logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ახალი მეთოდი დაუნის სინდრომის უფრო ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა

აშშ მკვლევარებმა განაცხადეს, რომ შეიმუშავეს ორსულთა ტესტირების ახალი მეთოდი, რომლის საშუალებით დადგინდება, არის თუ არა ემბრიონი დაავადებული დაუნის სინდრომით.
მეთოდი, რომელიც ამჟამად გამოიყენება, არასასურველია იმით, რომ მან შესაძლოა სპონტანური აბორტი ან ნაყოფის დაზიანება გამოიწვიოს.
აშშ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალის თანახმად, ახალი ტესტი შემუშავებულია სტენფორდის უნივერსიტეტში. 18 ორსულის სისხლის ანალიზმა გამოავლინა დაუნის სინდრომის 9 შემთხვევა.
დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვების ორგანიზმში არის 21-ე ქრომოსომის მე-3, დამატებითი ასლი, რომელიც იწვევს ნაყოფის განვითარების ფიზიკურ და გონებრივ დეფექტებს. დედის სისხლში 21-ე ქრომოსომის რაოდენობის ზრდა მიუთითებს ნაყოფის დაუნის სინდრომით დაავადებაზე.
როგორც კვლევის ხელმძღვანელმა, პროფ. სტივენ კვეიკმა განაცხადა, მედიკოსები გეგმავენ დამატებითი კვლევების ჩატარებას უფრო მეტი რაოდენობის ორსულებში.
პროფ. კვეიკის თქმით, ეს პროცედურა რამდენიმე წელიწადში დაინერგება ყველა საავადმყოფოში, ვინაიდან არსებული მეთოდები გაცილებით სახიფათოა ნაყოფისთვის.
ამჟამად არსებული ერთ-ერთი მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დედის საშვილოსნოს ღრუში შეყავთ შპრიცი. აშშ ექსპერტების თანახმად, ამ პროცედურის შემდეგ 100 ქალიდან დაახლოებით ერთს უვითარდება სპონტანური აბორტი. მეორე მეთოდი კიდევ უფრო სახიფათოა, ვინაიდან ნაყოფის დაკარგვის ალბათობა ამ დროს 2-ჯერ იზრდება.
აშშ მკვლევარების აზრით, მათ მიერ შემუშავებული ტესტირების მეთოდი დაუნის სინდრომის გაცილებით ადრეულ სტადიაზე გამოვლენის საშუალებას იძლევა. აქედან გამომდინარე, ქალებს მიეცემათ უფრო მეტი დრო იმის გადასაწყვეტად, შეწყვიტონ თუ არა ორსულობა.

http://www.medlinks.ru

2008.10.08


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006