logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ანტიდეპრესანტები უარყოფით გავლენას ახდენენ მამაკაცის რეპროდუქციის უნარზე

აშშ მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იმ მამაკაცებში, რომლებიც იღებენ ანტიდეპრესანტებს, დაბალია რეპროდუქციის უნარი.
ექსპერიმენტის მსვლელობის დროს, მეცნიერებმა შეისწავლეს 35 ჯანმრთელი მამაკაცის სპერმის ნიმუშები. ყველა მათგანი იღებდა დეპრესიის საწინააღმდეგო პრეპარატებს. ნიმუშების მიკროსკოპში გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ სპერმატოზოიდების მოძრაობა და მათი აქტივობა ანტიდეპრესანტების მიღებამდე და მკურნალობის კურსის დამთავრების შემდგომ პრაქტიკულად ერთნაირი იყო. თუმცა, დნმ-ის ანალიზმა სულ სხვა შედეგი აჩვენა. კერძოდ, ანტიდეპრესანტებით ერთთვიან მკურნალობაზე მყოფი მამაკაცების სპერმაში დნმ-ის დაზიანებული სტრუქტურის მქონე უჯრედების რაოდენობა 30%-ს აღწევდა.
მეცნიერები მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ დაზიანებული უჯრედების გარკვეული რაოდენობა ყოველთვის არსებობს სპერმაში, თუმცა, ანტიდეპრესანტების მიღებამდე ამ უჯრედების წილი კვლევის მონაწილეებში შეადგენდა მხოლოდ 13,8%-ს. ზუსტი პასუხი იმაზე, თუ რამდენად ძლიერ ზეგავლენას ახდენს დეპრესიის საწინააღმდეგო მკურნალობა მამაკაცის რეპროდუქციის უნარზე, ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. თუმცა, იმ პაციენტებზე დაკვირვებამ, რომლებიც გადიოდნენ ხელოვნური განაყოფიერების პროცედურას, გაცილებით დაბალი აღმოჩნდა კვერცხუჯრედის განაყოფიერების შანსი იმ მამაკაცების სპერმატოზოიდებით, რომელთა სპერმა შეიცავდა დნმ-ის დაზიანებული სტრუქტურის მქონე უჯრედთა მნიშვნელოვან რაოდენობას.
შეფილდის უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებლის, პროფ. ალან პეისის აზრით, ამერიკელი მეცნიერების კვლევა ახდენს ანტიდეპრესანტების მიღების “სპორადული ეფექტის” დემონსტრირებას სპერმის ხარისხზე. დნმ-ის დაზიანებული სტრუქტურის მქონე უჯრედების რაოდენობის ზრდა შემაშფოთებელია, თუმცა მეცნიერები ჯერ-ჯერობით ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ რა მაქსიმალური რაოდენობით შესაძლოა იყოს დასაშვები ასეთი უჯრედების არსებობა.
გონებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი ბრიტანული ორგანიზაციის წარმომადგენლის, ბ-ნ ენდრიუ მაკალოკის აზრით, ანტიდეპრესანტებით მკურნალობაზე მყოფ მამაკაცებში განსაკუთრებული საშიშროებები განაყოფიერების მხრივ არ არსებობს. ბ-ნი მაკალოკი აცხადებს, რომ როგორც ყველა ძლიერმოქმედ პრეპარატს, ანტიდეპრესანტებსაც გააჩნიათ გვერდითი ეფექტები, რომელთა ნაწილი ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. აქედან გამომდინარე, იმ პაციენტებს, რომლებსაც სურთ შეამცირონ ანტიდეპრესანტების უარყოფითი ზეგავლენა ორგანიზმზე, პროფ. მაკალოკი ურჩევს ფსიქოანალიტიკური თერაპიის კურსის გავლას ან დეპრესიის სამკურნალო, სხვა ალტერნატიული მეთოდების გამოყენებას.
კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში “New Scientist”.

http://www.medlinks.ru

2008.09.26


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006