logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ახალი რეკომენდაციები ჰიპერგლიკემიის კონტროლისათვის შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს

ამერიკის დიაბეტოლოგთა ასოციაციამ და შაქრიანი დიაბეტის შესწავლის ევროპულმა ასოციაციამ შეიმუშავეს ერთობლივი რეკომენდაციები ჰიპერგლიკემიის კონტროლისათვის შაქრიანი დიაბეტი ტიპი2-ის დროს (Diabetes Care 2006;29:1963-72).
დოქტორი David M. Nathan და მისი კოლეგები მასაჩუსეტსის ჰოსპიტლიდან (ჰარვარდის სამედიცინო სკოლა, ბოსტონი) შეგვახსენებენ, რომ გლიკემიის კონტროლი მნიშვნელოვნად აქვეითებს დიაბეტ-სპეციფიკური გართულებების სიხშირეს ორივე ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს. ახალი რეკომენდაციების თანახმად, თერაპიის დაწყების ან კორექციის აუცილებლობაზე მეტყველებს გლიკირებული ჰემოგლობინის HbA1C დონე - 7% და მეტი. ანტიჰიპერგლიკემიური პრეპარატების არჩევანი განისაზღვრება მათი ჰიპოგლიკემიური ეფექტით, ექსტრაგლიკემიური მოქმედების, უსაფრთხოების, ამტანობის და ფასის მიხედვით, ასევე მათი ზემოქმედებით გულ-სისხლძარღვთა სხვა რისკ-ფაქტორებზე (ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია). დღეისათვის არ არსებობს დამაჯერებელი მონაცემები ამა თუ იმ პრეპარატის უპირატესობის ან მათი კომბინაციის სასარგებლოდ.
რეკომედებული ალგორითმი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
I ეტაპი (საწყისი) - ცხოვრების სტილის შეცვლა, წონაში დაკლება, ფიზიკური აქტივობის გაზრდა. ეს ჩარევა საკმაოდ იაფი და კლინიკურად ეფექტურია, თუმცა პირველი წლის განმავლობაში მისი ეფექტურობა, როგორც წესი, კლებულობს.
მეტფორმინის მიღება (არ მოქმედებს წონაზე; ხელმისაწვდომი ფასი; გვერდითი მოვლენები -საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ზემოქმედება; ლაქტაციდოზის განვითარების დაბალი სიხშირე);
II ეტაპი (დამატებითი თერაპია) - ინსულინი (დოზირება ლიმიტირებული არ არის; დაბალი ფასი; ლიპიდური პროფილის გაუმჯობესება; ინექციების და მონიტორინგის აუცილებლობა; ჰიპოგლიკემიის რისკი; წონაში მატების რისკი).
სულფანილშარდოვანას პრეპარატები (დაბალი ფასი; ჰიპოგლიკემიის რისკი; წონაში მატების რისკი).
ხანგრძლივი მოქმედების პრეპარატები (ქლორპროპამიდი, გლიბუტრიდი, გლიპოზიდი SR) უფრო ხშირად იწვევენ ჰიპოგლიკემიას, ვიდრე გლიპიზიდი, გლიმეპირიდი და გლიკლაზიდი.
თიაზოლიდინდიონები (ლიპიდურიპროფილის გაუმჯობესება; მაღალი ფასი; სითხის სეკავებისა და წონაში მატების რისკი).
სხვა პრეპარატები - ალფა-გლუკოზიდაზის ინჰიბიტორები (არ მოქმედებს წონაზე; ხშირი გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ; დღეში სამჯერადი მიღბა; მაღალი ფასი).
ეკზენატიდი (წონაში დაკლება; ინექციების აუცილებლობა; ხშირი გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ; მაღალი ფასი; არასაკმარისი მონაცემები მისი კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენების შესახებ).
გლინიდები (ხანმოკლე მოქმედება; მაღალი ფასი; სამჯერადი მიღება).
ავტორები, ახდენენ რა ახალი რეკომენდაციების ძირითადი საკითხების შეჯამებას, დასკვნის სახით მოგვაწოდებენ:
• ნორმოგლიკემიის მიღწევა და შენარჩუნება;
• საწყისი ჩარევა - ცხოვრების წესის შეცვლა, მეტფორმინი;
• მედიკამენტოზური თერაპიის სწრაფი დამატება;
• მისი კორექცია გლიკემიის სამიზნე დონის მიუღწევლობის შემთხვევაში;
• ინსულინის დამატება რაც შეიძლება ადრე, თუ ვერ იქნა მიღწეული გლიკემიის
სამიზნე დონე.

http://www.Cardiosite.ru

2006.08.10


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006