logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ათი ფაქტი ძუძუთი კვების შესახებ

ძუძუთი კვება ბავშვის ჯანმრთელობისა და გადარჩენის უზრუნველყოფის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ძუძუთი კვების ნაკლებობა, განსაკუთრებით პირველი ექვსი თვის განმავლობაში, ყოველწლიურად მილიონზე მეტი ბავშვის სიკვდილს იწვევს. გლობალურად ექვსი თვის ასაკამდე ახალშობილთა მხოლოდ 40%-ზე ნაკლები არის ძუძუთი კვებაზე. ადექვატური ძუძუთი კვება ბევრი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენის საშუალებაა.
ჯანმო აქტიურად ახორციელებს ძუძუთი კვების, როგორც ახალშობილთა და მცირეწლოვან ბავშვთა კვების საუკეთესო წყაროს, ხელშეწყობას. ფაქტების საფუძველზე განიხილება ამ პრაქტიკის მრავლობითი პოზიტიური მხარე და დედებისთვის აქტიური დახმარების აღმოჩენით მთელ მსოფლიოში ძუძუთი კვების დანერგვის გავრცელების გზები.

1. ჯანმოს რეკომენდაცია
ჯანმოს მკაცრ რეკომენდაციას წარმოადგენს ძუძუთი კვების დამკვიდრება განსაკუთრებით პირველი ექვსი თვის განმავლობაში. ექვსი თვისთვის ძუძუთი კვებას შეიძლება დაემატოს სხვა საკვები ორ წლამდე ან მეტი ხნის განმავლობაში. დამატებით:
• ძუძუთი კვება უნდა დაიწყოს დაბადებიდან ერთი საათის განმავლობაში;
• ძუძუთი კვება უნდა ხორციელდებოდეს ”მოთხოვნის მიხედვით”, ისე ხშირად, როგორც ამას მოითხოვს ბავშვი დღისა და ღამის განმავლობაში;
• ბოთლისა და საწოვარას გამოყენებას უნდა ავარიდოთ თავი.

2. სარგებელი ბავშვების ჯანმრთელობისთვის
დედის რძე იდეალური საკვებია ახალშობილებისა და ჩვილი ბავშვებისთვის, რომელებიც ამ გზით ღებულობენ ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას ჯანსაღი განვითარებისთვის. იგი უსაფრთხოა და შეიცავს ანტისხეულებს, რომლებიც იცავენ ბავშვებს მათი ასაკისთვის ჩვეული ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა დიარეა და პნევმონია - მსოფლიოში ბავშვთა სიკვდილიანობის ორი ძირითადი მიზეზი. დედის რძე ყოველთვის ხელმისაწვდომი და მისაღები საშუალებაა ბავშვის ადექვატური საზრდოთი უზრუნველყოფისთვის.

3. სარგებელი დედებისთვის
ძუძუთი კვება ასევე სასარგებლოა დედებისთვის. ძუძუთი კვება ხშირად (და არა ყოველათვის) იწვევს მენსტრუაციის შეწყვეტას, რაც წარმოადგენს შობადობის კონტროლის ბუნებრივ მეთოდს. ის ამცირებს სარძევე ჯირკვლისა და საკვერცხის კიბოს განვითარებას მოგვიანებით პერიოდში, ეხმარება დედებს ორსულობამდელი წონის უფრო სწაფად დაბრუნებაში და ამცირებს ჟარბი წონის განვითარების სიხშირეს.

4. შორეული სარგებელი ბავშვებისთვის
უშუალო სარგებელთან ერთად ძუძუთი კვება უზრუნველყოფს ბავშვების კარგ ჯანმრთელობას მთელი სიცოცხლის მანძილზე. მოზრდილებს, რომლებიც ბავშვობაში ძუძუთი იკვებებოდნენ, ხშირად აღენიშნებათ უფრო დაბალი არტერიული წნევა და ქოლესტერინი, ისევე როგორც, ჟარბი წონის, სიმსუქნისა და მეორე ტიპის დიაბეტის შემთხვევათა უფრო დაბალი რიცხვი. არსებობს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ძუძუთი კვების შემთხვევაში მოზრდილები ავლენენ უკეთეს გონებრივ შესაძლებლობებს სათანადო ტესტების მიხედვით.

5. გამოვიყენოთ საბავშვო საკვები?
საბავშვო საკვები არ შეიცავს დედის რძეში ნანახ ანტისხეულებს და დაკავშირებულია ზოგიერთ რისკთან, როგორიცაა წყლისმიერი დაავადებები, რომელიც წარმოიშვება არაუსაფრთხო წყლით ბავშვის საკვების განზავებისას (ბევრ ოჯახში სუფთა წყლის პრობლემაა). მარაგის ”დაზოგვის” მიზნით საკვების ძლიერმა განზავებამ შეიძლება გამოიწვიოს კვების ნაკლებობა. გარდა ამისა, ძუძუთი ხშირი კვება ხელს უწყოფს დედის რძის მარაგის შენარჩუნებას. ძუძუთი კვების ხელმიუწვდომლობის პირობებში საბავშვო საკვების გამოყენების შემთხვევაში მოგვიანებით შეიძლება შეუძლებელი გახდეს ძუძუთი კვებაზე დაბრუნება დედის რძის გამომუშავების შემცირების გამო.

