logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    არტერიული წნევის უმნიშვნელო მომატებაც კი იწვევს ათეროსკლეროზული ბალთების განვითარებას

ახალი კვლევის თანახმად, ახალგაზრდა მამაკაცებსა და ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული არტერიული წნევა, ხშირია სისხლძარღვების ათეროსკლეროზის განვითარება. სისხლძარღვების ათეროსკლეროზული ბალთები წარმოადგენს ინფარქტებისა და ინსულტების უმნიშვნელოვანეს რისკ-ფაქტორს.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა პროფ. მარკ პლეტჩერის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს კვლევა, რომლის თანახმად, 18-დან 39 წლამდე ასაკი არის კრიტიკული პერიოდი, როდესაც არტერიული წნევის სულ მცირე მატებამაც კი შესაძლოა ორგანიზმს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს.
მკვლევარებმა შეისწავლეს 3 560 ახალგაზრდა მამაკაცისა და ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა. კვლევა მიმდინარეობდა 1985-2005 წლებში. კვლევის დამთავრებისას სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ბალთების არსებობა გამოვლენილ იქნა კომპიუტერული ტომოგრაფიის მეშვეობით. 35 წლის ასაკისათვის, კვლევის მონაწილეთა თითქმის 20%-ს განუვითარდა წინაჰიპერტენზიული მდგომარეობა (ასე უწოდებენ არტერიულ წნევას 120/80მმ.ვწ. სვ.-დან 139/89მმ.ვწ.სვ.-მდე).
მიღებული შედეგების თანახმად, რაც უფრო დიდხანს ცხოვრობს ადამიანი წინაჰიპერტენზიული მდგომარეობით, მით მაღალია ათეროსკლეროზის განვითარების რისკი საშუალო ასაკში.
კვლევის ავტორები თვლიან, რომ აუცილებელია წინაჰიპერტენზიულ მდგომარეობასთან ბრძოლა ახალგაზრდა ასაკში და ეს, უპირველეს ყოვლისა, შესაძლებელია ცხოვრების სტილის შეცვლით. ჯერ-ჯერობით მეცნიერებს არ გააჩნიათ ისეთი მონაცემები, რაც მათ აღნიშნულ სიტუაციაში ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების დანიშვნის საშუალებას მისცემს.
“არტერიული წნევის ნორმალიზება ახალგაზრდა ადამიანებში – არცთუ იოლი ამოცანაა. მაგრამ აუცილებელია ეს მოხდეს, ამ ამოცანის გადაჭრა ხომ აღნიშნულ ადამიანებში არამარტო შეამცირებს გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების რისკს მომავალში, არამედ ის მთელი პოპულაციის მასშტაბით დაავადების შემთხვევების რიცხვის კლებას გამოიწვევს”, განაცხადა პროფ. პლეტჩერმა.

http://www.medlinks.ru

2008.07.22


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006