logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ხილის წვენები ხელს უშლის მედიკამეტების შეწოვას

კანადელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს მედიკამენტებზე ხილის წვენების ზემოქმედების ახალი მექანიზმი, რომელიც მდგომარეობს წვენების გარკვეული კომპონენტის ზეგავლენით ზოგიერთი მედიკამეტის შეწოვის დარღვევაში. ეს ადასტურებს, რომ მათი ერთდროული მიღება არ შეიძლება.
აქამდე ცნობილი იყო მხოლოდ გრეიფრუტის წვენის ზემოქმედების შესახებ ზოგიერთი პრეპარატის მეტაბოლიზმზე. გრეიფრუტის შემადგენლობაში მყოფი ბერგამოტინი აქვეითებს ფერმენტ CYP3A4-ს აქტივობას, რომელიც დაახლოებით 50 ცნობილი მედიკამენტის გახლეჩაში იღებს მონაწილეობას. ამის შედეგად ადგილი აქვს სისხლის პლაზმაში ამ პრეპარატების კონცენტრაციის მომატებას და ორგანიზმიდან მათი გამოყოფის პროცესის შენელებას.
მეცნიერებმა დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტიდან შეისწავლეს გრეიფრუტის წვენის ურთიერთქმედება ანტიჰისტამინური პრეპარატ ფეკსოფენადინთან, რომელიც არ განიცდის მეტაბოლიზმს CYP3A4-ს მონაწილეობით. ამისათვის ჯანმრთელი მოხალისეების სამ ჯგუფს შესთავაზეს მიეღოთ ფეკსოფენადინი გრეიფრუტის წვენით, ნარინგინის ხსნარით (ეს არის ნივთიერება, რომელიც ანიჭებს გრეიფრუტს მომწარო გემოს) და სუფთა წყლით.
აღმოჩნდა, რომ პრეპარატის წვენთან ერთად მიღების შემთხვევაში შეიწოვება მხოლოდ იმის ნახევარი, ვიდრე შეიწოვებოდა სუფთა წყლით მიღების შემთხვევაში. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ეს ეფექტი განპირობებულია იმით, რომ ნარინგინი თრგუნავს ცილას OATP1A2, რომელსაც გადააქვს მედიკამენტი ნაწლავის სანათურიდან სისხლში. ანალოგიური თვისება აღმოაჩნდა ფორთოხლის და ვაშლის წვენებსაც.
დღეისათვის დადგენილია, რომ ზ.ა. წვენების ზემოქმედებით ირღვევა ისეთი მედიკამენტების შეწოვა, როგორიცაა ბეტა ბლოკერები ატენოლოლი, ცელიპროლოლი და ტალონოლოლი, ციტოსტატიკები ციკლოსპორინი და ეტოპოზიდი, ანტიმიკრობული პრეპარატები ციპროფლოქსაცინი და ლევოფლოქსაცინი, ასევე სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი იტრაკონაზოლი.
კვლევის ხელმძრვანელის პროფესორ დევიდ ბეილის (David G. Bailey) აზრით, ეს სია სრულყოფილი არ არის. იგი შეგვახსენებს, რომ მედიკამენტს პერორალური მიღებისას სუფთა წყალი უნდა დავაყოლოთ.

http://Medportal.ru

2008.08.21


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006