logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    D ვიტამინის როლი კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში

აშშ მკვლევარებმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან განაცხადეს, რომ D ვიტამინი შეუცვლელია კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და გარდა იმისა, რომ ის ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს ძვლის დაავადებებთან (რაქიტი, ოსტეოპოროზი) საბრძოლველად, მას აგრეთვე გააჩნია კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი ადამიანის ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარი, პროფ. ენტონი ნორმანი დარწმუნებულია, რომ D ვიტამინის პოტენციალი ვრცელდება ძლიერი იმუნიტეტის შენარჩუნებაზე, ინსულინის სეკრეციის რეგულირებაზე, სისხლის წნევის სტაბილიზაციაზე, პანკრეასის, გულისა და კუნთოვანი სისტემის სწორ მუშაობაზე, ავთვისებიანი წარმონაქმნებისგან ორგანიზმის დაცვასა და ტვინის აქტივობაზე. გარდა ამისა, პროფ. ნორმანმა შეადგინა ჩამონათვალი, რომელშიც შედის 36 ორგანო. ყველა ამ ორგანოს ქსოვილები რეაგირებენ D ვიტამინის დონეზე. ჩამონათვალი მოიცავს: ძვლის ტვინს, სარძევე ჯირკვალს, მსხვილ ნაწლავს, ნაწლავებს, თირკმელებს, ფილტვებს, პროსტატას, თვალის ბადურას, კანს, კუჭს, საშვილოსნოს და ა. შ. მკვლევარის აზრით, D ვიტამინის დეფიციტი უარყოფითად აისახება ყველა ამ ორგანოს მუშაობაზე და ამ დეფიციტის გავლენის სფერო გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე თავდაპირველად ითვლებოდა.
D ვიტამინი ორგანიზმში სინთეზირდება კანზე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით. თავდაპირველად კანის ქსოვილებში წარმოიქმნება სტეროლი, რომელიც შემდეგ გარდაიქმნება ვიტამინად. მეტაბოლიზმის გზით, D ვიტამინი ღვიძლსა და თირკმელებში გარდაიქმნება ჰორმონებად. მოზრდილი ადამიანისათვის, საშუალო დღე-ღამური დოზა უნდა შეადგენდეს 2000 საერთაშორისო ერთეულს, აცხადებენ ამერიკელი მედიკოსები. თუმცა მსოფლიოს მოსახლეობის 2/3 განიცდის ამ ვიტამინის დეფიციტს. D ვიტამინის დეფიციტი განსაკუთრებით ხშირია განვითარებადი ქვეყნების მაცხოვრებლებში, თუმცა მეგაპოლისების მოსახლეობა ასევე დგას ამ რისკის ქვეშ, ვინაიდან მაღალი შენობები, სადაც ადამიანები ატარებენ უმეტეს დროს, მოკლებულია მზის სხივებს.
ვიტამინები – ეს არის ორგანული ნაერთები, თუმცა ისინი ორგანიზმში არ სინთეზირდება იმ რაოდენობით, რაც საჭიროა ორგანიზმის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, ჩვენ უნდა მივიღოთ ის საკვებიდან ან კვებითი დანამატების სახით. ექიმები გვირჩევენ კვების რაციონის გამდიდრებას რძის პროდუქტებით და თევზით.

http://www.medlinks.ru

2008.10.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006