logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    B12 ვიტამინი ხელს უშლის მეხსიერების დაკარგვას

B12 ვიტამინი, რომელიც შედის ხორცის, თევზისა და რძის შემადგენლობაში, ხელს უშლის მეხსიერების დაკარგვას ასაკოვან ადამიანებში, თანახმად დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევისა.
იმ ადამიანებში, რომლებსაც აღენიშნებათ B12 ვიტამინის საშუალოზე უფრო დაბალი დონეები, 6-ჯერ უფრო მაღალია ტვინის ფუნქციების შეზღუდვის რისკი მომავალში, აცხადებენ ბრიტანელი მეცნიერები.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელიც მოიცავდა 107 მონაწილეს. კვლევა გრძელდებოდა 5 წლის მანძილზე და მისი შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში “Neurology”.
კვლევის თანახმად, ყოველი 5 ადამიანიდან საშუალოდ 2-ს აღენიშნება ამ ვიტამინის დეფიციტი. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ასაკოვან ადამიანებში, ხოლო მისი პრევენციის მიზნით ფოლიუმის მჟავით მდიდარი პურის მიღებამ შესაძლოა შენიღბოს B12 ვიტამინის დეფიციტის სიმპტომები ასაკოვან ადამიანებში.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეისწავლეს 61-87 წლის ასაკის ადამიანები, დაყვეს რა ისინი სამ ჯგუფად, B12 ვიტამინის დეფიციტის დონის მიხედვით.
აღმოჩნდა, რომ B12 ვიტამინის მწვავე და საშუალო სიმძიმის დეფიციტის მქონე ადამიანებში ძალზე მაღალია ტვინის ფუნქციების მოშლის რისკი მომდევნო 5 წლის მანძილზე.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის მეხსიერებისა და დაბერების კვლევითი ცენტრის პროფესორმა, ბ-მა დევიდ სმიტმა განაცხადა, ახალი კვლევა ნათელს ფენს იმას, რომ B ჯგუფის ვიტამინები დიდ გავლენას ახდენენ ტვინზე.
მეხსიერების დაქვეითება ძლიერ არის დაკავშირებული დემენციის განვითარების რისკთან ასაკოვან ადამიანებში.
კვლევის თანახმად, B12 ვიტამინის დიდი რაოდენობით მიღება, რომელიც შედის ხორცის, თევზის, მარცვლეულის, რძის, ღვიძლის შემადგენლობაში, ამასთან დაბალანსებული კვება, ხელს შეუწყობს ტვინის დაცვას.
B12 ვიტამინი შესაძლოა მიღებულ იქნას კვებითი დანამატების სახით და ეს განსაკუთრებით არის რეკომენდებული ასაკოვან ადამიანებში, რათა შემცირდეს დემენციისა და ალცჰეიმერის დაავადების განვითარების რისკი.
ახალი კვლევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დაბალანსებული კვებისა და ცხოვრების ჯანსაღი სტილის უდიდეს მნიშვნელობას.
მკვლევარები ურჩევენ ადამიანებს ფიზიკურ აქტივობას, B ჯგუფის ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვების მიღებას, რაც შეამცირებს დემენციის განვითარების ალბათობას ხანდაზმულ ასაკში. აგრეთვე რეკომენდებულია მოწევის შეწყვეტა და სისხლის წნევისა და ქოლესტერინის დონის ხშირი კონტროლი.

http://news.bbc.co.uk

2008.09.09


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006