აქამდე ჩატარებული ექსპერიმენტული და ეპიდემიოლოგიური კვლევების მიხედვით ვარაუდობდნენ, რომ კალციუმსა და D ვიტამინს შეუძლიათ ზემოქმედება იქონიონ არტერიულ წნევაზე, კერძოდ აქვთ მისი დაქვეითების უნარი. ზ.ა. შესასწავლად აშშ-ში ჩატარებული იქნა ფართომასშტაბიანი რანდომიზებული კვლევა და მისი შედეგების მიხედვით, D ვიტამინის და კალციუმის მიღება არ იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას და არ ამცირებს ჰიპერეტონიის განვითარების რისკს პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალებში (Hypertension, 2008).
შესწავლილი იქნა D ვიტამინთან ერთად კალციუმის მიღების ზეგავლენა სისხლის წნევაზე და არტერიული ჰიპერტენზიის დონეზე პოსტმენოპაუზაში მყოფ 36 282 ქალში. ისინი დაყოფილნი იყვნენ ორ ჯგუფად და ყოველდღიურად იღებდნენ 1000 მგ კალციუმს და 400 სე D3 ვიტამინს ან პლაცებოს (ორმაგი ბრმა კვლევა). ხდებოდა არტერიული წნევის ცვლილების შეფასება ჯგუფებში. 17 122 შემთხვევაში ჰიპერტენზია არ აღინიშნა, ჰიპერტენზიის რისკის კოეფიცინეტმა კალციუმსა და D ვიტამინის ერთდროული მიღების შემთხვევაში შეადგინა 1,01. ამრიგად, პოსტმენოპაუზის ასაკის მქონე ქალების ჯგუფში კალციუმისა და D ვიტამინის მიღება არ იწვევდა სისხლის წნევის დაქვეითებას და არ ამცირებდა ჰიპერტონიის განვითარების რისკს.
http://Solvay-pharma.ru
2008.10.10