logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ახალი საშუალება კარიესის თავიდან ასაცილებლად

გერმანელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს კარიესის განვითარების საწინააღმდეგო ახალი საშუალება - საღეჭი რეზინი, რომელიც შეიცავს პრობიოტიკებს, იუწყება ჟურნალი Chemistry and Industry.
პრობიოტიკები - ეს არის ცოცხალი მიკროორგანიზმები, რომლებიც ადამიანის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში საკმარისი რაოდენობით მოხვედრისას დადებით ზეგავლენას ახდენენ ადამიანის ორგანიზმზე. ამ მიკრობებს, კერძოდ კი ლაქტობაქტერიებსა და ბიფიდუმბაქტერიებს შეუძლიათ გამოდევნონ მავნე ბაქტერიები და აღადგინონ მიკროფოლორის დარღვეული ბალანსი. ცოცხალი ბაქტერიებით გამდიდრებული პროდუქტები, კერძოდ იოგურტები, გამოიყენება ნაწლავების დისბაქტერიოზისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ქიმიური კომპანია BASF-ის სპეციალისტებმა პრობიოტიკული ბაქტერიები დაამატეს Lactobacillus anti-caries საღეჭ რეზინში, ასევე კბილების პასტასა და პირის ღრუს სავლებ სითხეში. ამ ბაქტერიებს აქვთ უნარი, ხელი შეუშალონ მავნე სტრეპტოკოკებს
(Streptococcus mutans) კბილის ზედაპირზე მიმაგრებაში და აქვეითებენ მათ კონცენტრაციას.
Streptococcus mutans ხელს უწყობენ კბილების კარიესის განვითარებას: ისინი გარდაქმნიან საკვებით მიწოდებულ შაქარს აგრესიულ მჟავებად, რომლებიც არღვევენ კბილის ემალს.
მკვლევარებმა დაატესტირეს საღეჭი რეზინი ადამიანთა დიდ ჯგუფზე და დაადგინეს, რომ მას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს მავნე ბაქტერიების რაოდენობა, - იუწყება კომპანიის წარმომადგენელი Andreas Reindl. მისი სიტყვებით, კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურეს ახალი პროდუქტის ეფექტურობა. პრობიოტიკ ლაქტობაქტერიის შემცველი პირის ღრუს ჰიგიენის საშუალებების პირველი პარტიის გამოშვება 2007 წლისათვის არის დაგეგმილი.
მიუხედავად ამისა, სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ასეთი საღეჭი რეზინის გამოყენება არ არის კბილების რეგულარულად გაწმენდის შემცვლელი. კარიესის პროფილაქტიკის საუკეთესო მეთოდს წარმოადგენს შაქრის რაოდენობის შემცირება საკვებში, კბილების გამაგრება ფლუორიდებით და კბილების რეგულარული გაწმენდა მასზე არსებული ნადების მოსაცილებლად, - იუწყება ბრიტანეთის სტომატოლოგთა ასოციაციის წევრი Gordon Watkins.
კარიესი ფართოდ არის გავრცელებული. ჯანმო-ს შეფასებით, მსოფლიოში დაახლოებით 5 მლნ ადამიანი არის ამ დაავადების მატარებელი.

http://www.pharmindex.ru

2006.08.22


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006