6. შიდსი და ძუძუთი კვება
შიდსზე პოზიტიური დედების შემთხვევაში, ჯანმო ექვსი თვის განმავლობაში ძუძუთი კვებას რეკომენდაციას უწევს თუ ჩანაცვლებითი კვება არ არის:
• მისაღები (სოციალური თვალთახედვით);
• განხორციელებადი (სათანადო საშუალებები და დახმარება საბავშვო საკვების მოსამზადებლად);
• ხელმისაწვდომი (საბავშვო საკვების უზრუნველყოფა ექვსი თვის მანძილზე);
• სტაბილური (საბავშვო საკვების გამოყენება ექვსი თვის მანძილზე);
• უსაფრთხო (საბავშვო საკვების მომზადება უსაფრთხო წყლით ჰიგიენურ პირობებში).

7. დედის რძის ჩანაცვლების რეგულაცია
დედის რძის ჩამნაცვლებლების გაყიდვის მარეგულირებელი საერთაშორისო კოდექსი მიღებულია 1981 წელს. იგი მოითხოვს:
• საბავშვო საკვების ყველა ეტიკეტი და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა აღნიშნავდეს ძუძუთი კვების სარგებლიანობას და საბავშვო საკვებთან დაკავშირებულ რისკებს;
• არ ხდებოდეს დედის რძის ჩამნაცვლებლების რეკლამირება;
• არ უნდა მოხდეს დედის რძის ჩამნაცვლებლების უფასო გადაცემა ორსული ქალებისთვის, დედებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის;
• არ უნდა მოხდეს უფასო ან სუბსიდირებული ჩამნაცვლებლების დისტრიბუცია ჯანდაცვის მუშაკებსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის.

8. მნიშვნელოვანია დედების მხარდაჭერა
ძუძუთი კვებას სჭირდება სათანადო ცოდნა და ბევრი ქალისთვის დასაწყისში ეს საკმაოდ რთულია. ჩვეულებრივ, ამ დროს გვხვდება დვრილების ტკივილი და შიში ბავშვისთვის არასაკმარისი რძის რაოდენობასთან დაკავშირებით. ძუძუთი კვების ხელშემწობი სამედიცინო დაწესებულებები გამოცდილი ინსტრუქტორების დედებთან ურთიერთობით ახდენენ ძუძუთი კვების პრაქტიკის გაფართოვებას. დედებისა და ბავშვების სამედიცინო მხარდაჭერისა და მდგომარეობის გაუმჯობესების უზრუნველყოფისთვის ამჟამად არსებობს WHO-UNICEF-ის ინიციატივით შექმნილი 20 000 სპეციალური სამედიცინო დაწესებულება.

9. მუშაობა და ძუძუთი კვება
ჯანმოს რეკომენდაციით ახლადნამშობიარები დედები დეკრეტულის შემდეგ სულ ცოტა 16 კვირიან შვებულებას უნდა იღებდნენ დასვენებისა და ბავშვის ძუძუთი კვებისთვის. სამსახურში გასვლის შემთხვევაში ბევრი დედა რეკომენდირებულ ექვს თვემდე ადრე წყვეტს ძუძუთი კვებას, რადგან არა აქვს ამისთვის საჭირო დრო, ადექვატური ადგილი, რძის გამოწველისა და შენახვის საშუალება. დედები საჭიროებენ ხელის შეწყობას უსაფრთხო, სუფთა და ცალკე ადგილის გამოყოფით სამუშაო ადგილზე ან მის მახლობლად, სადაც ბავშვების ძუძუთი კვების საშუალება ექნებათ.

10. შემდეგი საფეხური: რაციონში ახალი საკვების ჩართვა
ბავშვის მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ექვსი თვისთვის საჭიროა დამატებითი საკვების ჩართვა ძუძითი კვების გაგრძელებით. ბავშვებისთვის საკვები უნდა მომზადდეს სპეციალურად ან მოხდეს ოჯახის საკვების მოდიფიკაცია. ჯანმო აღნიშნავს:
• დამატებითი საკვების შეტანით არ უნდა მოხდეს ძუძუთი კვების შემცირება;
• დამატებითი საკვები უნდა მიეწოდოს კოვზით ან ჭიქით და არა ბოთლით;
• საკვები უნდა იყოს სუფთა, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი;
• პატარა ბავშვებისთვის მაგარი საკვების მიღების სწავლა დიდ დროს მოითხოვს.

http://www.who.int

2008.09.01


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006