logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ფიზიკური აქტივობა ჰიპერტონიის დროს - ექიმის რჩევები

ჰიპერტონული დაავადება ექვემდებარება კორექციას, მხოლოდ ავადმყოფს მუდმივი თანამშრომლობა უნდა ქონდეს ექიმთან. ძირითადი მედიკამენტოზური მკურნალობისა და დიეტის დაცვის გარდა, ამ პაციენტებისათვის სასურველია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა.
ფიზიკურ დატვირთვას მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს. კერძოდ, ხდება არტერიული წნევის ნორმალიზება, ქოლესტერინის დონის დაქვეითება, სისხლძარღვოვანი გართულებების თავიდან აცილება. იგი აუმჯობესებს გუნებ-განწყობას და შრომის უნარს, ამცირებს სტრესის ზეგავლენას. ასევე ხდება სხეულის მასისა და ჰიპერტონიის ცნობილი რისკ-ფაქტორების შემცირება.
გარდა ამისა, ზომიერი დატვირთვა ეფექტურად ამცირებს გართულებების განვითარების რისკს: გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა მცირდება 40%-ით, ხოლო გულის იშემიური დაავადებების განვითარების რისკი - ორჯერ.
დატვირთვის სიმძიმის განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად, თუმცა არსებობს ზოგიერთი წესი, რომლის დაცვაც ყველასთვის აუცილებელია:
ყველაზე უკეთესია მცირე ინტენსივობის დინამიური დატვირთვა. ეს შეიძლება იყო 3-4 კმ-ზე დოზირებული სიარული, ველოსიპედით სეირნობა ან ციგურებით სრიალი, 40-60 წთ-ის განმავლობაში ცურვა კვირაში 3-4-ჯერ. თუკი არის ამის საშუალება, ეცადეთ, ივარჯიშოთ სახლში ან სუფთა ჰაერზე, პარკში. შეიძლება სამსახურში ტრანსპორტით მგზავრობა ნაწილობრივად შეიცვალოს სწრაფი ტემპით სიარულით.
დაიმახსოვრეთ, რომ დადებითი ეფექტის მიღწევა შეიძლება მხოლოდ მუდმივი დატვირთვით, თუნდაც ნახევარი საათი დღეში, მაგრამ ყოველდღიურად!
თავი შეიკავეთ ზედმეტი დატვირთვისაგან, რადგანაც მან შეიძლება პირიქით, არტერიული წნევის მომატების პროვოცირება მოახდინოს. ყველა თანამედროვე ტრენაჟორი აღჭურვილია პულსისა და წნევის კონტროლის სისტემებით. თუმცა თქვენ თვითონაც შეგიძლიათ იმის განსაზღვრა, რამდენად გაწყობთ არჩეული რეჟიმი. დატვირთვის სიმაღლეზე დაითვალეთ პულსი, ის არ უნდა აღმატებოდეს 120-140 დარტყმას წუთში. უფრო ზუსტი გამოთვლისათვის ისარგებლეთ ფორმულით: 180 მინუს ასაკი. ამორჩეული დატვირთვის რეჟიმის პირობებში არ უნდა ქონდეს ადგილი ქოშინს, ჭარბ ოფლიანობას, სისუსტეს, გულის არეში ტკივილს. ზ.ა. არსებობის შემთხვევაში დატვირთვა უნდა შემცირდეს.
იმისათვის, რომ ფიზიკურმა აქტივობამ რეალური სიკეთე მოგიტანოთ, დაიცავით სამი პრინციპი:
• თანდათანობით გაზარდეთ დატვირთვა;
• ეცადეთ, ივარჯიშოთ რეგულარულად, უმჯობესია, ყოველდღიურად. ეფექტი მეტია ყოველდღიური 30-40- წუთიანი ვარჯიშის დროს, ვიდრე კვირაში სამჯერ, ერთსაათიანი დატვირთვის პირობებში;
• მაღალი ეფექტურობის მისაღწევად აუცილებელი პირობაა დატვირთვისა და დასვენების სწორი მონაცვლეობა .

http://cybermed.ru

2008.08.05


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006