logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მედიკოსებმა დაადგინეს კავშირი დიაბეტის დიაგნოზსა და ტუბერკულოზის განვითარების მაღალ ალბათობას შორის

ტეხასის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში არსებობს სასუნთქი სისტემის ვირუსებით ინფიცირების მაღალი რისკი, რაც საფრთხეს უქმნის ისედაც დასუსტებულ იმუნურ სისტემას და აზიანებს ფილტვებს. ერთობლიობაში კი, ამ ორივე დაავადების მკურნალობა გაცილებით რთულია.
ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს, რომ მე-2 ტიპის დიაბეტი წარმოადგენს ტუბერკულოზის სიმპტომების ფორმირების ერთ-ერთ მთავარ რისკს-ფაქტორს. მსგავსი ასოციაცია დაფიქსირდა აშშ-ში, მექსიკასა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში.
მეცნიერების აზრით, დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, შაქრის ქრონიკულად მაღალ დონეს მივყავართ ტუბერკულოზის მიმართ არასათანადო იმუნურ პასუხამდე. ასეთ ავადმყოფებში ხშირად ვითარდება ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატებისადმი მდგრადობა. სწორედ იმუნურ სისტემაში წარმოქმნილი დარღვევები განაპირობებს დიაბეტიკების ასეთ მგრძნობელობას სასუნთქი გზების ინფექციებისადმი, ვარაუდობენ ექიმები. ორივე დაავადების ერთდროული არსებობა ხასიათდება ანთებითი მარკერის – ციტოკინ-1-ის გააქტიურებით და სისხლში შაქრის უკონტროლო მატებით, რაც უარყოფითად აისახება იმუნიტეტის ფუნქციებზე და აზიანებს ნერვებს, სისხლძარღვებს და თვალის ბადურას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, მსოფლიოში 180მლნ ადამიანი დაავადებულია დიაბეტით. მოსალოდნელია, რომ 2030 წლისათვის ეს რიცხვი გაორმაგდება. ამას გარდა, ტუბერკულოზით დაავადებული ყოველი ადამიანი ყოველწლიურად აინფიცირებს 10-15 სხვა ადამიანს. საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ, აღმოფხვრან ტუბერკულოზი 2050 წლისათვის. თუმცა, ექსპერტების პროგნოზით, 20 წელიწადში მსოფლიოში 336მლნ ადამიანი იქნება დაავადებული შაქრიანი დიაბეტით. შესაბამისად, დიაბეტიკების მკურნალობა ამ შემთხვევაში ძალზე გართულდება.

http://www.medlinks.ru

2008.10.20


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006