოქმედებს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ დანიელი მეცნიერები, რომლებიც იუწყებიან, რომ მართალია, ჭარბი წონა იწვევს სასქესო ჰორმონების კონცენტრაციის დაქვეითებას, მაგრამ ამ დროს არ იცვლება სპერმის მაჩვენებლები.
8. ტრავმები - მართალია, მეცნიერები ყოველთვის მიესალმებიან ჯანსაღი ცხოვრების წესს, მაგრამ ზოგიერთი სახის ფიზიკური დატვირთვა უარყოფითად მოქმედებს სპერმის ხარისხზე, მაგ. ველოსპორტის დროს ადგილი აქვს სათესლე ჯირკვლების ხშირ მცირე ტრავმებს, რაც იწვევს სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარის დაქვეითებას.
9. მობილური ტელეფონები - ეს საკითხი მრავალ მეცნიერს აღელვებს. სპეციალისტებმა კლივლენდის კლინიკიდან ჩაატარეს რამოდენიმე კვლევა. ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს მათ დააწყვეს 32 მამაკაცის სპერმის ნიმუშები ლაპარაკის რეჟიმში ჩართული მობილური ტელეფონების გვერდით. ერთი საათის შემდეგ სპერმატოზოიდების სიცოცხლისუნარიანობა მკვეთრად დაქვეითდა. იგივე მეცნიერების მიერ ჩატარებულმა მეორე კვლევამ აჩვენა, რომ მობილური ტელეფონის გამოყენება დღეში 4 საათზე მეტ ხანს სერიოზულად აუარესებს სპერმის ხარისხს. მართალია, მეცნიერები თვლიან, რომ საჭიროა უფრო მეტი კვლევის ჩატარება ამ საკითხის შესასწავლად, მაგრამ ისინი ურჩევენ მამაკაცებს, არ ატარონ მობილური ტელეფონები შარვლის წინა ჯიბეში და უფრო ხშირად გამოიყენონ hands-free გარნიტურები.

http://medportal.ru

2008.10.27


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006